განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.12.2019
საქმის ნომერი
330310018002463591
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002463591

საქმე №3ბ/1784-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ნანა დარასელია

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტები (მოსარჩელეები) - ა-–------------–--ა, ლ-–--–----–-----

წარმომადგენელი - შ---------------–--ა

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ა----------ე

 

მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება

 

1.1. ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

1.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა-–------------–--ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12000 (თორმეტიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 12000 (თორმეტიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა-–------------–--ას სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის - 30000 (ოცდაათიათასი) ლარის ანაზღაურება. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის - 30000 (ოცდაათიათასი) ლარის ანაზღაურება. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა-–------------–--ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის 8000 (რვაათასი) ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

2.2.1. „ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ“ 2005 წლის პირველი დეკემბრის ბრძანებით ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა 3 თვის ვადით. ბრძანების თანახმად, პატიმრობის ვადა ჩაეთვალათ დაკავების მომენტიდან.

 

2005 წლის 2 დეკემბერს ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს ადვოკატებმა - შ---------------–--ამ, თ--------------მა და ო-----------–---–მა საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო კოლეგიას და მოითხოვეს ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებებით შეცვლა.

 

2.2.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 მაისის №MOC71800417508 წერილის თანახმად, საარქივო პირად საქმეში არსებული მონაცემების შესაბამისად, ლ-–--–----–----- ქ.თბილისის ყ------–-------------ილეში შესახლებულ იქნა 2005 წლის პირველ დეკემბერს, საიდანაც სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით 2006 წლის 10 ივნისს გადაყვანილ იქნა ქ------------------ილეში.

 

2.2.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 27 თებერვლის №MOC51700149677 წერილის თანახმად, ა-–------------–--ა ქ.თბილისის №-------------–-------------ის დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2005 წლის პირველი დეკემბრიდან 2006 წლის 10 ივნისამდე და შემდეგ ეტაპირებულ იქნა რ------------------------–-------------ის დაწესებულებაში.

 

2.2.4. „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილებით ლ-–--–----–----- ბრალდებულად პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2.2.5. „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილებით ა-–------------–--ა ბრალდებულად პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2.2.6. 2006 წლის 21 თებერვალს ა-–------------–--ასა და ლ-–---–----–-----ს ინტერესების დამცელ ადვოკატებს - შ-----------------–---ს, თ----------------სა და ო-----------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება გამოძიების დამთავრებისა და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსთვის გადაგზავნის შესახებ.

 

2.2.7. 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №2 საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–---მ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 302003000, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი BNLNGE22), გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - წ----–-------–-–------–-------- საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №--------).

 

2.2.8. 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №1 საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–---მ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 302003000, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი BNLNGE22), გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - ხ------–------–---------------- საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №--------).

 

2.2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით (№1/3344-06 საქმეზე) დამტკიცდა ა-–------------–--ასა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ა-–------------–--ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა-–------------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.

 

ამავე განაჩენით, დამტკიცდა ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ლ-–--–----–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ლ-–--–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.

 

2.2.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენით (№1/აგ-19-17 საქმეზე) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მიმართ და მათ მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.

 

განაჩენის თანახმად, ა-–------------–--ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენის მიხედვით, ლ-–--–----–----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი, ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის, ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ან გამგებლობაში) ჩადენაში ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს მხილება საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით ყოვლად უსაფუძვლოა, რადგანაც ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს მიერ თითქოსდა მითვისებული თანხა, მათ მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში არ ყოფილა. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. თუ გამოძიება თვლიდა, რომ ა-–------------–--ამ და ლ-–--–----–-----მ მიითვისა ის თანხა, რომელიც მათ გადაუხადა ს----------–-------------ამ (კონვერტაციის სხვაობა), ანუ თანხა, რომელიც გავიდა ს----------–-------------ის მართლზომიერი ფლობიდან ა-–-------------–---სა და ლ-–---–----–-----ს გამგებლობაში, მაშინ მას უნდა ემსჯელა ასევე ს----------–-------------ის უფლებამოსილი თანამდებობის პირებისა თუ თანამშრომლების ქმედებებზეც, რომელთა მეშვეობით მოხდა ამ თანხების გასვლა ს----------–-------------ის კანონიერი ფლობიდან, რა საკითხზეც ა-–------------–--ას ბრალდების საქმეზე საერთოდ არ არის მსჯელობა. გარდა ამისა, ამავე საქმეზე გამოძიებამ ვერ მოიპოვა ის ძირითადი დოკუმენტი (შპს „ო--------ს“ კომერციული წინადადება ელექტრო საქონლის ეროვნულ ვალუტაში მოწოდებაზე), რომელიც საფუძვლად დაედო ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს ბრალდებას. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ა-–-------------–--- და ლ-–---–----–----- არ იყვნენ ვალდებული ემტკიცებინათ ის, რომ მათ წარადგინეს კომერციული წინადადება ელექტრო საქონლის აშშ დოლარში მოწოდებაზე, არამედ მართლმსაჯულების ორგანოები იყვნენ ვალდებულნი დაემტკიცებინათ ისეთი კომერციული წინადადების არსებობის ფაქტი, სადაც საუბარი იქნებოდა ელექტრო საქონლის ეროვნულ ვალუტაში მოწოდებაზე, რაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო. აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა გამოძიების მიერ ბრალდების მოწმეებად მიჩნეული პირების ჩვენებებიდან. მსგავსი ვარაუდის დაშვების საფუძველი ვერც 2005 წლის 27 ნოემბრის დათვალიერების ოქმი გახდებოდა, რომლითაც ვერ იქნა აღმოჩენილი გამოძიებისთვის საინტერესო შპს „ო--------ს“ კომერციული წინადადება ს----------–-------------იდან ამოღებულ მასალებში. ახალი გამოძიების პირობებში დადასტურდა, რომ 2004 წლის 10 ნოემბრის სხდომის მონაწილეებისთვის წარდგენილი არ ყოფილა ხსენებული კომერციული წინადადება და №18 ოქმში ის აისახა სხდომის თავმჯდომარის მხოლოდ სიტყვიერი მოხსენებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა-–------------–--ას მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი 2004 წლის 13 სექტემბრის №3328 კომერციული წინადადების ასლი იღებს იმ მტკიცებულებით მნიშვნელობას, რითიც დასტურდება მისი ვერსია, რომელსაც ის თავიდანვე ავითარებდა მისი ბრალდების საქმეში და რომელიც განაცხადა სააპელაციო სასამართლოშიც, რომ შპს „ო--------ს“ მიერ კომერციული წინადადების ს----------–-------------ისთვის წარდგენა მოხდა ელექტრო საქონლის (ტრანსფორმატორები) აშშ დოლარში მიწოდებასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კი მისი და ლ-–--–----–-----ს ბრალდება ს----------–-------------ის კუთვნილი თანხების მითვისებაზე არის დაუსაბუთებელი.

 

განაჩენის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის, ან ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, ან შეძენა გასაღების, ან გამოყენების მიზნით, გასაღება, ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი) დამტკიცება, ან მისი ჩადენის უტყუარობაზე მსჯელობა დაუშვებელია მხოლოდ ერთი მტკიცებულების - მძღოლის ჩვენების საფუძველზე იმ პირობებში, როდესაც არსებობს სხვა მტკიცებულებებიც. მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს სრულიად სხვა რამეს, კერძოდ, ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურასთან მიმართებაში გამოიხატება არა იმაში, რომ განზრახ, ან უნებლიედ არასწორად მოხდა ამ დოკუმენტების შევსება გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მონაცემების ნაწილში ყალბი მონაცემებით, არამედ ზოგადად იმ ქმედების არარსებობაში, რა მიზნითაც დგება ეს დოკუმენტი (საქონლის გადაცემა, საქონლის ტრანსპორტირება), რაზეც თავის მხრივ არის კიდეც მსჯელობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 2006 წლის 16 იანვრის აქტში. ამ შემთხვევაში კი გამოძიებით დადგენილი იყო, რომ ა-–--------------–---სა და ლ-–----–----–-----ს (შპს „ო--------ს“) ხსენებული დოკუმენტების საფუძველზე ს----------–-------------ისთვის მიწოდებული ჰქონდათ ელექტრო საქონელი (3 ერთეული ერთფაზა ზეთიანი ტრანსფორმატორი ომს კტპ- თი 4/6-1/023 და 7 ცალი ერთფაზა ზეთიანი ტრანსფორმატორი ომს 10/10-ის კტპ-თი), რაც დასტურდებოდა საქმეზე დაკითხული როგორც ს----------–-------------ის თანამშრომლების ჩვენებებით, როგორც ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს ბრალდების საქმეზე, ასევე, ახალი გამოძიების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 2005 წლის 8 დეკემბრის ცნობითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 10 იანვრის №10500/19 ექსპერტიზის დასკვნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 2006 წლის 16 იანვრის აქტით დასტურდება, რომ შპს „გ-----, შპს „---“ და შპს „ე-–---------ი“ არ ახდენდნენ შეძენილი საქონლის აღრიცხვას, რაც არ გამორიცხავს ამ საქონლის მათ მიერ სინამდვილეში შეძენას და შემდეგში შპს „ო--------სთვის“ გადაცემას, რასაც ედავებოდა მათ გამოძიება. გარდა ამისა, ახალი გამოძიების პირობებში და საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაკითხული მოწმეების, ასევე ამოღებული დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

განაჩენის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულთა უდანაშაულობას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს არ ჩაუდენიათ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების არაერთგზის ჯგუფურად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2.2.11. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 დეკემბრის №89255 წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს №1/3344-06 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ლ-–--–----–-----ს მიმართ ჯარიმის 30000 ლარის დაკსირების თაობაზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდინარე და საარქივო მასალებში ვერ მოიძებნა.

 

2.2.12. 2006 წლის 7 აგვისტოს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იმავე დღეს შესულია კანონიერ ძალაში, რომლითაც ა-–------------–--ას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 18 აგვისტოს №01/23 წერილით ა-–------------–--ას განემარტა სააღსრულებო ბიუროში გამოცხადებისა და მისთვის დაკისრებული სასჯელის - ჯარიმის გადახდის წესი და პირობები და აღნიშნულის შეუსრულებლობის შედეგები.

 

2.2.13. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №13-9---- წერილის თანახმად, ლ------------–---ს მიერ №-------- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ლ-–--–----–-----ს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი და ა-–------------–--ას ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი 2006 წლის პირველ ივნისს შეტანილია ხაზინის ერთიან №200122900 ანგარიშზე 302003000 სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---). ამასთან, აღნიშნულ თანხები, ისევ განთავსებულია ხაზინის ერთიან №200122900 ანგარიშზე 302003000 სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---).

 

2.2.14. ა-–------------–--ამ და ლ-–--–----–-----მ 2018 წლის 26 მარტს განცხადებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს და მოითხოვეს იმ თანხის დაბრუნება, რომელიც გადაიხადეს 2006 წლის 30 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ- პროკურორსა და ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, კერძოდ, 2006 წლის პირველ ივნისს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შეტანილ იქნა 30000 ლარი ა-–------------–--ას და ასევე, 30000 ლარი ლ-–--–----–-----ს სახელზე.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 28 მარტის №08-01/42273 წერილით აღნიშნული განცხადება გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

 

2.2.15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №2644/15-04-01 წერილის თანახმად, ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს განემარტათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენის საფუძველზე აქვთ უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო/ადმინისტრაციული წესით მოითხოვონ და მიიღონ უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

2.2.16. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 12 აპრილის №13/26704 წერილის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში განხილულ იქნა ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს 2018 წლის 26 მარტის №64113/01 განცხადება, რასთან დაკავშირებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ განცხადებით მოთხოვნილი საკითხების გადაწყვეტა სცილდება პროკურატურის კომპეტენციას და მის დასაკმაყოფილებლად უნდა იქნას მიმართული სასამართლოსთვის შესაბამისი მოპასუხე მხარის მითითებით.

 

2.2.17. ა-–------------–--ამ 2018 წლის 8 მაისს მიმართა განცხადებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლ-–--–----–-----სა და ა-–------------–--ას მიერ დეპოზიტზე თანხის განთავსებისას პროცენტის დარიცხვის შესახებ, რის შესაბამისად, ა-–------------–--ამ 2018 წლის 8 მაისს საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან. ამასთან, აღნიშნული შინაარსის ხელშეკრულება იმავე დღეს ა-–------------–--ამ, როგორ ლ-–--–----–-----ს წარმომადგენელმა დადო.

 

ა-–-------------–---მ ტ--------ის მეშვეობით 2018 წლის 22 მაისის სალარო შემოსავლის №15002601 ორდერით გადაიხადა 201 ლარი (გადახდის დანიშნულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ქვით.1003937418) (დოკ.1-------) (პ/ნ----------- - ა-–--------------------–--ა) 200.00(1.00) (სახაზინო კოდი707767126)).

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №003307918 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარგენილი მასალების/ინფორმაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დეპოზიტზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით (10.5%), იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირები გამოსაკვლევ პერიოდში, კერძოდ, 2006 წლის პირველი ივნისიდან 2018 წლის პირველ მაისამდე 30000-30000 ლარს განათავსებდნენ სადეპოზიტო ანგარიშზე, მასზე დარიცხული სარგებელი საორიენტაციოდ შეადგენს - ა-–------------–--ა - 37537 ლარი და ლ-–--–----–----- - 37537 ლარი.

 

2.2.18. ა-–------------–--ამ 2018 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია ლ------------–---ს მიერ 2006 წლის პირველ ივნისს ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი 30000-30000 ლარის სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ასევე, ვის კომპეტენციას განეკუთვნება აღნიშნული თანხის განკარგვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2018 წლის 23 ოქტომბრის №18/132746 წერილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის თანახმად, ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302003000 სახაზინო კოდზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას, ხორციელდება დეპოზიტის განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.

 

2.2.19. საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 29 იანვრის №2-15/3-- წერილის თანახმად, სახაზინო კოდზე 302003000 „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანების თანახმად, ირიცხება არასაგადასახადო შემოსულობები, კერძოდ, სხვა დეპოზიტები. ამასთან 2006 წლის პირველი ივნისისათვის 200122900 ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშს“, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვის მიზნით, ხოლო ბანკის კოდი 220101107 წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო კოდს.

 

2.2.20. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის პირველი თებერვლის №18/11548 წერილის თანახმად, 302003000 სახაზინო კოდი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდს, რომელზეც ხდებოდა ისეთი თანხების დეპონირება, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან დაუბრუნდეს გადამხდელს. სადეპოზიტო კოდზე ჩარიცხული თანხების განკარგვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად, ხორციელდება დეპოზიტის მიმღები და განმკარგველი ორგანიზაციის მიერ სახაზინო სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე. რაც შეეხება 6--- დეპოზიტორის კოდს, იგი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდზე თანხის გადამხდელისათვის მინიჭებულ კოდს, აღნიშნული კოდი გადამხდელს ავტომატურად ენიჭება სისტემის მიერ.

 

2.2.21. 2019 წლის 18 თებერვალს ა-–------------–--ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს. განცხადების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2009 წლის პირველი თებერვლის №18/11548 წერილიდან ირკვევა, რომ ხაზინის სადეპოზიტო კოდზე ჩარიცხული თანხების განკარგვა ხდებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, ხოლო 6--- წარმოადგენს გადამხდელის კოდს, რომელსაც ავტომატურად ანიჭებს სისტემა. ამავე ბრძანების მე-16 მუხლის შესაბამისად, უნდა გახსნილიყო საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდი (მათ შორის, გენერალური პროკურატურა), სადაც უნდა ასახულიყო მისთვის განკუთვნილი თანხები. განცხადების თანახმად მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, გაიხსნა თუ არა ეს ქვეკოდები გენერალური პროკურატურისათვის და აღნიშნული გადამხდელის მიერ 6--- კოდზე განთავსებული თანხა აისახა თუ არა გენერალური პროკურატურის ქვეკოდზე. ამასთან, წარდგენილი საგადასახადო დავალების მიხედვით (ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა), განცხადების შეტანის დღისათვის სად არის განთავსებული, ვის ანგარიშზე და რა ქვეკოდით.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის პირველი მარტის №1/226222 წერილის თანახმად, სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა რეგულირდება ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით, აღნიშნულ ბრძანებამდე სადეპოზიტო ქვეკოდების გახსნა დარეგულირდა 2009 წლის პირველი იანვრიდან, „ბიუჯეტების შემოსულობების აღიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის №260 დადგენილებით. რაც შეეხება 302003000 სახაზინო კოდს, იგი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდს, რომელზეც ხდებოდა ისეთი თანხების დეპონირება, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან დაუბრუნდეს გადამხდელს. სადეპოზიტო კოდზე ჩარიცხული თანხების განკარგვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად, ხორციელდება დეპოზიტის მიმღები და განმკარგველი ორგანიზაციის მიერ სახაზინო სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.

 

2.2.22. 2006 წლის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, გაცემული 2017 წლის 20 თებერვლის „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობის თანახმად, ა-–------------–--ას დიაგნოზად განსაზღვრული ჰქონდა გ.ი.დ. სტენოკარდია (II ფ.კლ.) ჰემოროიდული დაავადება I-IIხ. გართულებული სისხლდენით უკანა ანალური სპინქტერის სპაზმით, შაქრიანი დიაბეტი 2-E11.

 

2.2.23. ა-–------------–--ამ 2006 წლის 14 ივლისს შ---------------–--ას მისცა მინდობილობა, რომლის თანახმად, შ---------------–--ას მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით უარი ეთქვა საკუთრების უფლებაზე საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ.თბილისი, ვ-------------------------------–----------------------------------ის პრივატიზაციის დროს მისი მეუღლის რ----------–----–-----ს სასარგებლოდ.

 

საკუთრების მოწმობის თანახმად, რ----------–----–----- გახდა უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი ვ------------------------------–------, კ------------------------) მესაკუთრე. 2006 წლის 26 ოქტომბრის უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ფ--------------ემ რ----------–----–-----საგან 19000 ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება.

 

2018 წლის 2 მარტს ა-–------------–--ამ შპს აუდიტორულ ფირმა „ბ---–---–---------------სთან“ დადო №35/2018 ხელშეკრულება ფ--------------ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების მიზნით. მოცემული მომსახურების ღირებულება 200 ლარი ა-–------------–--ამ გადაიხადა 2018 წლის 4 აპრილს.

 

„ფიზიკური პირის ა-–------------–--ას მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების“ 2018 წლის 4 აპრილის შპს აუდიტორულ ფირმა „ბ---–---–-------------იის №2/23-2018 აქტის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი ვ------------------------------–------, კ------------------------) ღირებულებას 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით შეადგენდა 62000 ლარს.

 

2.2.24. ა-–------------–--ასა და შ---------------–--ას შორის 2018 წლის 2 მარტს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა უკანონო ბრლადებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლო წარმოებაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასურად განისაზღვრა 8000 (რვაათასი) ლარი.

 

2.2.25. ა-–------------–--ამ შ---------------–--ას იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადაუხადა 8000 (რვაათასი) ლარი.

 

3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაიარად შეაფასა:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №2/3/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13), 23.07.2013 წ.) განმარტებაზე, რომ „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით (№1/3344-06 საქმეზე) დამტკიცდა ა-–------------–--ასა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ა-–------------–--ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა-–------------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.

 

ამავე განაჩენით, დამტკიცდა ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ლ-–--–----–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ლ-–--–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენით (№1/აგ-19-17 საქმეზე) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მიმართ და მათ მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.

 

განაჩენის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულთა უდანაშაულობას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს არ ჩაუდენიათ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების არაერთგზის ჯგუფურად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ პირს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და მათი უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვონ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მათ მიადგათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით (№1/3344-06 საქმეზე) დამტკიცებული ა-–------------–--ასა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმებითა და ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმებით, სასჯელის სახით თითოეულისათვის ჯარიმის 30000-30000 ლარის გადახდით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №1 საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–---მ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 302003000, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი BNLNGE22) გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - ხ------–------–---------------- საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №--------).

 

2006 წლის პირველი ივნისის კ--------------------------ის №2 საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–---მ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 302003000, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი BNLNGE22), გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - წ----–-------–-–------–-------- საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №--------).

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №13-9---- წერილის თანახმად, ლ------------–---ს მიერ №-------- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ლ-–--–----–-----ს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი და ა-–------------–--ას ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი 2006 წლის პირველ ივნისს შეტანილია ხაზინის ერთიან №200122900 ანგარიშზე 302003000 სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---). ამასთან, აღნიშნულ თანხები ისევ განთავსებულია ხაზინის ერთიან №200122900 ანგარიშზე 302003000 სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---).

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 29 იანვრის №2-15/3-- წერილზე, რომლის თანახმად, სახაზინო კოდზე 302003000, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანების თანახმად, ირიცხება არასაგადასახადო შემოსულობები, კერძოდ, სხვა დეპოზიტები. ამასთან, 2006 წლის პირველი ივნისისათვის 200122900 ანგარიში წარმოადგენდა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშს“, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვის მიზნით, ხოლო ბანკის კოდი 220101107 წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო კოდს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის პირველი თებერვლის №18/11548 წერილის თანახმად, კი 302003000 სახაზინო კოდი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდს, რომელზეც ხდებოდა ისეთი თანხების დეპონირება, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან დაუბრუნდეს გადამხდელს. რაც შეეხება 6--- დეპოზიტორის კოდს, იგი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდზე თანხის გადამხდელისათვის მინიჭებულ კოდს, აღნიშნული კოდი გადამხდელს ავტომატურად ენიჭება სისტემის მიერ.

 

სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლომ მოიხმო „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანება, რომლითაც რეგულირდება ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ურთიერთობები.

 

აღნიშნული ბრძანების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

 

სასამართლომ დამატებით მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლს, რომლის პირველ ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სასჯელის - ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 30000-30000 ლარი ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში ისე, რომ მისი განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ამასთან, ვინაიდან ა-–------------–--ა და ლ-–--–----–----- უდანაშაულოდ არიან ცნობილები წარდგენილ ბრალდებებში, შესაბამისად, მითითებული თანხები საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ექვემდებარება მოსარჩელეებისათვის დაბრუნებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია, რომ აღნიშნული თანხების დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირების მიუთითა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება, ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს ა-–------------–--ას სასარგებლოდ 30000 ლარის პროცენტის - 37537 ლარის და ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ, ასევე, 37537 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან 30000-30000 ლარის მოსარჩელეებისათვის დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს დელიქტური სამართლის ნორმები, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა/არასებობის საკითხზე, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მიმართ. კერძოდ, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №003307918 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალების/ინფორმაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დეპოზიტზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით (10.5%), იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირები გამოსაკვლევ პერიოდში, კერძოდ, 2006 წლის პირველი ივნისიდან 2018 წლის პირველ მაისამდე 30000-30000 ლარს განათავსებდნენ სადეპოზიტო ანგარიშზე, მასზე დარიცხული სარგებელი საორიენტაციოდ შეადგენს - ა-–------------–--ა - 37537 ლარი და ლ-–--–----–----- - 37537 ლარი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის დანაწესი ათავისუფლებს მოპასუხეს ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი ვალდებულების დარღვევისა. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონიერი ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ა-–------------–--ას სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება ვ---------ის ბინასთან დაკავშირებით 43000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–------------–--ამ 2006 წლის 14 ივლისს შ---------------–--ას მისცა მინდობილობა, რომლის თანახმად, შ---------------–--ას მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით უარი ეთქვა საკუთრების უფლებაზე საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ.თბილისი, ვ-------------------------------–----------------------------------ის პრივატიზაციის დროს მისი მეუღლის რ----------–----–-----ს სასარგებლოდ. საკუთრების მოწმობის თანახმად, რ----------–----–----- გახდა უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი ვ------------------------------–------, კ------------------------) მესაკუთრე. 2006 წლის 26 ოქტომბერს უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ფ--------------ემ რ----------–----–-----საგან 19000 ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება. 2018 წლის 2 მარტს ა-–------------–--ამ შპს აუდიტორულ ფირმა „ბ---–---–---------------სთან“ დადო №35/2018 ხელშეკრულება ფ--------------ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების მიზნით. „ფიზიკური პირის ა-–------------–--ას მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების“ 2018 წლის 4 აპრილის შპს აუდიტორულ ფირმა „ბ---–---–---------------იის №2/23-2018 აქტის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი ვ------------------------------–------, კ------------------------) ღირებულებას 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით შეადგენდა 62000 ლარს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ ა-–------------–--ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, გასხვისდა უძრავი ქონება, რის საფუძველიც იყო სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლების უკანონო ქმედება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ასანაზღაურებლად უნდა იკვეთებოდეს უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი ვ------------------------------–------, კ------------------------) გასხვისებასა და მოპასუხის უკანონო ქმედებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ მტკიცდება, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უშუალო და პირდაპირი საფუძველი აღნიშნული ქონების გასხვისებისათვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ა-–------------–--ას სახელით ჯარიმის თანხა - 30 000 ლარი გადახდილ იქნა 2006 წლის 01 ივნისს, ხოლო უძრავი ქონების გასხვისება მოხდა 2006 წლის 26 ოქტომბერს. ამდენად, სასამართლომ, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა, მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დაკმაყოფილდა.

 

ა-–------------–--ას მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 8000 ლარის დაკისრება, რასაც მოიცავს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ნებისმიერი გაწეული ხარჯი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც გაღებულია სასამართლოს წინაშე დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უფლების აღსადგენად.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნითა და მოპასუხის ქმედების უკანონობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–------------–--ასა და შ---------------–--ას შორის 2018 წლის 2 მარტს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა უკანონო ბრალდებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლო წარმოებაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასურად განისაზღვრა 8000 (რვაათასი) ლარი. დადგენილია, ასევე, ა-–------------–--ამ შ---------------–--ას იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადაუხადა 8000 (რვაათასი) ლარი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 25000-25000 ლარის ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დააზუსტეს, რომ მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2006 წლის 28 ნოემბერს.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

 

კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელების მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, მათ მიმართ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და ამასთან, ისინი მსჯავრდებული იყვნენ, ყოველივე აღნიშნული იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.

 

ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების უკანონო მსჯავრდება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ უკანონო მსჯავრდება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელეები არ იყვნენ ვალდებული, ეთმინათ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა თითოეული მოსარჩელისათვის 12000-12000 ლარია.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, 1005-ე მუხლის მესამე ნაწილზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნულს ადგილი არ ქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ამდენად, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად.

 

თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, სახეზე არ არის პროკურატურის ორგანოს თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2006 წლის რედაქცია) 55-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანხმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 502-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეების მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც 2005 წლის 1 დეკემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩათ - პატიმრობა, ხოლო 2006 წლის 02 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენრალური პროკურატურის პროკურორსა და მოსარჩელეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა-–------------–--ა და ლ-–--–----–----- ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ სასჯელაღსრულების დაწესებულაბაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 5 (ხუთი) წელი, ჩაეთვალათ პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

 

2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „ო--------ს“ წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განაჩენით, დაკმაყოფილდა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ივნისის განაჩენი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტი, მორალური ზიანის სახით 12 000 - 12 000 ლარის დაკისრებას, ასევე დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნევს, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე, მე-18 მუხლზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე მორალური ზიანის მოცულობასთან მიმართებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანად მიაჩნის ის გარემოება, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოს პროკურატურის მხრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 02 ივნისის განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით, რაც საფუძველი გახდა ა. ხ------–--ასა და ლ. წ----–----ას სამართლებრივ უფლებებში აღდგენისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის მიღების.

 

აპელანტის მოსაზრებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკის, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის გათვალისწინებით მორალური ზიანის სახით მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის - თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 12 000 - 12 000 ლარის დაკისრება, არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.

 

აპელანტი არ იზაირებს სასამართლოს დასკვნას მატერიალური ზიანის სახით - 30 000 - 30 000 ლარის ანაზღაურების თაობაზე, მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (როგორც სისხლის სამართლის საქმის განხილვის, ასევე დღეს მოქმედი რედაქციის) მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განამრტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ გახლავთ ის გარემოება, რომ მოსარჩელეებსა და პროკურორს შორის დაიდო საპროცესო შეთანხმება, რომელიც დამტკიცებულ იქნა სასამართლოს განაჩენით. საპროცესო შეთანხმების უზრუნველსაყოფად გადახდილ იქნა ჯარიმა, ჯარიმა შეფარდებულ იქნა როგორც სასჯელი სასამართლო განაჩენით. ჯარიმის თანხა შეტანილია სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე, რომლის შეტანის სამართლებრივი საფუძველი 2006 წლის 01 ივნისისთვის სახეზე იყო, აპელანტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გადახდილი თანხა განთავსებულია სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტურ ანგარიშზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოთხოვნა ვერ იქნება მიმართული საქართველოს პროკურატურისათვის, როგორც მისგან მიყენებული ზიანი, ვინაიდან ზიანის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე სახეზე არაა დელიქტური ვალდებულება, არამედ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კონკრეტული სასჯელი რომელიც განაჩენით განისაზღვრა, რომელსაც კონკრეტული ფულადი ექვივალენტი გააჩნია და განთავსებულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, კონკრეტულ სახაზინო კოდზე, რომელიც არის დეპოზიტური.

 

აპელანტს მიჩნია, რომ ეს საკითხი განხილულ უნდა იქნეს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ან/და ქმედების განხორციელების დავალებიდან გამომდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხის დაბრუნების მოთხოვნით, და არა როგორც პროკურატურის მიერ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

აპელანტი ასევე არ ეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრებული 8000 (რვა) ათასი ანაზღაურებას, როგორც იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ თანხას, შემდეგ მოსაზრებაზე მითითებით:

 

საქმეში წარმოდგენილი შპს „რ-------------ის“ გზავნილის მიღების და გაგზავნის დოკუმენტებით არ დგინდება კონკრეტულად რა მიზნით განხორციელდა თანხის გაგზავნა ან მიღება. არ ირკვევა არის თუ არა ეს დოკუმენტები კავშირში მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან. აპელანტის მოსაზრებით, საქმეში დოკუმენტის წარმოდგენა ადვოკატისათვის კონკრეტული თანხის გზავნილის გაგზავნი ან/და მიღების თაობაზე, ვერ მიიჩნევა კონკრეტულ საქმეზე იურიდიული მომსახურების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან, სახეზე უნდა იყოს კონკრეტული დოკუმენტი, სადაც მკაფიოდ და ცალსახად დადასტურდება რა მიზნით (დანიშნულებით) და რა ოდენობით იქნა ხარჯი გაღებული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტების წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლომ მოსარჩელეებს უარი უთხრა მიუღებელი სარგებლის სახით პროცენტების დარიცხვაზე მაშინ, როდესაც იმავე გამამტყუნებელი განაჩენის და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნებაზე ეგრეთწოდებულ დაზარალებულს ("ს----------–-------------ას") დაეკისრა, როგორც მიღებული თანხის დაბრუნება, ასევე ამ თანხას დაერიცხა პროცენტები, იმავე პროცენტული დათვლებით და იგივენაირად განსაზღვრული მიუღებელი სარგებელის თანხა, რაც წინამდებარე საქმეზე გენერალური პროკურატურის მიმართ არის მოთხოვნილი. საქალაქო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მთავარი პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა, დელიქტს და ზიანის ანაზღაურების შესახებ ზოგადი საფუძვლების გამოყენებით, არ ჩათვალა, რომ მიუღებელი სარგებელის სახით ფულად თანხას უნდა დარიცხვოდა პროცენტი. აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრებით, გენერალური პროკურატურის ქმედების დელიქტად მიჩნევაზე სასამართლოს მოსაზრების შესაბამისად, ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მიმართ დელიქტის ჩამდენი პირის (სახელმწიფო) პასუხისმგებლობა უფრო ნაკლებია (მოცემულ შემთხვევაში უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობა დადგა), ვიდრე იმავე დელიქტის განხორციელების შედეგად, ვითომ დაზარალებულად ცნობილი ს----------–-------------ის შემთხვევაში, რომელსაც დელიქტის ჩადენაში/მის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია (სისხლის სამართლის საქმე არ დაწყებულა რკინიგზის განცხადების საფუძველზე და იგი მხოლოდ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას რომელიც შემდგომში უსაფუძვლო აღმოჩნდა). ასევე სასამართლომ აშკარა მტკიცებულებების არსებობის პირობებში, ა-–------------–--ას ციხეში ყოფნის პერიოდში გამოგზავნილი მინდობილობის საფუძველზე გასხვისებული ქონებიდან მიყენებული ზიანი არ დაუკავშირა დელიქტის შედეგად მიუღებელ სარგებელს. ის ფაქტი, რომ დროში წინ არ უსწრებს ბინის გაყიდვა დელიქტის ჩადენას, არ ნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს. დელიქტის შედეგად ა-–------------–--ა და ლ-–--–----–----- უსაფუძვლოდ აღმოჩნდნენ ციხეში, მათ ასევე მოუწიათ 30 000 - 30 000 ლარის გადახდა და ვითომ დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების თანის გადახდა 34 960 ლარის ოდენობით. ამ თანხების აკუმულირება და გასტუმრება, გარდა ამისა ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს ციხეში გამოკეტვის შედეგად ოჯახების მიერ განცდილი დანაკლისის გადახდა, დაუყოვნებლივ ბინის გაყიდვით შეუძლებელი იყო, უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ვ--------------------- მ--------------------- არ იყო პრივატიზებული, ჩაწერილი იყო მეუღლე და შვილი. მინდობილობა გაცემულია 2006 წლის 14 ივლისს მსჯავრდებული ა-–------------–--ას მიერ შ---------------–--აზე, რომ მას უფლება აქვს მისი სახელით უარი თქვას საკუთრების უფლებაზე საცხოვრებელ ბინაზე, მეუღლე რ------------–---------–-–----–-----ს სასარგებლოდ, რომელიც დადასტურებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენენტის პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის მიერ, სადაც იგი იმყოფებოდა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. (იხ.ვდაპირველი სარჩელი, გვ. 135) შემდეგ კი გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია, რის გამოც გაყიდვა განხორციელდა მოგვიანებით 2006 წლის 24 ოქტომბერს (იხ. თავდაპირველი სარჩელი გვ. 136) აქედან გამომდინარე სამართლებრივად დაუსაბუთებელია უარი 43 000 ლარის მიუღებელ სარგებელის ნაწილშიც. რაც შეეხება მორალურ ზიანს, ამ ნაწილშიც გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან თუნდაც ერთნაირი ოდენობით მორალური ზიანის შეფასება ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მიმართ არასწორია, მაშინ, როდესაც საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა-–------------–--ას შეერყა ჯანმრთელობა ციხეში ყოფნის პერიოდში, რის გამოც იგი გადაყვანილი იქნა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც თითქმის ორი თვე იმყოფებოდა 24.06. 2006 წლიდან 16.08.2006წ. და გადიოდა მკურნალობის კურსს.

 

დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც ა-–------------–--ას უარი ეთქვა კონკრეტული ბინის დაკარგვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა-–------------–--ას განაჩენი დადგა უფრო ადრე ვიდრე ბინის გასხვისება, არ ადასტურებს მიზეზობრივი კავშირს არ არსებობას. პირიქით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ა-–------------–--ა იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში 1 წელზე მეტი ვადით და 5 (ხუთი) წელი პირობითი მსჯავრით, მას მოუწია ჯარიმის თანხის 30 000 ლარის და ასევე რკინიგზისთვის გადახდილი ფულის 34 960 ლარის გადახდა, ამას ემატება ოჯახის შემოსავლის დანაკლისი, რაც შრომისუნარიანი მოქალაქის თავისუფლების აღკვეთას მოყვა. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, აშკარა ხდება, რომ ა-–------------–--ა მძიმე ფინალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავისუფლების აღკვეთის პერიოდში, რამაც განაპირობა ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით (№1/3344-06 საქმეზე) დამტკიცდა ა-–------------–--ასა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ა-–------------–--ა დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა-–------------–--ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.

 

ამავე განაჩენით, დამტკიცდა ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ლ-–--–----–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ლ-–--–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენით (№1/აგ-19-17 საქმეზე) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მიმართ და მათ მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.

 

განაჩენის თანახმად, ა-–------------–--ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენის მიხედვით, ლ-–--–----–----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიყენებული ზიანის კომპენსირების უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციით დაცულ უფლებათა კატეგორიას, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ადგენს: ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისი სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ” ევროპული კონვენცია, რომლის მე- 7 ოქმზე მიერთებით საქართველოს სახელმწიფომ დაადასტურა საკუთარი ნება მოქმედი კანონმდებლობის ან დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, თუმცა შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან პირი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, რამდენადაც ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება განხორციელდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის მოთხოვნათა პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ადგენს პირის უფლებას უკანონო მსჯავრდების/ბრალდების პირობებში დაექვემდებაროს კომპენსირებას.

 

სახელმწიფოს, ასევე სახელმწიფო მოსამსახურის მხრიდან მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაზღვრის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულია კერძო სამართალში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის საფუძვლების გავრცელების შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს: რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს მარეაბილიტირებელი გარემოება დადგენილია კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენით (№1/აგ-19-17 საქმეზე). ასეთ პირობებში თბილისის სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისათვის. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. სწორედ ამიტომ, კანონი სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობის დადგენის წინაპირობას არ ითვალისწინებს და ბრალის მიუხედავად აწესებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

პალატა მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები მართალია ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან, მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის, მიუხედავად სახელმწიფო მოხელეთა ბრალეულობისა. ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროს პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება; მითითებული მუხლით დაცულ სიკეთეს მიეკუთვნება პირის სახელი, პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია და გამოსახულება.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა, პირის პასუხისმგებლობაში მიცემა, ყოველთვის იწვევს ნეგატიურ განცდებს, ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას, სტრესს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე წარმოშობს შესაძლებლობას ხელყოფილი უფლებების რესტიტუციის მიზნით მოთხოვნილი იყოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტ საქართველოს გენერალური პროკურატურისა და აპელანტ ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს პოზიციებს კომპენსაციის ოდენობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მორალური ზიანის მოცულობის განსაზღვრა ხდება გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულების სუბიექტურ დამოკიდებულებას, ობიექტურ გარემოებებს, როგორიცაა დაზარალებულების ცხოვრების პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------------–--ას, ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებებზე, რაც დაადასტურებდა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შეფასების პროცესში სასამართლოს არაგონივრულ და არასამართლიან მიდგომას.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორალური კომპენსაციის ანაზღაურების გზით შეუძლებელია იმ განცდების, ნეგატივის, ტკივილისა და ციხეში გატარებული წლების კომპენსირება, რომელსაც არ გააჩნია ფულადი ექვივალენტური ღირებულება, კომპენაციის მიზანია მხოლოდ ნეგატიური განცდების თუნდაც მცირედით კომპენსირება და მისი განსაზღვრის პროცესში სასამართლო ცდილობს მხედველობაში მიიღოს ინდივიდუალური შემთხვევის როგორც სუბიექტური და ობიექტური მახასიათებლები, ასევე გაითვალისწინოს მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის გონივრულობა.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტთა მითითებებს იმის თაობაზე, რომ 12000 - 12000 დაკისრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია მოსარჩელეთა უფლება სამართლიანი და ღირსეული კომპენსაციის ანაზღაურების უფლებაზე. ამასთან, აპელანტები მოიხმობენ ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებს, თუმცა სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში შედარებისა და დაბალანსების მიზნით გამოყენებული უნდა იქნას ევროსასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია საქართველოსთან მიმართებაში, რამდენადაც კომპენსაციის დაკისრების პროცესში ევროპული სასამართლო საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გარდა მხედველობაში იღებს მოპასუხე ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

 

საქმეში ,,კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ“ აღიარებული იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებული იქნა 4 000 ევრო.

 

,,ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა 600 ევრო. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წლის განმავლობაში. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა.

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების არამართლზომიერების თაობაზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, მოსარჩელეები მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყვნენ საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართათ ადვოკატისთვის. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. ამასთან, ადვოკატის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით ვერ დასტურდება ამ თანხის შემოსავალში ასახვისა და შესაბამისი გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სახეზე არ გახლავთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების მიზნით 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–------------–--ასა და შ---------------–--ას შორის 2018 წლის 2 მარტს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა უკანონო ბრალდებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლო წარმოებაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასურად განისაზღვრა 8000 (რვაათასი) ლარი. დადგენილია, ასევე, ა-–------------–--ამ შ---------------–--ას იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადაუხადა 8000 (რვაათასი) ლარი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში უტყუარად, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება აღნიშნული თანხის გადახდა სწორედ ადვოკატის მომსახურების სანაცვლოდ.

 

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ა-–------------–--ას და ლ-–--–----–-----ს არგუმენტაციას ზიანის სახით 30 000 – 30 000 ლარის დეკისრების თაობაზე და აღნიშნულთან მიმართებით მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №1 საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–---მ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 302003000, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი BNLNGE22) გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - ხ------–------–---------------- საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №--------).

 

2006 წლის პირველი ივნისის კ--------------------------ის №2 საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–---მ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 302003000, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი BNLNGE22), გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - წ----–-------–-–------–-------- საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №--------).

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №13-9---- წერილის თანახმად, ლ------------–---ს მიერ №-------- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ლ-–--–----–-----ს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი და ა-–------------–--ას ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი 2006 წლის პირველ ივნისს შეტანილია ხაზინის ერთიან №200122900 ანგარიშზე 302003000 სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---). ამასთან, აღნიშნულ თანხები ისევ განთავსებულია ხაზინის ერთიან №200122900 ანგარიშზე 302003000 სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---).

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 29 იანვრის №2-15/3-- წერილზე, რომლის თანახმად, სახაზინო კოდზე 302003000, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №136 ბრძანების თანახმად, ირიცხება არასაგადასახადო შემოსულობები, კერძოდ, სხვა დეპოზიტები. ამასთან, 2006 წლის პირველი ივნისისათვის 200122900 ანგარიში წარმოადგენდა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშს“, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვის მიზნით, ხოლო ბანკის კოდი 220101107 წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო კოდს.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის პირველი თებერვლის №18/11548 წერილის თანახმად, კი 302003000 სახაზინო კოდი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდს, რომელზეც ხდებოდა ისეთი თანხების დეპონირება, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან დაუბრუნდეს გადამხდელს. რაც შეეხება 6--- დეპოზიტორის კოდს, იგი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდზე თანხის გადამხდელისათვის მინიჭებულ კოდს, აღნიშნული კოდი გადამხდელს ავტომატურად ენიჭება სისტემის მიერ.

 

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლს, რომლის პირველ ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სასჯელის - ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 30000-30000 ლარი ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში ისე, რომ მისი განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ამასთან, ვინაიდან ა-–------------–--ა და ლ-–--–----–----- უდანაშაულოდ არიან ცნობილები წარდგენილ ბრალდებებში, შესაბამისად, მითითებული თანხები საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ექვემდებარება მოსარჩელეებისათვის დაბრუნებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ აღნიშნული თანხების დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, რადგან უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება, ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ უკანონო მსჯავრდების გამო ჯარიმის თანხა - 30 000 – 30 000 ლარი მოსარჩელეთა მიერ გადახდილია და გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელეებისათვის უკანონო მსჯავრდების გამო 30 000 – 30 000 ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზარებს მხარის არგუმენტირებას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, უსაფუძვლო გამდიდრების მოტივით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მიუღებელ შემოსავალზე პროცენტის დარიცხვის თაოაბაზე და აღნიშნულთან მიმართებით მხარის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხისათვის სამოქალაქო კოლეგიის მიერ ანაზღაურების დაკისრების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სს „ს----------–-------------ის“ ანგარიშზე ვალდებულების გარეშე შეიტანა თანხა და შესაბამისად მისი მოთხოვნა შესრულებულის უკან დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია, კერძოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის გადაცემის ფაქტი, ვალდებულებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და შესაბამისად, მიღებული შესრულება დაექვემდებარა დაბრუნებას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მხარის მიერ მოხმობილი გარემოებისგან განსხვავებით, როდესაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დადგენილ იქნა ვალდებულების გარეშე თანხის ანგარიშზე განთავსება, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელთა მხრიდან გირაოს თანხების - 30000 – 30000 ლარის განთავსების საფუძველს წარმოადგენდა გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სახეზე არაა უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმებისა და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზარებს სააპელაციო საჩივარში ვ---------ის ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოხმობილ არგუმენტაციას და აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სრულად ანაზღაურებას ექვემდებარება მხარისთვის მიყენებული ის მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად უნდა იკვეთებოდეს უძრავი ქონების გასხვისებასა და მოპასუხის უკანონო ქმედებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ მტკიცდება, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უშუალო და პირდაპირი საფუძველი აღნიშნული ქონების გასხვისებისათვის. შესაბამისად, მითითებული ნორმების გათვალისწინებით, საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასაბუთებულობის ვალდებულების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნა ვ---------ის ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით მატერიალური ზიანის ნაწილში მოსარჩელეთა მიერ დასაბუთებული ვერ იქნა, რაც სასამართლოს ართმევს ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამავე დროს, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას აპელანტების წარმომადგენელი გარკვეულწილად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარებში წარმოდგენილი მოსაზრებები ვერ ასაბუთებენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობას, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტები ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის დანაწესის საფუძველზე, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ა-–------------–--ასა და ლ-–--–----–-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნანა დარასელია