განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.12.2019
საქმის ნომერი
040311719003082298
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 040311719003082298

საქმე N3/ბ-482-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ნანა კალანდაძე, ხათუნა ხომერიკი

 

კერძო საჩივრის ავტორები: ბ------------------------------ები, რ------–--------–---ი, ჯ---–------------ი (მესამე პირი)

წარმომადგენელი – ჯ---–------------ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები: თ-------------------–----------–-----------------------–---ები

 

მესამე პირები: ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის, 07 ოქტომბრის და 15 ოქტომბრის განჩინებები

 

1. საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და კერძო საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:

 

1.1. 2019 წლის 22 აპრილს, ცაგერის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა თ-----------------------–---ებმა (წარმომადგენლები ი--–---------ე და ხ-----------–---ი) რომლითაც ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს (იხ.ტომი 3, ს.ფ. 67-69).

 

1.2. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით აღნიშნული განცხადება მოსამართლის მიერ აცილებული იქნა (იხ.ტომი 3, ს.ფ.84-85). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით საქმე (განცხადება) N209-2019 განსახილველად გადაეგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს (იხ.ტომი 3, ს.ფ.8-).

 

1.3. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე N3/5-19 ხ-----------–---ის, ვ--–-------------–---ის და ელ-------------–---ის განცხადების გამო ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის N2/40 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და ადმინისტრაციული საქმე N547-19, თ-------------–---ისა და კ-----------–---ის განცხადების გამო ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა N3/5-19 (იხ.ტომი 3, ს.ფ. 101-103).

 

1.4. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ხ-----------–---ის, ვ--–-------------–---ის, ელ-------------–---ის, თ-------------–---ისა და კ-----------–---ის განცხადება და საქმის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 20 ივნისს 14:00 საათზე.

 

1.5. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით, ბ------, ბ-----, გ-------------ის და რ------–--------–---ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული საქმე N3/5-19 განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ცაგერის რაიონულ სასამართლოს (იხ.ტომი 3, ს.ფ.261-264).

 

1.6. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 0- აგვისტოს განჩინებებით აღნიშნულ საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ასევე ჯ---–------------ი (იხ.ტომი 4, ს.ფ. 39-48).

 

განმცხადებლები ხ----, ვ--–------ და ელ-------------–---ები, ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის N2/40 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით. მათივე განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მათ ინტერესს და არ იყვნენ მიწვეული საქმის განხილვაზე. განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ ლენტეხის რაიონის გამგეობის 1996 წლის 25 ივლისის N-- გადაწყვეტილებით, სოფელ მ--–---- სათიბი ,,ზ--------------–-” მიეკუთვნათ საყდრისის მცხოვრებ გ---------სა და ო. ბ------–---ს, რაც გასაჩივრდა მ--–---- მცხოვრებთა, მათ შორის მათ მიერაც. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის რაიონის გამგეობის ეს გადაწყვეტილება და ჩ---–----ის თემის საკრებულოს N- გადაწყვეტილება, შესაბამისად გაუქმდა საჯარო რეესტრში მათ საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერებიც.

 

ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით, სათიბი ,,ზ--------------–-“ გადაეცა სოფელ მ--–---- მცხოვრებლებს (ლენტეხის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის 200- წლის 17 თებერვლის N-- ცნობა), მათ შორის განმცხადებლებს (იხ.ტომი 1, ს.ფ. 66).

 

განმცხადებელთა განმარტებით სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ სადავო სათიბი მათ საკუთრებაში იყო გადაცემული, მაგრამ ისე განიხილა დავა და გადაწყვიტა მათი ქონებრივი უფლებები, არ ყოფილან მიწვეული საქმის განხილვაში. უფრო მეტიც, სასამართლოს არა მარტო ისინი, არამედ სოფელ მ--–---- არც ერთი მცხოვრები არ ჩაურთავს აღნიშნულ დავაში, ისე გაუქმდა ყველას საკუთრების უფლება. სოფელ მ--–---- არც ერთ მცხოვრებს და არც მათ არ მიეცათ სასამართლო სხდომებში მონაწილეობისა და მათი ინტერესის დაცვის შესაძლებლობა. მიღებულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ უშუალოდ ხელყო მათი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, რის გამოც მოითხოვენ სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას. მიუთითებენ, რომ დაცული აქვთ განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა, რადგან მათთვის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 10 ივლისს, რის შემდეგაც წერილობითი განცხადებით დაუყონებლივ მიმართეს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით (იხ.ტომი 2, ს.ფ.2-4).

 

განმცხადებლები: თ-----------------------–---ები განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ ლენტეხის რაიონულმა სასამართლომ 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით გააუქმა ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილება, ასევე ამ დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში, სოფელ მ--–---- მცხოვრებლებზე, მათ შორის დ---------------------–---ებზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები და ქონება, სათიბი ,,ზ--------------–-“, საკუთრებაში გადასცა მოპასუხეებს: რ------–--------–---ს, ბ------ გ-------ს, გ------ი გ-------ს, ი---- გ-------ს და გ-------------ს.

 

განმცხადებელთა განმარტებით, ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალოდ ეხება დ---------------------–---ების ინტერესებს, რადგან გაუქმებული ლენტეხის რაიონის ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით, სათიბი ,,ზ--------------–-“ გადაეცა სოფელ მ--–---- მცხოვრებლებს და განაწილდა 13 კომლზე, მათ შორის დ-----------–---ზე, რომლის მემკვიდრეა მისი შვილი - თ-------------–---ი და ს-----------–---ზე, რომლის მემკვიდრეა მისი შვილიშვილი - კ-----------–---ი (ს-----------–---ის შვილი გარდაცვლილია). მითითებული დადგენილების შესაბამისად, 2002 წლის 20 დეკემბერს, მ--–---- 13 კომლზე, მათ შორის დ---------------------–---ებზე გაიცა იმჟამად დადგენილი ფორმის საკუთრების მოწმობები, რაც შემდგომში, კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ლენტეხის რაიონულმა სასამართლომ ისე განიხილა საქმე, არ მიიწვია სოფელ მ--–---- არცერთი მცხოვრები იმ 13 კომლიდან, რომელთა უშუალო ინტერესებსაც პირდაპირ შეეხებოდა ეს გადაწყვეტილება, რითაც მათ მიადგათ ზიანი. განსახილველ საქმეში არ არის არც ერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სოფელ მ--–---- 13 კომლიდან რომელიმე, მათ შორის დ---------------------–---ები, მიწვეული იყო საქმის განხილვაზე ან მათ შემდგომში ეცნობათ ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების შესახებ.

 

სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, ,,ზ--------------–ზე“ სარეგისტრაციო ჩანაწერების გაუქმების შესახებ თემურ, ხ----, ვ--–------, ე-–-----ა და კ-----------–---ებმა გაიგეს შემთხვევით, რის შემდეგ მიმართეს სასამართლოს და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვეს ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება (იხ.ტომი 3, ს.ფ.2-4, 67-69).

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა (იხ.ტომი 3, ს.ფ. 210-215).

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარემ - რ------–--------–---მა, ბ------ გ-------მა, გ------ი გ-------მა, გ-------------მა და ი---- გ-------მა წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში მიუთითეს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გასული იყო 13 წელი, რომელიც თავის მხრივ დაეფუძნა უტყუარ მტკიცებულებას, 1913 წლის ნასყიდობის აქტს და გადაწყვეტილებაში აღწერილია კერძო საკუთრების რეგისტრაციის დაწყების პერიოდიდან, 1992 წლიდან აღნიშნულ მიწაზე დავის წარმოების ქრონოლოგია 200- წლამდე. მარეგისტრირებელი ორგანოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, კანონმდებლობის სრული დაცვით, 13 წელიწადია რეგისტრირებულია გ---------ისა და ბ------–---ების საკუთრების უფლება 5 პირზე. ამასთან გ------ი გ-------ისა და ი---- გ-------ის მემკვიდრეებს-შვილებს, მემკვიდრეობის უფლებით გადაცემული აქვთ მშობლების ქონება (2X5. 400 კვ.მ. ოდენობით). მიიჩნევენ, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, არ იყო სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული (იხ.ტომი 2, ს.ფ.34-49).

 

2.2. თემურ, ხ----, ვ--–------, ე-–-----ა და კ-----------–---ების წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს განცხადებას და ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის N2/40 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა მათი მარწმუნებლების ინტერესებს და ისინი არ იყვნენ მიწვეული საქმის განხილვაზე. ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის N2/40 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილება. მოსარჩელეებს: გ-------------ს, გ------ი გ-------ს, ი---- გ-------ს, ბ------ გ-------ს და რ------–--------–---ს საკუთრების უფლებით გადაეცათ სათიბი ,,ზ--------------–-“. სადავო გადაწყვეტილებით შეილახა განმცხადებლების-ხ-----------–---ის, ელ-------------–---ის, ვ--–-------------–---ის, თ-------------–---ის და კ-----------–---ის, როგორც დაინტერესებული პირების უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები. მათივე განმარტებით 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით სათიბი ,,ზ--------------–-’’ გადაეცათ სოფელ მ--–---- მცხოვრებლებს, მათ შორის განმცხადებლებს. მიიჩნევენ, რომ ისინი აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მიწვეული საქმის განხილვისას, ვინაიდან სადაო გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებოდა მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.

 

2.3. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა და მესამე პირმა ჯ---–------------მა განმცხადებელთა მოთხოვნა არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლებს დარღვეული ჰქონდათ სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ვადა, არ იყო გარკვეული როდის და რა გზით მიიღეს სასამართლოს გადაწყვეტილება, არ წარმოადგენდნენ იდენტიფიცირებულ პირებს, რომელთაც ჰქონდათ უფლებამოსილება განცხადების შეტანასთან დაკავშირებით, მათი ქმედება იწვევდა დავის უსასრულოდ გაჭიანურებას. ანალოგიური საფუძვლით მიმართეს წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლოა კვლავ გამოჩენილიყვნენ დაინტერესებული პირები ანალოგიური პრეტენზიით. მიუთითეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „თ-----------–---–ი, ნ---------–---–ი და ი----------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუქცევადობის პრეზუმფციაზე, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული უფლებრივი კომპონენტზე და განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ უფლების დარღვევაზე მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებაში.

 

2.4. მესამე პირის - ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელმა სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არც ერთი მხარის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ.

 

3. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

 

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ხ-----------–---ის, ვ--–-------------–---ის, ელ-------------–---ის, თ-------------–---ის და კ-----------–---ის განცხადება ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის N2/40 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის N2/40 გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 200- წლის 17 თებერვალს გაცემული N-- ცნობით, სათიბი ,,ზ--------------–-’’ ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილების N3 ოქმის საფუძველზე განაწილდა ლენტეხის რაიონის სოფელ მ--–---- შემდეგ 13 კომლზე: ა-------------–---ი, დ--------------–---ი, ჭ-----------–---ი, თ---------------–---ი, ელ-------------–---ი, ვ--–-------------–---ი, გ---------–---ი, ს-----------–---ი, დ-----------–---ი, ბ-------–--------ი, ლ--–-------–---–ავა, თ------------–---ი და რ------------–---ი, თითოეულზე 0.21-0.27 ჰა-ს ოდენობით (ტომი 1, ს.ფ.123; იხ.ტომი 3, ს.ფ.70);

 

3.1.2. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტემენტის მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებით, 0-.02.2003 წელს ლენტეხის რაიონის სოფელ მუწდიში მცხოვრებ ა------------–---ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სათიბი ,,ზ--------------–ში“, სარეგისტრაციო ზონა - ლენტეხი, კოდი-8-, სექტორი - სოფელი ჩ---–----ი, კოდი-0-, კვარტალი - N0-, ნაკვეთის N-55, ფართობი - 0.216 ჰა.(ტომი 2, ს.ფ.26);

 

3.1.3. 2003 წლის 0- თებერვალს, ლენტეხის რაიონის სოფელ მუწდიში მცხოვრებ ვ--–-------------–---ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სათიბი ,,ზ--------------–ში“, სარეგისტრაციო ზონა - ლენტეხი, კოდი-8-, სექტორი - სოფელი ჩ---–----ი, კოდი-0-, კვარტალი - N0-, ნაკვეთის N 659, ფართობი - 0.210 ჰა.(ტომი 2, ს.ფ.27);

 

3.1.4. 2003 წლის 0- თებერვალს, ლენტეხის რაიონის სოფელ მუწდიში მცხოვრებ ელ-------------–---ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სათიბი ,,ზ--------------–ში“, სარეგისტრაციო ზონა - ლენტეხი, კოდი-8-, სექტორი - სოფელი ჩ---–----ი, კოდი-0-, კვარტალი - N0-, ნაკვეთის N 663, ფართობი - 0.213 ჰა.(ტომი 2, ს.ფ.28);

 

3.1.5. ამ გარემოებების გათვალიწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ სათიბი ,,ზ--------------–-“ განაწილდა კომლებზე, რომლის წევრებსაც წარმოადგენენ განმცხადებლები და არა ინდივიდებზე, შესაბამისად, საკითხის დასმა, რომ ისინი არ იყვნენ არაუფლებამოსილი პირები წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით იყო არამართებულია, ამასთან სასამართლომ გამორიცხა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება განმცხადებელ პირთა არაიდენტიფიცირების შესახებ, რადგან მრავალწლიანი დავის მიუხედავად, ეს საკითხი, თვით მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუხდია სადავოდ და მხოლოდ განცხადება, რომ სვანეთის სინამდვილეში ერთი და იგივე გვარისა და სახელის მატარებელი ბევრი პიროვნებაა, ვერ ჩაითვლებოდა განმცხადებელთა ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძვლად, რამეთუ რაიმე სხვა მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია. ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა შემდეგი:

 

3.1.6. საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 6 ივლისის NK---------------8 N13/92847 საარქივო ცნობით, ვ--–-------------–---ი იყო იმ კომლის უფროსი, რომელზეც გაცემული იყო საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია გაუქმდა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (ტომი 2, ს.ფ27, იხ.ტომი 2, ს.ფ.121, იხ.ტომი 3, ს.ფ.148-149).

 

3.1.7. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 31 ივლისის K---------------- N13------- ცნობითა და სამკვიდრო მოწმობით, ა------------–---ი არის იმ კომლის უფროსი, რომელზეც გაცემული იყო საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია გაუქმდა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით. ხ-----------–---ი არის ა------------–---ის შვილი და მისივე კომლის წევრი, ასევე მემკვიდრე (ტომი 2. ს.ფ.26, იხ.ტომი 2, ს.ფ.120, ტომი 3, ს.ფ.150-151, ტომი 4, ს.ფ.35-37);

 

3.1.8. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2018 წლის 06 ივლისის K---------------- N13------ საარქივო ცნობით, ე-–-----ა ხ-----–---ი არის იმ კომლის უფროსი, რომელზეც გაცემული იყო საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია გაუქმდა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (ტომი 2, ს.ფ.28; ტომი 2, ს.ფ.122; ტომი 3, ს.ფ.152).

 

3.1.9. საქართველოს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 17 მაისის NA------------04 საარქივო ცნობით, ს-----------–---ი არის იმ კომლის უფროსი, რომელზეც გაცემული იყო საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია გაუქმდა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (ტომი 3, ს.ფ.153);

 

3.1.10. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩ---–----ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ, 2019 წლის 25 აპრილს გაცემული N-- ცნობით, კ-----------–---ი ცხოვრობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, არის ს-----------–---ის შვილიშვილი, ფლობს, უვლის და პატრონობს მის საკუთრებაში არსებულ სახლს და მიწის ნაკვეთებს (ტომი 3, ს.ფ.155);

 

3.1.11. ცაგერის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2019 წლის 16 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობით, კ-----------–---ის ბებია ს-----------–---ი, გარდაიცვალა 200- წლის 30 სექტემბერს, ლენტეხის სარ სამსახურის მიერ გაცემული დაბადების ნკ N1----4 მოწმობით, განმცხადებელი კ-----------–---ი არის რ------------–---ის შვილი. რ------------–---ი კი იყო ს-----------–---ის შვილი (ტომი 3, ს.ფ. 161, 163);

 

3.1.12. ქუთაისის ცენტრალური არქივის 2019 წლის 17 მაისის A-------------4 საარქივო ცნობით, დ-----------–---ი იყო კომლის უფროსი. თ-------------–---ი არის დ------------–---ის შვილი, რომელზეც გაცემული იყო საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია გაუქმდა ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩ---–----ის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ, 2019 წლის 25 აპრილს გაცემული N-- ცნობით დგინდება, რომ თ--------------–---ი არის დ-----------–---ის შვილი და მემკვიდრე, ფლობს, უვლის და პატრონობს მის საკუთრებაში არსებულ სახლს და საარსებო მიწის ნაკვეთებს (ტომი 3, ს.ფ.154, 156).

 

3.1.13. საჯარო რეესტრის ამონაწერით, მომზადებული 2012 წლის 27 სექტემბერს, ლენტეხის სოფელი მუწდი ,,ზ--------------–-’’ ს/კ. 8-.0-.0-.673 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაუზუსტებელი ფართით-5400 კვ.მ. მესაკუთრეა გ----- გ-------ი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ლენტეხის რაიონული სასამართლოს 20.07.200- წლის გადაწყვეტილება N2/40 (ტომი 2,ს.ფ.123);

 

3.1.14. საჯარო რეესტრიდან 200- წლის 17 სექტემბერს მომზადებული ამონაწერებით, ლენტეხის სოფელი მუწდი ,,ზ--------------–-’’ - ს/კ. 8-.0-.0-.670, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართით-5400 კვ.მ. მესაკუთრეა გ------ი გ-------ი. ს/კ.8-.0-.0-.672 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართით-5400 კვ.მ. მესაკუთრეა ი---- გ-------ი. ს/კ.8-.0-.0-.671 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართით-5400 კვ.მ. მესაკუთრეა ბ------ გ-------ი. ს/კ.8-.0-.0-.669, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, დაუზუსტებელი ფართით-5400 კვ.მ. მესაკუთრეა რ------–--------–---ი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ლენტეხის რაიონული სასამართლოს 20.07.200- წლის გადაწყვეტილება N2/40 (ტომი 1,ს.ფ.133-136).

 

3.2. სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1. სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულობის ვადები ვრცელდება მოთხოვნებზე, რომელთა განხორციელებაც დროში იზღუდება და გარკვეულ ჩარჩოში ექცევა. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით ცალკეული პირი უფლებამოსილია, კონკრეტულ ნივთზე მოიპოვოს საკუთრების უფლება სათანადო გარიგებითა თუ კანონის საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნა, დადგენილია, რომ განცხადების მიხედვით განმცხადებელთა მოთხოვნის მიზანს მიღებულ და სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების აღდგენის ინტერესი, ანუ ამ ქონების მესაკუთრის უფლებებში აღდგენა წარმოადგენს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლების სახეა, რომელიც დროში არ იზღუდება და ამ უფლების განხორცილება უფლებამოსილი პირის აბსოლუტური ძალაუფლების სფეროს განეკუთვნება, ხოლო მისი დაცვა უზრუნველყოფილია ნებისმიერი შესაძლო ხელყოფისაგან. შესაბამისად თუ ჩაითვლება, რომ განმცხადებელი სადავო ქონების მესაკუთრეა, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე უფლების დაცვა. შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მოთხოვნაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლები სადავო ქონებას მიიჩნევდნენ საკუთრებად, რომლის გაუქმება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მათი ინფორმირების გარეშე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ხ----, ვ--–------, ე-–-----ა, კ---- და თ-------------–---ებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით სათიბი ,,ზ--------------–-’’ გადაეცა სოფ. მ--–---- მცხოვრებლებთ, მათ შორის განმცხადებლებსაც. ლენტეხის რაიონულმა სასამართლომ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ სადავო სათიბი საკუთრებაში იყო გადაცემული სოფელ მ--–---- მცხოვრებლებზე, რომელთა შორის განმცხადებლებიც იყვნენ, ისე განიხილა დავა, რომ არც ისინი (განმცხადებლები) და არც სოფელ მ--–---- არც ერთი მცხოვრები არ ჩაურთავს აღნიშნულ დავაში, ისე გაუუქმა მათი საკუთრების უფლება. ამდენად, სოფ. მ--–---- მცხოვრებლებს და არც მათ (განმცხადებლებს) არ მიეცათ სასამართლო სხდომებში მონაწილეობისა და თავიანთი ინტერესების დაცვის შესაძლებლობა და გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც განმცხადებლები ითხოვენ, უშუალოდ ხელყოფს მათ უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ ,,თავისი’’ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში დავის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი უფლების მქონე პირი, ამასთან ყოველი ადამიანისთვის გარანტირებულია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. ასევე გარანტირებულია დაცვის უფლება. სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლები კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

 

3.2.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

 

3.2.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებაზე (საქმე №ბს-143-136(კს-13)), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განასხვავებს მესამე პირთა ორ კატეგორიას - მარტივ და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტრესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირთა მარტივი მოწვევა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სავალდებულო მოწვევა - სასამართლოს ვალდებულებას“.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლები წარმოადგენდნენ სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს და არსებობდა ლენტეხის რაიონულ სასამართლოში გ----, ბ------ და ი---- გ---------ის და რ------–--------–---ის სარჩელზე, ჩ---–----ის თემის საკრებულოს გამგებლის მიმართ ,,ჩ---–----ის თემის საკრებულოს მიერ 2002 წლის 25 ნოემბრის N3 ოქმის გაუქმებისა და ,,ზ--------------–-ს“ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გ---------ზე გადაცემის შესახებ“ საქმის განხილვის დროს განმცხადებელთა მესამე პირად მოწვევის საფუძვლები, რადგან მათ გააჩნდათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობები სადავოდ გახდილ უძრავ ქონებაზე და ისე გაუქმდა სასამართლოს მიერ მათი ეს უფლება, რომ არც კი იყვნენ ინფორმირებული მიმდინარე დავაზე.

 

3.2.4. სასამართლოს მსჯელობით, ცალმხრივად არ უნდა იქნას გაგებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ,,თ-----------–---–ი, ნ---------–---–ი და ი----------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’, როცა მხარე აპელირებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუქცევადობის პრეზუმფციაზე სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული უფლებრივი კომპონენტთან მიმართებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ყურადღების მიღმა ვერ დარჩება სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგების ცნობასა და აღსრულებასთან ერთად სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება, რომელიც ასევე იცავს, ახლადაღმოჩენილი გარემოებების გამო, მისი გადახედვის შესაძლებლობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით - „ზოგადად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შესაბამისი საფუძვლების, პირობების არსებობისას, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ინსტიტუტი უდავოდ ემსახურება სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის ლეგიტიმურ მიზანს, რაც, საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებების სრულყოფილ რეალიზაციას და ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით იყოს შექმნილი ამ ინსტიტუტის ეფექტურად გამოყენებისთვის ადეკვატური და საკმარისი გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „თ-----------–---–ი, ნ---------–---–ი და ი----------–---–ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

3.2.5. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა და კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ იყო პირი, რომლის კანონიერ უფლებებსა და გარანტირებულ ინტერესებზეც აღნიშნული გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენდა. მაშასადამე, თუ სასამართლო ობიექტურად ვერ გამოავლენს სათანადო მხარეებს ან საქმეში ვერ ჩაერთვება დაინტერესებული მესამე პირი, მათ კანონმდებელი აძლევს დამატებით შესაძლებლობას, დაიცვან საკუთარი უფლებები მათი მონაწილეობის გარეშე და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის გზით, რა გზასაც მიმართეს საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებმა, რომელთა საკუთრების უფლება გაუქმდა და აღირიცხა ახალ მესაკუთრეებზე ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის N2/40 გადაწყვეტილების საფუძველზე განმცხადებელთა ინფორმირებულობის გარეშე, რაც მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უდავო საფუძველია.

 

4. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება კანონით დადგენილ ვადაში კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ბ------, გ---- და ბ----- გ---------მა, რ------–--------–---მა და ჯ---–------------მა, რომლითაც ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №3/15-19 განჩინების სრულად გაუქმება/უკანონოდ ცნობა; ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის №3/15-19 განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება; ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის N3/15-19 განჩინების სრულად გაუქმება მოითხოვეს, ამასთან კერძო საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ;

 

4.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნა ეფუძნება ორ გარემოებას: ა) 2019 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა საქმეზე ერთ-ერთი მოსარჩელე - რ------–--------–---ი; ბ) აღნიშნული საქმის ფარგლებში გამოსაყენებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ: 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნტის, 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად მიიჩნევს, რომ სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს ადმინისტრაციული წარმოება 1 წლამდე ვადით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,ა“ და ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძვლები.

 

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ მტკიცებულებას საჯარო რეესტრიდან მიწის რეფორმის 2000 წლამდე დასრულების შესახებ წარმოადგენდა მოგვიანებით, ვინაიდან შესაბამისი განცხადება განხილვის პროცესში იყო და პასუხი ჯერ არ მიუღია; საჩივრის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალებში დაცული იყო იმავე შინაარსის დამადასტურებელი და მათ მიერ წარმოდგენილი 1998 წლის 20 მარტის საქართველოს კანონი ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.

 

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის №3/15-19 განჩინება უკანონოა, რადგან ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დარღვეული იქნა მთელი რიგი კონსტიტუციური, საპროცესო თუ მატერიალური ნორმები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რიგ შემთხვევაში კი არასწორად განმარტა. საჩივრის ავტორის მოსაზრებით ბათილად ცნობილი გადაწყვეტილება ეხება ადმინისტრაციულ დავას. კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოსარჩელე მხარეს 200- წელს წარმოადგენდნენ გ------ი, გ----, ი---- და ბ------ გ---------ი და რ------–--------–---ი, ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა ლენტეხის საკრებულო/ლენტეხის მუნიციპალიტეტი. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებისას არ იხელმძღვანელა არც ერთი ადმინისტრაციული სამართლის მარეგულირებელი ნორმით.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამართლებრივი სტატუსის (მესამე პირად ჩაბმის შესახებ) შეცვლის შესახებ ამ უკანასკნელის ზეპირი და დაუსაბუთებელი შუამდგომლობის საფუძველზე უსაფუძვლოდ მიაჩნია. საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოს მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც თავის თავში დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს გულისხმობს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სასამართლომ ამავდროულად ისე განიხილა საქმე და გააბათილა 200- წლის 20 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომ არ გამოირიცხა სამომავლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლის არსებობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი სავალდებულო მოწვევის მესამე პირი ისევ არ იქნა პროცესში ჩაბმული; კერძოდ, აღნიშნული სავალდებულო მოწვევის მესამე პირს წარმოადგენდა და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანო - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც უნდა განეხორციელებინა გარკვეული მოქმედებები 20.07.200- წლის № 2/40 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შინაარსის შესაბამისად.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სასამართლომ არ შეამოწმა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარმოსადგენი მტკიცებულება და დაარღვია სსსკ-ის 429-ე მუხლი, ასევე სრულად დააიგნორა ამავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მითითებები მთელ რიგ არსებით გარემოებებთან მიმართებით (იხილეთ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის №3/ბ-473-18 განჩინების მე-3 ნაწილი, გვ.9-12).

 

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით იმისათვის, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, აუცილებელია გარკვეული წინაპირობების არსებობა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დათქმა უკავშირდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადებს. საჩივრის ავტორის განმარტებით განმცხადებლებმა, რომლებიც ითხოვენ 200- წლის 20 ივლისის №2/40 კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობას სსსკ-ის 422 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, უპირველეს ყოვლისა, ცალსახად და უტყუარად უნდა დაამტკიცონ გარემოებები, რომ აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 14-15 წლის შემდეგ - 2018 წლის 10 ივლისს/ნაწილისთვის კი 2019 წლის მარტში და ეს განპირობებული იყო ობიქტური შეუძლებლობით მოეპოვებინათ შესაბამისი ინფორმაცია.

 

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით მსგავსი სახის და ხარისხის უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, თუ არ ჩავთვლით ხ. ხ-----–---ის სასამართლოსადმი 2018 წლის 10 ივლისის №231 მიმართვას, რომელშიც ადასტურებს, რომ ეს ფაქტი მისთვის უკვე ცნობილი გახდა და ითხოვს 200- წლის სასამართლო გადაწყვეტილებას (რომელიც არც კი არის ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოში დაცული და რის შესახებაც კონსულტაციას, რომ არა საქმის თავიდანვე ფალსიციფირება, ყველა სასამართლო მოხელე გაუწევდა, მათ შორის კანცელარიის თანამშრომელიც, რომლის უფლება/მოვალეობაშიც შედის აღნიშნული). უფრო მეტიც, ფაქტია, რომ ისინი 2018 წლის 10 ივლისამდე არათუ ინფორმირებული იყვნენ, არამედ ხელთ ჰქონდათ შესაბამისი გადაწყვეტილება, ამასვე ადასტურებს მათ მიერვე 2018 წლის 23 ივლისს წარდგენილი საჩივრი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი სადავოდ ქცეული 200- წლის გადაწყვეტილების შინაარსი!!!

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით აშკარაა, რომ 1-თვიანი ვადის დაცულობა არ არის სათანადოდ არც დასაბუთებული და არც დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულებით, და ამავდროულად არსებობს გარემოებები, რომლებიც მკაფიოდ და ნათლად მიუთითებენ, რომ მოსარჩელეთათვის ბათილობის მოთხოვნის საფუძველი /200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება/ მათთვის დიდი ხნის მანძილზე იყო ცნობილი (არა თუ განცხადების შეტანამდე ერთი თვით ადრე). მანვე მიუთითა, რომ დაინტერესებული პირების განცხადებას ბათილობის თაობაზე არ ერთვის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ ინტერეს უშუალოდ ეხება 200- წლის გადაწყვეტილება.

 

კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სასამართლომ არასწორად და არაკონსტიტუციურად განმარტა სსსკ-ის 430-ე მუხლის მესამე ნაწილი, რის საფუძველზეც გააუქმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სრულად, ვინაიდან მისი სრულად გაუქმების საჭიროება საჩივრის ავტორების მოთხოვნის სამომავლოდ დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი არაა სახეზე. განსახილველ საქმესთან მიმართებით ვერ იქნა შესაბამისი უტყური მტკიცებულებებით დადასტურებული, რომ განმცხადებლები 200- წლის პროცესზე წარმოადგენდნენ სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს, საქმეში არ იქნა ასევე ჩაბმული სავალდებულო მოწვევი მესამე პირი-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, არ გამოირიცხა სამომავლოდ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის საკითხი, რითაც დაირღვა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობა და შესასრულებლად სავალდებულოობა, სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის, სსსკ-ის 429-ე მუხლის და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გვერდი აუარა და არც კი იმსჯელა კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე, სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველ ნაწილით დადგენილ 1-თვიან ვადაზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაზე, არ გაითვალიწინა ამავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის №3/ბ-473-18 განჩინების მითითებები და განმარტებები, უგულებელყო საკონსტიტუციო სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოიყენა და უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 426-ე მუხლი, სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, სსსკ-ის 423-ე მუხლი, საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 0- ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილების განმარტების თანახმად, სსსკ-ის 429-ე მუხლი.

 

სასამართლომ არაკანონიერად გამოიყენა სსსკ-ის მე-7 მუხლი, არასწორად განმარტა და გამოიყენა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი და სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 31-ე, მე-11, მე-12 მუხლებით უზრუნველყოფილი უფლებები. შესაბამისად, ყველა კანონით დადგენილი წინაპირობის არსებობიდან გამომდინარე მოითხოვა აღნიშნული განჩინებების გაუქმება და ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

 

4.2. ცაგერის რიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის № 3/15-19 განჩინებით საჩივრის ავტორის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით 2019 წლის 07 ოქტომბრის №3/15-19 განჩინებით ,,საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ“ არასწორად და არაკანონიერად იქნა შეფასებული მთელი რიგი ფაქტობრივი და სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები, მაგალითად ერთმანეთთანაა გაიგივებული სამკვიდროს დანაშთი ქონების (რაც იმთავითვე ბუნდოვანია) ფაქტობრივად ფლობის და სამკვიდრო მოწმობის სამართლებრივი მნიშვნელობა და ათანაბრებს მათ. ასევე, არასწორადაა შეფასებული პირთა იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები:

 

სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება: ადმინისტრაცილ საქმეზე ნებისმიერ სტადიაზე წარმოების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნია დასაშვებად, როცა ის ვერ აკმაყოფილებს ამავე კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს; აღნიშნული განამარტება ეწინააღმდეგება ამ კონკრეტული საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვის ბუნებას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის №3/ბ-473-18 განჩინებას.

 

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ წარმოების შეწყვეტა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გარანტირებულია სწორედ სასკ-ის 262 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებით და ის არ ახდენს ცალსახა დიფერენციაციას, თუ როგორი სახის ადმინისტრაციულ დავის შეწყვეტას შეეხება საქმე. განხილული საქმე რეგულირდება სპეციალური წესებით, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-430-ე მუხლებით, ამავდროულად დავა წარმოადგენს ადმინისტრაციულ დავას და მასზე ბუნებრივია ვრცელდება სასკ-ის 262 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება და იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა განცხადების დაუშვებლად მიჩნევის საფუძვლები (სსსკ-ის 424-427 მუხლები) მიიჩნევს, რომ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.

 

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა: კერძოდ, სასამართლომ საჩივრის/განცხადების დასაშვებობის კანონიერების შესამოწმებლად გასაჩივრებულ განჩინებაში გამოიყენა სასკ-ის 22-25-ე მუხლები, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაბათილების საფუძვლების და მსგავსი მოთხოვნით საჩივრის დასაშვებობის საკითხები რეგულირებულია სსსკ-ის 424-429-ე მუხლებით, რაც 2019 წლის 07 ოქტომბრის განჩინებაში სასამართლომ საერთოდ არც გამოიყენა, პარალელურად, არც კი შეუმოწმებია სასკ-ის 22-25-ე მუხლებით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმები. შესაბამისად, საჩივრის ავტორის მოსაზრებით ყოველივე მიუთითებს, რომ 2019 წლის 07 ოქტომბრის №3/15-19 განჩინება ,,საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ“ ეფუძნება ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არასწორ შეფასებას, სამართლის ნორმების არასწორ გამოყენებას და ინტერპრეტირებას, არის უკანონო, სამართლებრივად არასაკმარისად დასაბუთებული და მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს; ამავდროულად მიაჩნია, რომ სასკ-ის 262 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება განცხადების/საჩივრის დაუშვებლობის მოტივით.

 

4.3. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის № 3/15-19 განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ხ-----------–---ის, ვ--–-------------–---ის, ელ-------------–---ის, თ-------------–---ისა და კ-----------–---ის განცხადება.

 

4.3.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინებაში არ არის ასახული ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე გაცხადებული, მოწინაღმდეგე (ჩვენი) მხარის მიერ მთელი 2-საათის განმავლობაში წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა რეალურ ფაქტებს და გარემოებებს, ასევე სამართლის მთელ რიგ ნორმებს, კანონებს, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას და ამავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ 2018 წლის 15 დეკემბრის განჩინებას. საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ ისე მიიჩნია 5 პირის მიერ სხვადასხვა დროს წარდგენილი საჩივარი/განცხადება დასაშვებად, რომ არც ერთ პირთან მიმართებით არც განცხადებასთან ერთად და არც მოგვიანებით წარმოდგენილი არ ყოფილა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილი მტკიცებულება.

 

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ 2019 წლის 31 მაისის განჩინების ფარგლებში არასწორად შეაფასა და მოიკვლია გარემოებები, არასწორად და არაკანონიერად განმარტა სსსკ-ის 421-ე, 422-ე, 427-ე, 429-ე და 430-ე მუხლები, ხოლო სსსკ-ის 426-ე მუხლი საერთოდ არც კი გამოიყენა, რისი უფლებამოსილება და დისკრეცია მას არ გააჩნდა.

 

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ შეჯამების სახით სამივე გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით გარემოებების არასათანადოდ მოკვლევის და მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სასამართლომ არ გამოიყენა და დაარღვია სსსკ-ის 426 -ე მუხლი (1-თვიანი და 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადები), სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტი (სავალდებულოდ წარმოსადგენ მტკიცებულების ნაწილში), სსსკ-ის 423-ე მუხლი (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 0- ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილების განმარტების თანახმად, ვინაიდან გასულია 5 წელი); ამავდროულად, არასწორად გამოიყენა სსსკ-ის მე-7 და სსკ-ის 167-ე მუხლები (ანალოგიის გამოყენების დაუშვებლობა სპეციალურ ნორმებით რეგულირებულ პროცესში) და არასწორად / არაკანონიერად განმარტა სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი (არ ჩართო და არ გამოავლინა ყველა სავალდებულო მოწვევის მესამე პირი პროცესში), სსსკ-ის 422-ე მუხლის 1 ნაწ. ,,გ’’ ქვეპუნქტი (არასათანადო პირები მიიჩნია უფლებამოსილ პირებად; არ გამორიცხა სამომავლოდ ამავე საფუძვლით სასამართლო დავა), სსსკ-ის 421-ე (არ არსებობს შესაბამისი წინამძღბვრები), 429-ე მუხლი (დასაშვებობის მოკვლევის ნაწილში და მტკიცების ტვირთან მიმართებით) და 430-ე მუხლი (გადაწყვეტილების არც ნაწილობრივ გაუქმების და არც სრულად გაუქმების არავითარი ობიექტური საჭირობა არ გამოვლენილა); არასწორად განმარტა ასევე სასკ-ის 262 მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება (ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის და საჩივრის დასაშვებობის მიმართებით); არასწორად განმარტა საკუთრების და სასამართლოს მიმართვის უფლებები და არასწორად მიიჩნია ისინი აბსულუტურ, ხანდაზმულობის ვადებით შეუზღუდავ უფლებებად.

 

4.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, ბ------------------------------ების, რ------–--------–---ის და ჯ---–------------ის კერძო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად, ამასთან, პალატამ საქმის გარემოებების გათვალისწინებით საჭიროდ არ მიიჩნია კერძო საჩივრის ზეპირი განხილვა და იგი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე კოლეგიური წესით.

 

ბ------------------------------ების, რ------–--------–---ის და ჯ---–------------ის კერძო საჩივარი გადაეგზავნა მხარეებს მოსაზრებების წარმოსადგენად.

 

ხ----, ე-–-----ა, ვ--–------, კ---- და თ-------------–---ების წარმომადგენელმა ი--–---------ემ კერძო საჩივარზე წარმოდგენილი მოსაზრებაში მიუთითა, რომ ბ------------------------------ების, რ------–--------–---ის და ჯ---–------------ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით და არ არსებობდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის და 15 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების საფუძველი და მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინებები უნდა დარჩენილიყო უცვლელად.

 

კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 07 ოქტომბრის და 15 ოქტომბრის განჩინებები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, მიაჩნია, რომ სამართლებრივი დასკვნები არსებითად სწორად არის გაკეთებული და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

 

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლები მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნტის დანაწესზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

 

სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის LLII თავით (განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი) გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს: 1. განცხადების დასაშვებობა; 2. განცხადების საფუძვლიანობა. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

 

სასამართლო განცხადების დასაშვებობის სტადიაზე ამოწმებს მისი შესაბამისობა ფორმალურ სტანდარტებთან – ვადა და შინაარსი, ხოლო საფუძვლიანობას - მხოლოდ დასაშვებობის სტადიის წარმატებით დაძლევის შემდგომ.

 

მოცემულ შემთხვევაში ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თ-------------------–----------–-----------------------–---ებს განცხადება წარდგენილი ჰქონდა უფლებამოსილ სასამართლოში წერილობითი სახით, მასში მითითებული იყო განცხადების შეტანის ვადის დაცვის თაობაზე მონაცემები და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება - შესაბამისი სასამართლოდან გადაწყვეტილების გამოთხოვის დასტური, ასევე ის გარემოება, თუ რა ზომით და რა ფარგლებში ითხოვდნენ განმცხადებლები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, შესაბამისად ცალსახაა, რომ არ არსებობდა წარმოდგენილ განცხადებებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ხარვეზის დადგენისა და ამავე კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მისი დაუშვებლად ცნობის წინაპირობები. ამდენად პალატა ამ მიმართებით ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას დაუსაბუთებლობის მოტივით ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის №3/15-19 განჩინების გაუქმების შესახებ, შესაბამისად მითითებული განჩინება კანონიერია. ასევე იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LLII თავი მოიცავს განცხადების დასაშვებობისა და საფუძვლიანობის შემოწმების სტადიებს და შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს განცხადების განუხილველად დატოვების, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განჩინებები, ირელევანტურია საჩივრის ავტორის მოსაზრება განმწესრიგებელი სხდომის დანიშვნისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ამდენად ცაგერის რიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 07 ოქტომბერს მიღებული განჩინება კანონიერია.

 

რაც შეეხება სსსკ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძლიანობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, სხვაგვარად, ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.

 

ტერმინი „უშუალოდ ეხება“ მოცემულ ნორმაში მიუთითებს მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც ახასიათებს პროცესუალურ ტერმინს „მხარე“, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება „უშუალოდ ეხება“ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის თანახმად გააჩნიათ მოთხოვნის უფლება (მოსარჩელე), ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მოპასუხე) ან არიან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალიწინებული სავალდებულო მოწვევის მესამე პირები. ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

 

შესაბამისად, სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან დაინტერესებული პირები: პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან მოსარჩელის და მოპასუხის ყველა უფლებით აღჭურვილი მესამე პირი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის ცნება უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესზეც გავლენას ახდენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება). შესაბამისად სწორედ განმცხადებლის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგად დაირღვა. აღსანიშნავია, რომ ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული და გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესის დაშვების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი (სამართლის ნორმებით დაცული) ინტერესებისა და უფლებების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თვიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ მოსარჩელეს ან მოპასუხეს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები.

 

საქმეში დაცული 1999 წლის 17 ნოემბრის ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, აპელანტების - ლენტეხის რაიონის გამგეობის, გ------ი და გ-------------ების, რ------–--------–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ცაგერის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება ა-------------------------------------------------------------ნ, ვ--–------, დ---------------------------–---ების, ნ--–-----------ის, შ---------–---–----ის, ბ-----–-------------------ების, გ---–--------------------------ების, ლ--–---–-------ბი და შ-----------–---–--ების სარჩელისა გამო ლენტეხის რაიონის 1996 წლის 25 ივლისის N-- გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით ა-----------------------------------------------------–-------ნ, ვ--–------, დ--------- და რ------------–---ების, ლ--–---–-------ბი და შ-----------–---–--ების, ნ--–-----------ის, შ---------–---–----ის, ბ-----–-------------------ების, გ---–--------------------------ების მოთხოვნას ,,ზ--------------–-ს’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ეთქვა უარი.

 

აღნიშნულ საქმეზე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000 წლის 28 თებერვლის (საქმე N3/გ/ად-1-კ) გადაწყვეტილებით კასატორების: სოფელ მ--–---- მცხოვრებთა საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის რაიონის გამგეობის 1996 წლის 25 ივლისის N-- და ჩ---–----ის თემის საკრებულოს N- გადაწყვეტილებები. გაუქმდა ამ გადაწყვეტილებათა საფუძველზე საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) განხორციელებული ჩანაწერები.

 

საქმეში წარმოდგენილი წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 აგვისტოს (საქმე N2/45, ტ.1, ს.ფ. 60-62) გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და მოსარჩელეებს ა-–---- გ------ის ასულ გ-------ს, ბ------ ე-----–ეს ძე გ-------ს, ო---------------ეს ძე გ-------ს, ი---- დ------ის ძე გ-------ს, გ------ი დ------ის ზე გ-------ს, გ------ი ე-----–ეს ძე გ-------ს და რ------–---------ის ძე ბ------–---ს საკუთრების უფლებით გადაეცა სათიბი ,,ზ--------------–-’’. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ლენტეხის რაიონის ჩ---–----ის თემის საკრებულოს და ლენტეხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა სათანადო ჩანაწერების განხორციელება.

 

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით (ტ.1, ს.ფ. 63-64) ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე მოსარჩელეების: ა-–----, ბ------, ო------, ი----, გ------ი, გ---, გ---------ის და რ------–--------–---ის სარჩელისა გამო მოპასუხეებთან: ლენტეხის რაიონის ჩ---–----ის თემის საკრებულოს და ლენტეხის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსთან, სათიბი ,,ზ--------------–-ს’’ პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ. სათიბი ,,ზ--------------–-ს“ გადაცემის საკითხი განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ლენტეხის რაიონის ჩ---–----ის თემის საკრებულოს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 27 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო განკარგულება N2/45.

 

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2002 წლის 25 ნოემბერს მოწვეული იქნა ჩ---–----ის თემის საკრებულოს წევრთა სხდომა. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი N3), რომლის საფუძველზეც სათიბი „ზ--------------–-“ სოფელ მ--–---- მოსახლეობას საკუთრების უფლებით გადაეცა.

 

მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობებით ირკვევა, რომ 0-.02.2003 წელს ლენტეხის რაიონის სოფელ მუწდიში მცხოვრებ ა------------–---ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სათიბი ზ--------------–ში, სარეგისტრაციო ზონა - ლენტეხი, კოდი-8-, სექტორი - სოფელი ჩ---–----ი, კოდი-0-, კვარტალი - N0-, ნაკვეთის N 655, ფართობი - 0.216 ჰა. ვ--–-------------–---ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სათიბი ზ--------------–ში, სარეგისტრაციო ზონა - ლენტეხი, კოდი-8-, სექტორი - სოფელი ჩ---–----ი, კოდი-0-, კვარტალი - N0-, ნაკვეთის N 659, ფართობი - 0.210 ჰა. ელ-------------–---ის ოჯახს საკუთრებაში გადაეცა სათიბი ზ--------------–ში, სარეგისტრაციო ზონა - ლენტეხი, კოდი-8-, სექტორი - სოფელი ჩ---–----ი, კოდი-0-, კვარტალი - N0-, ნაკვეთის N 663, ფართობი - 0.213 ჰა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის 17.02.200- წლის N-- ცნობით ირკვევა, რომ სათიბი ,,ზედა თეკრილი’’ ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით (ოქმი N3) განაწილდა მ--–---- შემდეგ კომლებზე: ა-----ა, დ------ი, ჭ---ა, თ-------ე, ე-–-----ა, ვ--–----ი, გ--------ა, დ-----------–---ებზე, ბ-------–--------ზე, ლ--–-------–---–ავაზე, თ----- და რ------------–---ებზე (თითოეულზე 0.21-0.27 ჰას ოდენობით).

 

200- წლის 14 მარტს, მოსარჩელეებმა: გ-------------მა, ბ------ გ-------მა, გ------ი გ-------მა, ი---- გ-------მა და რ------–--------–---მა სარჩელით მიმართეს წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 12 ნოემბერს მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა და „ზ--------------–-ს“ საკუთრებაში გადაცემა.

 

აღნიშნული სარჩელი განსჯადობით განსახილველად ლენტეხის რაიონულ სასამართლოს გადაეცა, რომელმაც განიხილა მითითებული სარჩელი და 200- წლის 20 ივლისს განმცხადებელთა მიწვევის გარეშე მიიღო სადავო გადაწყვეტილება (საქმე N2/40), რომლითაც ბათილად სცნო ჩ---–----ის თემის საკრებულოს 2002 წლის 25 ნოემბრის დადგენილება. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ დადგენილების საფუძველზე ლენტეხის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული ჩანაწერები. მოსარჩელეებს: გ-------------ს, გ------ი გ-------ს, ი---- გ-------ს, ბ------ გ-------ს და რ------–--------–---ს საკუთრების უფლებით გადაეცათ სათიბი „ზ--------------–-“. დაევალა ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურს სათანადო ჩანაწერის განხორციელება.

 

საქმეში დაცული 2002წლის 20 დეკემბრის სარეგისტრაციო მონაცემებით ირკვევა, რომ ს/კ. 8-.0-.0-.655 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი - 0.216 ჰა ეკუთვნის ლენტეხის სოფელ მუწდიში მცხოვრებ ხ-----–---ი ა-----ას ოჯახს; ს/კ.8-.0-.0-.659 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი - 0.210 ჰა - ლენტეხის სოფელ მუწდიში მცხოვრებ ხ-----–---ი ვ--–------ს ოჯახს; ს/კ. 8-.0-.0-.663 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობი - 0.213 ჰა - ლენტეხის სოფელ მუწდიში მცხოვრებ ხ-----–---ი ე-–-----ას ოჯახს. ნაკვეთები აღნიშნულ ოჯახებს გადაეცათ დადგენილება ოქმი N3-ის საფუძველზე. აღნიშნული მონაცემები გაუქმებულია ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (საქმე N2/40).

 

ამდენად ცალსახაა, რომ ლენტეხის რაიონული სასამართლოს 200- წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით განმცხადებლებს გაუუქმდათ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე - სათიბი „ზ--------------–-“, ისე, რომ ისინი (მათი მამკვიდრებლები) არ მიუწვევიათ საქმის განხილვისას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად მისი გაუქმების საფუძველია, რადგანაც საქმის წარმოების განახლება არის იმ განმცხადებელთა უფლების დაცვის ერთადერთი გზა, რა გარემოებებიც მართებულად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

 

პალატა ვერ გაიზაირებს საჩივრის ავტორის არგუმენტებს მოცემული საქმის განხილვის შეჩერების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

 

განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოსათვის კანონის კონსტიტუციურობის საკითხის შემოწმების მიზნით მიმართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება კონსტიტუციურ პრინციპებთან და დებულებებთან კანონის შეუსაბამობის ფაქტი, რაც სასამართლოს აზრით მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის, შესაბამისად, არც საქმის წარმოების შეჩერების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობაა სახეზე. ასევე საფუძველს მოკლებულია განმცხადებელთა ერთ-ერთი პროცესუალური მოწინააღმდეგის გარდაცვალების მოტივით საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე საჩივრის ავტორის მოთხოვნაც, რადგანაც იმ პირობებში, როდესაც სადავო გადაწყვეტილებით გაუქმდა განმცხადებლების (მათი მამკვიდრებლების) საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრის ავტორთა უფლების დამდგენ დოკუმენტადაა გამოყენებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში, არსებობს განმცხადებელთა თავდაპირველი უფლებრივი რესტიტუციის საჭიროება, რისი საცილოობის განხილვა საჩივრის ავტორს შეეძლება საქმის არსებითი განხილვის შედეგად, რა პირობებშიც ასევე შესაძლებელია ხელახლა დააყენოს ამ მოტივით საქმის წარმოების შეჩერების საკითხი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად არ არსებობს მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები; ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ცაგერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

 

საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო უარყოფილია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება კერძო საჩივრის ავტორს ეკისრება, რაც მხარის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 423-ე, 424-ე, 430-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ---–------------ის შუამდგომლობა რ------–--------–---ის გარდაცვალების გამო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ბ------------------------------ების, რ------–--------–---ის, ჯ---–------------ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

3. უცვლელად დარჩეს ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის, 07 ოქტომბრის და 15 ოქტომბრის განჩინებები;

 

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ნანა კალანდაძე

 

ხათუნა ხომერიკი