განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003171284
№1ბ/2018-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ანი ჩუბინაშვილი
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ზ------ მ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------–-----------------------------------------–----------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 17 ივლისის და 2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდები), ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და წარდგენილი ბრალდების ფარგლებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, 2019 წლის 17 ივლისის ოჯახური ძალადობის და 2019 წლის 18 ივლისის ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ეპიზოდში და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. მართალია, დაზარალებულმა მ------ ქ-------ემ არ მისცა ჩვენება სასამართლოს, თუმცა საქმეში მოიპოვება მოწმეების - ხ----- ჯ------–-–---–ის და რ----- მ-----–---–ის ჩვენებები, მ------ ქ-------ის განცხადება, სადაც მოყვანილია 2019 წლის 17-18 ივლისს განხორციელებული ძალადობის თაობაზე ინფორმაცია. ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ პირადი შემოწმებისას დაზარალებულმა განაცხდა, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდეგ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას, რაც უბიძგებს მათ მოძალადისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალებისაკენ და გამოსავალს მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაჭერაში ხედავენ, რამაც განაპირობა დაზარალებულის ჩვენებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს, საქმეში არსებული ირიბი მტკიცებულებების პირდაპირის თანაბარმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს. ზ------ მ-----–---–ის მიერ 2019 წლის 17-18 ივლისს ჩადენილი ქმედებები წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და რასაც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება უნდა მოყვეს, რომ არ იქნეს წახალისებული დამნაშავე და მოხდეს დანაშაულის პრევენცია. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ზ------ მ-----–---–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ყველა ქმედება. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი გამამართლებელ ნაწილში და ზ------ მ-----–---–ი ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ჩუბინაშვილმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, ზ------ მ-----–---–ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გაუქმება გამამართლებელ ნაწილში და ზ------ მ-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებშიც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა ზ------ მ-----–---–მა მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა სასჯელის შემცირება ან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
ზ------ მ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი).
ზ------ მ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი).
ზ------ მ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ---–--–------------------------–------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ------ მ-----–---–ი გაღიზიანდა და მეუღლეს მ------ ქ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ფეხი ზურგის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი
2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ---–--–------------------------–------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ------ მ-----–---–მა მეუღლეს მ------ ქ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, ასევე მოუჭირა ხელი სახეზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, შეეკრა სუნთქვა. ზ------ მ-----–---–ის მუქარა მ------ ქ-------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ------ მ-----–---–ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ზ------ მ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ---–--–------------------------–-----------------------------------------–---------------------------ში ურთიერთშელაპარაკების დროს ზ------ მ-----–---–მა მეუღლეს მ------ ქ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში. რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
ზ------ მ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151 ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ------ მ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ------ მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 ივლისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
ზ------ მ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------ ქ-------ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე:
დაზარალებულმა მ------ ქ-------ემ 2019 წლის 18 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილებას. განცხადებაში მ------ ქ-------ე აღნიშნავს, რომ 2019 წლის 17 ივლისს და 2019 წლის 18 ივლისს მეუღლემ ზ------ მ-----–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, 2019 წლის 18 ივლისს ზ------ მ-----–---–მა მეუღლეს, მ------ ქ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე ხ----- ჯ------–-–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 ივლისს, დილის საათებში იმყოფებოდა ზ------ მ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში ქ. თ---–--–------------------------–-----------------------------------------–---------------------------ში. სახლში ასევე იმყოფებოდა ზ------ მ-----–---–ი და მისი მამა - რ----- მ-----–---–ი. დაახლოებით 13:00 საათზე, მათთან მივიდა ზ------ მ-----–---–ის მეუღლე მ------ ქ-------ე. მ------ი განუწყვეტლივ აკაკუნებდა და აბრახუნებდა კარებზე. ზ------მა ხ-----ს ურჩია, რომ შესულიყო საძინებელ ოთახში და არ ჩარეულიყო მათ საქმეში. ის შევიდა საძინებელში, რა დროსაც ზ------მა მ------ს გაუღო კარები. მან საძინებელი ოთახის ცოტათი გამოღებული კარებიდან დაინახა, ზ------ მ-----–---–მა ხელი მოუქნია მ------ს, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა სახეში. ამ დროს მათთან მივიდა რ----- მ-----–---–ი და ჩადგა შუაში.
მოწმე რ----- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ზ------ მ-----–---–ი არის მისი შვილი და მეუღლესთან ლარისა მ-----–---–თან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თ---–--–------------------------–-----------------------------------------–---------------------------ში. ზ------ მ-----–---–ი ორი წლის წინ დაქორწინდა მ------ ქ-------ეზე. მ------ ქ-------ე მეუღლის პატიმრობაში ყოფნის დროს ხშირად მიდიოდა სახლში გვიან ღამით, ზოგჯერ გამთენიისას. ამ ამბის გამო ზ------მა გადაწვიტა მ------თან დაშორება. 2019 წლის 18 ივლისს, იმყოფებოდა სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მისი შვილი და ხ----- ჯ------–-–---–ი. დაახლოებით 12:00 საათზე მათთან მივიდა მ------ ქ-------ე. მ------ის მისვლის შემდეგ ხ----- შევიდა საძინებელ ოთახში. მ------ის სახლში შესვლის შემდეგ ამ უკანასკნელს და მის შვილს შორის მოხდა შეკამათება, რა დროსაც ზ-----მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მ------ს და ხელი დაარტყა სახის არეში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ზ------ მ-----–---–ი მ------ ქ-------ეს არ დამუქრებია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად 18.07.2019 წელს მოქალაქე მ------ ქ-------ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წინამხრის, მარჯვენა მხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების და ზედა ტუჩის მიდამოში მარცხნივ ნაჭდევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, სისხლნაჟღენთების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაჭდევი ხანდაზმულობით დაახლოებით 4-5 დღისაა.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 18 ივლისს შუადღის საათებში, მეუღლემ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახეში დაარტყა ხელი რამდენჯერმე რის გამოც კედელს მიეჯახა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზ------ მ-----–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van დე Hurk v. The Noterlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატა), №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (დიდი პალატა), №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ზ------ მ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, პირის დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ 2019 წლის 17 ივლისს ზ------ მ-----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მხოლოდ დაზარალებულის განცხადება, ხოლო მუქარის ნაწილში მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ოქმი, სადაც დაზარალებული აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 ივლისს ზ------ მ-----–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, სხვა რაიმე მტკიცებულება მათ შორის ირიბი (რომელზეც აპელანტი მიუთითებს სააპელაციო საჩივარში როგორც პირდაპირის თანაბარზომიერზე), აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებაში სასამართლოს არ წარდგენია. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია, რომ ზ------ მ-----–---–ი 2019 წლის 18 ივლისს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულს, არ დასტურდება ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებით - მოწმე რ----- მ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით.
პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ისტანციის სასამართლოს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდება, უტყუარადაა დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. კერძოდ, თვითმხილველი მოწმეები ხ----- ჯ------–-–---–ი და რ----- მ-----–---–ი ადასტურებენ, რომ ზ------ მ-----–---–მა 2019 წლის 18 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს მ------ ქ-------ეს. მათი ჩვენებები დამაჯერებელია, არ არსებობს მათ უტყუარობასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის წინაპირობა, ვინაიდან მოწმეები არიან მსჯავრდებულის მამა და მეგობარი, მხარეები შეთანხმდნენ მათ მიერ გადმოცემულ ფაქტებზე და მათ მიერ მიცემული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია, შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებულ ინფორმაციასთან და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანების ლოკალიზაცია, ტიპი, დაზიანებათა ხარისხი და მისი განვითარების მექანიზმი, მოწმეთა განმარტებებთან ერთად შესაძლებლობას იძლევა, ობიექტურად არსებული კრიტერიუმით დადგენილად იქნეს მიჩნეული - დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია შეუთანხმებელ და არადამაჯერებელ ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ------ მ-----–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ------ მ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსული ნასამართლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ზ------ მ-----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ზ------ მ-----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით ზ------ მ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 ივლისის წერილის თანახმად, მსჯავრდებულ ზ------ მ-----–---–ს გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2022 წლის 20 ივნისს.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის რეცედივი, პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძვლები, სასჯელის დანიშვნის წესი განაჩენთა ერთობლიობისას და მსჯავრდებულ ზ------ მ-----–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, არ არსებობს დანიშნული სასჯელის შემცირების ან დამძიმების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ზ------ მ-----–---–ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. შესაბამისად, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანი ჩუბინაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანი ჩუბინაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ნოემბრის განაჩენი ზ------ მ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ზ------ მ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ მ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ მ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ზ------ მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს, ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 18 ივლისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე