განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
190100119003230349
ინსტანცია
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 190100119003230349

1ბ/1915-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თინათინ სტურუა

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - კ---- ტ--------ე, დაბადებული 1----–-–----------------, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------–----–--------------------------–------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის ივნისის და 2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ---- ტ--------ემ და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მის მიმართ უსამართლოა, რადგან დანიშნული სასჯელი მკაცრია. მან აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ინანიებს ჩადენილს, თუმცა მის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად მკაცრი და არაპროპორციულია. გასათვალისწინებელია მისი ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რაც მისმა პატიმრობაში ყოფნამ კიდევ უფრო გააუარესა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და გამოტანილ იქნეს სამართლიანი სასჯელი.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე, ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა კ---- ტ--------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და მისი ჩათვლა პირობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

კ---- ტ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კ---- ტ--------ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის ივნისში, დაახლოებით 02:00 საათზე, გ----------------–----–----------------–-----------–-ში, კ---- ტ--------ემ მის საცხოვრებელ სახლში მეუღლის, ნ----- გ----–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის, დ----- ტ--------ის თანდასწრებით, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ გადმოაგდო საწოლიდან და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის და თავის არეში. ნ----- გ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის ივნისში, დაახლოებით 02:00 საათზე, გ----------------–----–----------------–-----------–-ში კ---- ტ--------ემ მის საცხოვრებელ სახლში მეუღლეს, ნ----- გ----–---–ს უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და არ აცოცხლებდა, რაც ნ----- გ----–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 13:50 საათზე, გ----------------–----–----------------–-----------–-ში კ---- ტ--------ემ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მეუღლეს, ნ----- გ----–---–ს უთხრა, რომ გამოჭრიდა ყელს და არ აცოცხლებდა, რაც ნ----- გ----–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 06 სექტემბერს, დაახლოებით 13:50 საათზე, გ----------------–----–----------------–-----------–-ში, კ---- ტ--------ემ მისი საცხოვრებელ სახლის ეზოში - ავტომანქანაში მეუღლის, ნ----- გ----–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ ორივე ხელი მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ნ----- გ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით, კ---- ტ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით კ---- ტ--------ეს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 22 (ოცდაორი) დღის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით კ---- ტ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

კ---- ტ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 სექტემბრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ---- ტ--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - ნ----- გ----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების მ------ გ----–---–ის, ნ---- კ-----–-----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თავად კ---- ტ--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის და 2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდები) და სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ---- ტ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის და 2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდები) და ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია - მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნაწილობრივ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კ---- ტ--------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი – ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით განაჩენით კ---- ტ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადის, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 15 აპრილიდან 2019 წლის 22 აპრილის ჩათვლით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და მისი არსებობის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას - რომ კ---- ტ--------ე, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მომენტში იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი, რის გამოც სასჯელის დანიშვნა მოხდა დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის ივნისის თვეში, კ---- ტ--------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ასევე ივნისის თვეშივე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მართალია კ---- ტ--------ე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენით, 2019 წლის 17 ივნისიდან ითვლება ნასამართლობის მქონედ, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არაა დადასტურებულია, რომ კ---- ტ--------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა, აღნიშნული განაჩენის გამოტანის შემდეგ, ანუ ნასამართლობის მქონე პირმა. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კ---- ტ--------ის მიერ ივნისის თვეში დანაშაულის ჩადენას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 17 ივნისის შემდეგ და არა მანამდე, ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასრგებლოდ და კ---- ტ--------ე 2019 წლის ივნისში ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონე პირად. შესაბამისად, კ---- ტ--------ეს 2019 წლის ივნისის თეში ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი უნდა განსაზღვროდა არა დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, არამედ როგორც ნასამართლობის არ მქონე პირს. რაც შეეხება კ---- ტ--------ის მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებაში, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, დანაშაულის რეციდივის არსებობის თაობაზე.

 

საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად: ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ კ---- ტ--------ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, თავს სრულად ცნობდა და ცნობს დამნაშავედ, მისთვის არ წაუსწრით დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მომენტში იყო ნასამართლობის არმქონე, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვით დარჩენილია მარჩენალის გარეშე, გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებული შეურიგდა და ითხოვს მის განთავისუფლებას. აღნიშნული გარემოებების, დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობების და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენში კ---- ტ--------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის ნაწილში. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე დაენიშნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალება პირობით; საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობით, ხოლო დანაშაულის რეციდივის და გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

აქვე სააპელაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენის მიღებამდე, ხოლო საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები განაჩენის გამოტანის შემდგომ, კ---- ტ--------ის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით - საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილებით და საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად კ---- ტ--------ის მიმართ სასჯელის სახით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე დაენიშნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლება პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, სრულიად საკმარისი იქნება მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა და სრულად იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენში მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის მიმართ, შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენში კ---- ტ--------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.

 

კ---- ტ--------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის და 2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის ივნისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და კ---- ტ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით კ---- ტ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე დაენიშნოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

კ---- ტ--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 6 სექტემბრიდან, მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი - 8 დღე.

 

მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ მსჯავრდებული კ---- ტ--------ე, საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულია სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ კ---- ტ--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე