განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119003322268
საქმე №1ბ/196-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – ვ----–- ჩ-----ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ყ-----–-------------------–--–-----------------–-----–----------------–-------------------–-.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ----–- ჩ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრებულის მიერ ჩადენილი დანაშულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ვერ იქნება მსჯავრდებულის მიმართ შემაკავებელი და ვერ უზრუნვეყოფს საქართველოს სსს-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ - ადოკატმა ლ----–---------ა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ვ----–- ჩ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისი მო------------------------------–---–-------------–-, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ----–- ჩ-----ემ მის ყოფილ მეუღლეს ი------------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა ი------------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ----–- ჩ-----ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ----–- ჩ-----ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი------------ის, მოწმეების: ლ----------------------------, ვ-–----------------ის, რ---------------ის გამოკითხვის ოქმების, 2019 წლის 12 ნოემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმის, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ----–- ჩ-----ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
ვ----–- ჩ-----ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 12-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, ვ----–- ჩ-----ეს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა.
პალატა განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით ვ----–- ჩ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 21 ნოემბრის N-------- ცნობით დასტურდება, რომ ვ----–- ჩ-----ეს გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2019 წლის 19 აპრილს. მოცემულ საქმეზე კი ი------------ის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ჩაიდინა 2019 წლის 11 ნოემბერს, ანუ წინა განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 11 ნოემბერს ვ----–- ჩ-----ე იყო ნასამართლობის არმქონე, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ----–- ჩ-----ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ვ----–- ჩ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაითვალოს პირობითად.
პალატა თვლის, რომ გაზიარებული არ უნდა იქნეს აპელანტის პოზიცია ვ----–- ჩ-----ის მიმართ სასჯელის ზომის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ზომის მაქსიმუმი - სამი წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობითად), რისი გათვალისწინებითაც მისი დამძიმების მოთხოვნა მოკლებულია საკანონმდებლო საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ----–- ჩ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ----–- ჩ-----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ----–- ჩ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია.
ვ----–- ჩ-----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 12 ნოემბრიდან - 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე