განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100119003076814, №1/ბ-1708-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2020 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ჯ--–------ა.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ------ ს---–-------ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ---------------------–---–----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------------------------------------------;
მსჯავრდებული - რ-–---- პ------–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------;
ადვოკატი - მ----------ე.
კვალიფიკაცია:
გ------ ს---–-------ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, სამი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების, უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული).
რ-–---- პ------–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილი (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული).
სასჯელი:
გ------ ს---–-------ე - დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ-–---- პ------–ი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულ გ------ ს---–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ------ ს---–-------ის უდანაშაულოდ ცნობა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ეპიზოდებში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:
▪ პ------–ი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და გამოტანილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ------ ს---–-------ის ბრალეულობას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ეპიზოდებში;
▪ გ------ ს---–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რასაც ადასტურებს გ------ ს---–-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული კანაფი და მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებები;
▪ მტკიცებულებებით არ დადგენილა, თუ რასთან დაკავშირებით გადასცა დ----- ა-----–---–მა გ------ ს---–-------ეს თანხა 2019 წლის 17 აპრილს. იალღუჯის ეპიზოდში ნათლად ჩანს, რომ ნარკომომხმარებლები ინაწილებენ დაუდგენელი პირისგან შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, იქ ტრიალებს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დ----- ა-----–---–იც, რომელსაც გადასცემენ ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა მისთვის ნარკოტიკული საშუალება გ------ ს---–-------ეს არ გადაუცია. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დ----- ა-----–---–მაც;
▪ 2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდში ადგილი აქვს გამსაღებლისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ნარკომომხმარებლებს შორის განაწილებას, რაც ეცოტავა დ----- ა-----–---–ს. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ დ----- ა-----–---–ი კარგადაა გარკვეული ნარკოტიკულ საშუალებებში. ნაკლებად სარწმუნოა დ----- ა-----–---–ის განმარტება, რომ ახალგაცნობილმა პირმა შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების შეძენა და მან ამ დანაშაულის აღმოსაფხვრელად დაუყოვნებლივ განცხადებით მიმართა გამოძიების ორგანოებს;
▪ გ------ ს---–-------ეს აკვირდებოდნენ თითქმის 5 თვის განმავლობაში, შესაბამისად, გასაღების მინიმუმ 10-15 ფაქტი უნდა დადასტურებოდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
მსჯავრდებულ რ-–---- პ------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა მის ბრალეულობას (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
ბრალდების მხარის პოზიცია - დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).
სასამართლომ დაადგინა:
რ--------- საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ------ ს---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (სამი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების, უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:
2017 წლის 31 მაისს და 21 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------ ს---–-------ე 2019 წლის 17 აპრილს, იალღუჯის მთის ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ე.წ. ერთ ბაშად დაფასოებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით - 0,0289 გრამი.
2017 წლის 31 მაისს და 21 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------ ს---–-------ემ, 2019 წლის 17 აპრილს, იალღუჯის მთის ტერიტორიაზე, დ----- ა-----–---–ზე, ფულადი თანხის - 150 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ე.წ. ერთ ბაშად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, საერთო წონით - 0,0289 გრამი.
2017 წლის 31 მაისს და 21 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------ ს---–-------ე 2019 წლის 18 აპრილს, იალღუჯის მთის ტერიტორიაზე, უკანონოდ ინახავდა, ასევე უკანონოდ შეძენილ ე.წ. ერთ ბაშად დაფასოებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს’’, საერთო წონით - 0,077 გრამი.
2017 წლის 31 მაისს და 21 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------ ს---–-------ემ, 2019 წლის 18 აპრილს, ქ.რ--------- გასასვლელში, საღამოს საათებში დ----- ა-----–---–ზე, ფულადი თანხის - 150 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ე.წ. ერთ ბაშად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ საერთო წონით - 0.077 გრამი.
2017 წლის 21 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა გ------ ს---–-------ემ კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება (ოპიუმის ჯგუფი) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ, რაც დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმებისას 2019 წლის 27 მაისს.
2017 წლის 31 მაისს და 21 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევი გ------ ს---–-------ე 2019 წლის 27 მაისს, მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ----------------------------------------------ში ინახავდა 0,026139 გრამ ჰეროინს.
2017 წლის 31 მაისს და 21 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ------ ს---–-------ემ, მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ----------------------------------------------ში, დათესა და მოიყვანა მცენარე კანაფი 13,73 გრამი, რომელიც ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2019 წლის 27 მაისს.
ამავე განაჩენით, რ-–---- პ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 აპრილს, ქ.რ--------- გასასვლელში, საღამოს საათებში, გ------ ს---–-------ემ რ-–---- პ------–ის თანდასწრებით და საუბარში ჩართულობით დ----- ა-----–---–ზე გაასაღა ე.წ. ერთ ბაშად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, საერთო წონით - 0,077 გრამი. რ-–---- პ------–მა იცოდა რა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღება იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით, გ------ ს---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 27 მაისის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - სასჯელის დაუნიშნავად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ ს---–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის N1-314-19 განაჩენით დანიშნული სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, გ------ ს---–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გ------ ს---–-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
რ-–---- პ------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ-–---- პ------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დადგენილია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დ----- ა-----–---–ის განცხადება. განცხადების თანახმად, 2019 წლის 13 აპრილს პირად საქმეზე ყოფნისას, დ----- ა-----–---–ი ქვემო ფონიჭალაში შემთხვევით შეხვდა რ-------–ი მცხოვრებ გ------ ს---–-------ეს, რომელმაც მას შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენა. კერძოდ, უთხრა, რომ ე.წ. ,,ბაშს“ მიყიდდა 150 ლარად, დაინტერესების შემთხვევაში შეხვდებოდა და ქ.რ-------–ი გადასცემდა ნარკოტიკს. ვინაიდან იცოდა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დანაშაულს, გამოცხადდა პოლიციაში.
მოქალაქის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელი ორგანოსათვის ხელშეწყობის შესახებ 2019 წლის 13 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ დ----- ა-----–---–მა თანხმობა განაცხადა ნებაყოფლობით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების მომზადებასა და ჩატარებაში ჩართვაზე.
2019 წლის 16 აპრილის სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა, დ----- ა-----–---–სა და გ------ ს---–-------ეს შორის 2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 16 მაისამდე პერიოდში შეხვედრისა და საუბრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის შესახებ.
2019 წლის 17 აპრილის ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომძიებელმა გ------- თ---–---–მა გასატარებელი ფარული საგამოძიებო ღონისძიების განსახორციელებლად დ----- ა-----–---–ს გადასცა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სპეც. სახსრებიდან გამოყოფილი ფულადი თანხა 150 ლარის ოდენობით.
2019 წლის 17 აპრილს, განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამავე დღეს, 18:10 საათიდან 18:25 საათამდე პერიოდში დ----- ა-----–---–ისგან ამოღებული იქნა მის მიერ საკონტროლო შესყიდვისას შესყიდული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 18 აპრილის ექსპერტიზის N----------------- დასკვნით, დ----- ა-----–---–ის მიერ შეძენილი და შემდგომში მისგან ამოღებული თერმულად დამუშავებული თეთრი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება წონით 0,1210 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 0.0289 გრამის ოდენობით.
2019 წლის 18 აპრილის ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების გამომძიებელმა გ------- თ---–---–მა გასატარებელი ფარული საგამოძიებო ღონისძიების განსახორციელებლად დ----- ა-----–---–ს გადასცა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სპეც. სახსრებიდან გამოყოფილი ფულადი თანხა 150 ლარის ოდენობით.
2019 წლის 18 აპრილს, განჩინების საფუძველზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამავე დღეს, 19:42 საათიდან 19:57 საათამდე პერიოდში დ----- ა-----–---–ისგან ამოღებული იქნა მის მიერ წარდგენილი საკონტროლო შესყიდვისას შესყიდული სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 19 აპრილის ექსპერტიზის N----------------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი საბანკო ქვითარში გახვეული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, წონით 0,17 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,077 გრამი.
პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ს--–---- ე---–----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 13 აპრილს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა მოქალაქე დ----- ა-----–---–მა, რომელმაც განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა ნაცნობი - გ------ ს---–-------ე და შესთავაზა 150 ლარის სანაცვლოდ ნარკოტიკული საშუალების შეძენა. აღნიშნულის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. 2019 წლის 16 აპრილს, სასამართლოს განჩინებით ნება დაერთოთ განეხორციელებინათ ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა და მათ 2019 წლის 17 აპრილს, დ----- ა-----–---–ს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცეს ფულადი თანხა - 150 ლარი. იმავე დღეს ფონიჭალაში ერთმანეთს შეხვდნენ დ----- ა-----–---–ი და გ------ ს---–-------ე. ამ უკანასკნელს დ----- ა-----–---–მა გადასცა 150 ლარი. ამის შემდეგ ისინი, იმავე დღეს შეხვდნენ იალღუჯის მთების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გ------ ს---–-------ემ დ----- ა-----–---–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. 2019 წლის 18 აპრილს, მათ კვლავ გადასცეს დ----- ა-----–---–ს 150 ლარი საკონტროლო შესყიდვისთვის. იმავე დღეს გ------ ს---–-------ე და დ----- ა-----–---–ი ერთმანეთს შეხვდნენ იმავე ადგილზე ფონიჭალაში, რა დროსაც დ----- ა-----–---–მა ნარკოტიკული საშუალების შეძენის მიზნით გ------ ს---–-------ეს კვლავ გადასცა თანხა. იმავე საღამოს, აღნიშნული პირები ერთმანეთს შეხვდნენ ქ.რ--------- შესასვლელში, ქ--------- მოედანზე, რა დროსაც ავტომანქანაში მჯდომ გ------ ს---–-------ესთან მივიდა დ----- ა-----–---–ი და გააღო უკანა მარჯვენა კარი. კადრში ჩანდა, რომ გ------ ს---–-------ე იჯდა მძღოლის გვერდით წინა სავარძელზე, მის უკან იჯდა შუახნის მამაკაცი - რ-–---- პ------–ი, მის გვერდით კი მცირეწლოვანი ბავშვი. კარის გაღებისთანავე გ------ ს---–-------ემ დ----- ა-----–---–ს ხელში მიაწოდა პატარა ზომის შეფუთვა და უთხრა, რომ აღნიშნული სრულად იყო ნარკოტიკი, მაგრამ ქარის გამო დაეფანტათ, ამიტომ იყო მხოლოდ ასი ლარის ,,ფაქტი“ და შეეძლო 50 ლარის უკან დაბრუნება. აღნიშნულზე დ----- ა-----–---–მა უთხრა, რომ შემდეგ შეძენაზე გამოექვითა 50 ლარი. მათ საუბარში ჩაერთო რ-–---- პ------–ი, რომელმაც უთხრა, რომ იყო კარგი ,,ფაქტი“ და ქარის გამო დაფანტვის გამო თუ რაოდენობა არ აკმაყოფილებდა შეეძლო თავად რ-–----ს აეღო ეს ნარკოტიკული საშუალება. კადრში ასევე ჩანს, აღნიშნული პირები დ----- ა-----–---–ს ეუბნებიან, რომ შეუძლია გახსნას და ნახოს რამდენია. დ----- ა-----–---–ი ხსნის ამ პატარა ზომის შეფუთვას და ჩანს, რომ მასში მოთავსებულია რაღაც მუქი ფერის ფხვნილი. დ----- ა-----–---–მა წამოიღო აღნიშნული ნივთიერება, რომელიც შემდეგ მისგან ამოიღო გამომძიებელმა ს------ შ--------ემ. მოწმის განმარტებით, პ------– შემთხვევაში, საკონტროლო შესყიდვით შეძენილი ნივთიერება დ----- ა-----–---–ისგან ამოიღო გამომძიებლმა ა---- ზ-------ემ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ორივე შემთხვევაში ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
მოწმის ჩვენებით, მოგვიანებით ასევე მოხდა ავტომანქანაში მჯდომი რ-–---- პ------–ის იდენტიფიცირება. მოწმის ჩვენებით, მის მიერ გაიხსნა და დათვალიერდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მონაწილეობდა დ----- ა-----–---–იც. 2019 წლის 27 მაისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა რ-–---- პ------–ის და გ------ ს---–-------ის პირადი ჩხრეკა და დაკავება. გ------ ს---–-------ის პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოჩენილა. მან გაჩხრიკა ქ---------------------------------------------ში მდებარე გ------ ს---–-------ის საცხოვრებელი ბინა, რომელსაც ესწრებოდა ამ უკანასკნელის მეუღლე - ნ----- ბ---–---–ი. ჩხრეკისას საძინებელი ოთახის ფანჯრის რაფიდან ამოღებული იქნა ქოთანში ჩარგული მომწვანო ფერის მცენარე, ხოლო სამზარეულო ოთახში განთავსებული ნაგვის პაკეტიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შპრიცი და პატარა ზომის მინის ქილა. ნ----- ბ---–---–ის განმარტებით, მომწვანო ფერის მცენარე, შპრიცი და პატარა მინის ქილა იყო მისი მეუღლის - გ------ ს---–-------ის, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული მცენარე იყო კანაფი, შპრიცებზე და პატარა ქილაში კი აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნულის შემდეგ რ-–---- პ------–ს და გ------ ს---–-------ეს წარედგინათ ბრალი. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით დ----- ა-----–---–ი არის უბრალო მოქალაქე, რომელმაც დახმარების მიზნით მიმართა პოლიციას, თუმცა თავად დ----- ა-----–---–ი იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, მისთვის უცნობია.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა, მოწმე ლ-–- მ-------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 13 აპრილს, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც მოწმე დ----- ა-----–---–ი რამდენჯერმე შეხვდა გ------ ს---–-------ეს. მოწმის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალების ბოლო საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა 2019 წლის 18 აპრილს. ავტომანქანაში, სადაც მოხდა ნარკოტიკული საშუალების გადაცემა, იჯდა კიდევ ერთი უცნობი პირი. მან 2019 წლის 20 აპრილს დაადგინა უცნობი პირის ვინაობა, რომელიც აღმოჩნდა რ-–---- პ------–ი, რის შესახებაც აცნობა გამომძიებელს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ შესყიდვა სამჯერ ან ოთხჯერ განხორციელდა რუსთავ-თბილისის გზატკეცილსა და გორების მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის პ------–ი - 2019 წლის 17 აპრილს. შესყიდვებში ფიგურირებდნენ დ----- ა-----–---–ი, გ------ ს---–-------ე და რ-–---- პ------–ი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გ------ ს---–-------ის მობილური ტელეფონი არ ისმინებოდა. თბილისი-რ--------- გზატკეცილზე დ----- ა-----–---–მა გ------ ს---–-------ეს ორჯერ გადასცა თანხა და შეიძინა ნარკოტიკული საშუალება.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწის - მოწმე ა---- ზ-------ის ჩვენებით, 2019 წლის 17 აპრილს, იალღუჯის მთების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრისას გ------ ს---–-------ემ დ----- ა-----–---–ს მიუტანა ე.წ. ,,ბაში“, რომელიც გახსნა დ----- ა-----–---–მა და ნახა, რომ მასში მოთავსებული იყო ყავისფერი ფხვნილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ე.წ. ,,ბაში“ ამოღებული იქნა მის მიერ, რაც დაილუქა ადგილზევე და გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოაღნიშნული ფხვნილი იყო ნარკოტიკული საშუალება.
პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ს------ შ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა აღნიშნული პირიც, კერძოდ, 2019 წლის 18 აპრილს ქ.რ--------- შემოსასვლელში, ქ--------- მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც თავად იყო გზის მეორე მხარეს, რის გამოც ვერ დაინახა ვინ იჯდა ავტომანქანაში. მან დაინახა, რომ რ--------- გასასვლელში გაჩერდა ავტომანქანა ,,ვიტსი“, რომელთანაც მივიდა პირი, რომელმაც მანქანაში მჯდომისგან აიღო ნარკოტიკული საშუალება. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ მან ამოიღო ქაღალდში შეხვეული ერთი შეკვრა მასა, რომელზეც დაინიშნა ექსპერტიზა. მან ასევე დაკითხა მოწმე, რომლისგანაც ამოიღო ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულმა პირმა განუმარტა, რომ ავტომანქანა ,,ვიტსში“ ისხდნენ გ------ ს---–-------ე, რ-–---- პ------–ი და მცირეწლოვანი ბავშვი. მისთვის ცნობილი არ არის საკონტროლო შესყიდვის დროს ვინ დაუკავშირდა გ------ ს---–-------ეს. მოწმის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“.
მოწმე დ----- ა-----–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის აპრილში ახლობლისგან გაიცნო გ------ ს---–-------ე, რომელმაც შესთავაზა 150 ლარად ნარკოტიკული საშუალების შეძენა, რაზეც დაფიქრდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საღამოს დაშორდა აღნიშნულ პირს, ეს ყველაფერი მოეჩვენა საეჭვოდ, ამიტომ მიმართა ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილებას. იგი შეხვდა გამომძიებელ გ------- თ---–---–ს და უთხრა, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სურდა განცხადების დაწერა, რის შემდეგაც იგი პოლიციას დათანხმდა თანამშრომლობაზე. ერთი კვირის შემდეგ დაურეკეს და მან გამომძიებლის მითითებით დაიწყო მოქმედება, კერძოდ, გადასცეს თანხა - 150 ლარი, რომლითაც გ------ ს---–-------ისგან უნდა შეეძინა ნარკოტიკი. ამის შემდეგ მან დაურეკა გ------ ს---–-------ეს, რომელსაც შეხვდა ფონიჭალაში და გადასცა 150 ლარი. მათ დათქვეს შეხვედრის ადგილი და დაშორდნენ ერთმანეთს. იმავე დღეს, საღამოს 6 საათისთვის, მას დაურეკა გ------ ს---–-------ემ და მიანიშნა შეხვედრის ადგილი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ რ--------- გზატკეცილზე. თავად გ------ ს---–-------ეს ნარკოტიკი არ ჰქონდა, თუმცა მიანიშნა ორ უცნობ პირზე და რომ მოხდებოდა გაყოფა. ისინი მივიდნენ აღნიშნულ ადგილზე, სადაც მოხდა ნარკოტიკული საშუალების გაყოფა, იქ იმყოფებოდა გ------ ს---–-------ეც. ამის შემდეგ იგი შეხვდა გამომძიებელს, რომელმაც მისგან ამოიღო აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება. მეორე დღეს იგი კვლავ დაუკავშირდა გ------ ს---–-------ეს და შეხვდა ფონიჭალაში, გადასცა 150 ლარი და უთხრა, რომ იმ დღეს სამსახურის გამო არ ეცალა, ამიტომ ნარკოტიკის შოვნის შემთხვევაში დაერეკა მისთვის. საღამოს ექვსი საათისთვის, რ--------- გასასვლელთან, ქ--------- მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც მანქანაში ისხდნენ გ------ ს---–-------ე, ერთი უცნობი მამაკაცი და ქალბატონი. მან გააღო ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარი, სადაც იჯდა რ-–---- პ------–ი, რა დროსაც მას გ------ ს---–-------ემ გადასცა ნარკოტიკი და უთხრა, რომ აღნიშნული არ იყო 150 ლარის, იყო 100 ლარის ღირებულების, რადგან ნაწილი დააბნია ქარმა. მან გ------ ს---–-------ეს უთხრა, რომ არ სურდა 50 ლარის უკან აღება და აღნიშნული თანხა დაემატებინა შემდეგ ჯერზე ნარკოტიკის შესაძენად გადაცემულ თანხაზე. გ------ ს---–-------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფაქტი დაინახა რ-–---- პ------–მაც, რომელმაც პაკეტის გახსნისას უთხრა, რომ მას თუ არ უნდოდა ის აიღებდა ნარკოტიკს. მათთან დაშორების შემდეგ შეხვდა გამომძიებელს, რომელმაც მისგან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება.
მოწმის განმარტებით, იმ დღეს, როდესაც მან გაიცნო გ------ ს---–-------ე, მასთან შეხვედრიდან დაახლოებით ერთ საათში თავის დაზღვევის მიზნით წავიდა პოლიციაში. მან ნარკოტიკის შესაძენად გ------ ს---–-------ეს გადასცა გამომძიებლისგან მიღებული თანხა, ამ დროს ნარკოტიკული საშუალება გ------ ს---–-------ეს თან არ ჰქონდა. იგი წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და დაახლოებით იცის რამდენია 150 ლარის ნარკოტიკი, თუმცა იმ დროს აღარ მოიხმარდა. პირს, რომელმაც მას 2019 წლის 17 აპრილს გადასცა ნარკოტიკი, არ იცნობს. ნარკოტიკის გასაყოფად მისვლისას მას გ------ ს---–-------ემ მიუთითა უშუალოდ იმ პიროვნებაზე, ვისაც ჰქონდა ნარკოტიკი. ადგილი არ ჰქონია ისეთ შემთხვევას, რომ მას და გ------ ს---–-------ეს ერთად შეეძინათ ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკი გაიყო იალღუჯის მთაზე, საიდანაც მას შეხვდა 150 ლარის ღირებულების. მისთვის უცნობია რა ღირდა ის ნარკოტიკი მთლიანად, რომელიც გაიყო ოთხმა კაცმა. 17 აპრილს მისთვის გ------ ს---–-------ეს ნარკოტიკი არ გადაუცია, მეორე ეპიზოდში კი მანქანაში გადასცა ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ აღნიშნა, რომ იალღუჯის ტერიტორიაზე მას სხვა დროს ნარკოტიკი არ შეუძენია. იგი ამ მოქმედებების დროს დაკავებული არ ყოფილა.
პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 2019 წლის 17 აპრილს განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კრებსი (რეგისტრაციის N3623, გაფორმების თარიღი 18.04.2019), რომლის თანახმად, მამაკაცი (მ) მიდის სუპერმარკეტის წინ გაჩერებულ ერთ-ერთ მანქანასთან, რომლის საჭესთან იჯდა კაპიშონწამოხურული მამაკაცი (მ1), რომელთა შორის გაიმართა შემდეგი შინაარსის საუბარი: მამაკაცი (მ1) - რამდენი გაქვს? მამაკაცი (მ) - ასორმოცდაათი. მამაკაცი (მ1) - ბიჭო ერთი ჩემი ,,ბრატი“ მოდის, გამოვიტანთ რა ერთი ცალი შეკრული აქვს მთლიანად და რ-–----ა მოდის, მაგასაც შეკრული აქვს და იქ ჩაგსვამ. მამაკაცი (მ) - კარგი ,,ხარაშო“. მამაკაცი (მ1) - მე მქონდეს შენი ფული? მამაკაცი (მ) - ჰო, რომ გქონდეს შენ, ხო აზრზე ხარ და რავი, სანამ თქვენ მოყომარდებით, მე მგონი მეც მოვგვარდები მანამდე. მამაკაცი (მ) შეუთანხმდა მამაკაც (მ1), რომ შეხმიანებოდა და ნახავდა. შემდეგ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი გადაადგილდება შემაღლებულ ადგილზე. მოშორებით ჩანს მათი გაჩერებული ავტომანქანები. ისინი ეძებენ მოფარებულ ადგილს და თან საუბრობენ. მამაკაცი (მ2) - ,,ზდაროვა“ ძმა! ჩემი იყო ძმა 150. მამაკაცი (მ) - ჰო. მამაკაცი (მ2) – 150-ია ჩემი, ძმა. 150-ია შენი, მე რავი რაც გვითხრეს, გადმოგვიყარეს და 100 ამ კაცის არის ძმა. მამაკაცი (მ) - ჰო. მანქანაში არ გვინდა, სადმე გავყოთ რა. აღნიშნულის შემდეგ აღნიშნული პირები ყოფენ რამდენიმე ნაწილად. ვიდეო ჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი (მ) მიდის გარკვეული მიმართულებით. გზად მას შეხვდა თავისი მანქანით მდგომი მამაკაცი (მ1). შორიახლოს კი იდგა მამაკაცი (მ2), რომელიც ამბობს - მივეცით იმ კაცს. მამაკაცი (მ) - ჰო მეც გადავუყარე. მამაკაცი (მ1) - აა გადაუყარეთ იმას? მამაკაცი (მ) - ჰო, იმანაც გადაუყარა, მეც. ,,დავაი, სბოგამ!“
სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა 2019 წლის 18 აპრილს განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კრებსი (რეგისტრაციის N3665, გაფორმების თარიღი 19.04.2019). ვიდეოჩანაწერში ჩანს ფეხით მიმავალი მამაკაცი (მ), რომელიც გადაადგილდება კორპუსებს შორის არსებულ ერთ-ერთ ქუჩაზე და ხვდება მამაკაცს (მ1), რომელიც თეთრი ფერის მანქანაში ზის, ქალბატონთან და ბავშვთან ერთად. მათ შორის საუბარი არის შემდეგი შინაარსის: მამაკაცი (მ) - ,,ზდრასტი“ რას შვები? მამაკაცი (მ1) - რავი 300 ლარი გვაკლდება. მამაკაცი (მ) - კიდევ? ვაა! მამაკაცი (მ1) - მომე აბა, შენი 150. მამაკაცი (მ) იღებს ფულს და აწვდის 100 ლარიან და 50 ლარიან კუპიურას. მამაკაცმა (მ1) გამოართვა ფული 150 ლარი და შეთანხმდნენ, რომ მამაკაცი (მ1) დაურეკავდა მოგვიანებით. ჩანაწერში Rec1-002 ჩანს მამაკაცი (მ), რომელიც მივიდა ტრასის პირას გაჩერებულ მანქანასთან, რომლის საჭესთან იჯდა ქალბატონი, გვერდით მამაკაცი (მ1), უკან ბავშვი და შუახნის მამაკაცი. მისალმების შემდეგ მამაკაცმა (მ1), ისე, რომ არ გადმოსულა ავტომანქანიდან, მამაკაცს (მ) ხელში რაღაც პატარა შეფუთვა გადასცა. მამაკაცი (მ1) – 100 ლარის ფაქტია. მამაკაცი (მ2) - ნახე თუ გინდა აქვე ნახე, თუ არა და, თუ არ მოგეწონება მომე, ავიღებ და ბაბუმ მე დავდებო ფულს. მამაკაცი ხელით სინჯავს ცელოფანში მოთავსებულ თეთრი ფერის ნივთიერებას. მამაკაცი (მ1) - შენ თუ არ გინდა ეგ ფაქტი, მოიტა და ბაბუ ფულს მოგცემს. მამაკაცი (მ) - როგორ არ მინდა ძმაო, ელოდება ხალხი. მამაკაცი ხსნის ცელოფანს და შიგ მოთავსებულ პატარა თეთრ ქაღალდს ხსნის, რომელშიც ფხვნილი ყრია. მამაკაცი (მ2) - აი, ქარი ... გააღო კარი, გაყოფილი იყო, წაიღო კაროჩე რაც დაგვრჩა, დაგვრჩა რა და რაც არა რა ვუყოთ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 08 მაისს 14:15 საათიდან 14:58 საათამდე პერიოდში დეტექტივ-გამომძიებელ ს--–---- ე---–----–---–ის მიერ გაიხსნა და დათვალიერდა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის N11დ-57-19 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელშიც ასახულია ქ.თბილისი, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში 2019 წლის 17 აპრილს დ----- ა-----–---–ის და გ------ ს---–-------ის შეხვედრა, ფულადი თანხის გადაცემა და საუბრის დეტალები. ასევე ასახულია 2019 წლის 17 აპრილს ქ.თბილისი, წითელი ხიდის ცენტრალური მაგისტრალიდან დაახლოებით 200 მეტრში, იალღუჯის მთის ფერდობზე დ----- ა-----–---–ის და გ------ ს---–-------ის შეხვედრის, ნარკოტიკული საშუალების გადაცემის და მათი საუბრის დეტალები. ასევე გაიხსნა და დათვალიერდა ქაღალდის კონვერტი წარწერით „18,04.2019 რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 16.04.2019 წლის N11დ-57-19 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფ.ს.ბ-ს შედეგად მოპოვებული მასალა: ერთი ცალი ,ARITA-ს“ ფირმის DVD-R დისკი, დისკის md5sum 80bfe104112af2ee0ca94dd4c2b972b6. პაკეტი დალუქულია N6/2/1 ბეჭდით, „საიდუმლო“. ლუქებზე ადევს ხელმოწერა და ზედა მარჯვენა კუთხეში ადევს სველი ბეჭედი „საიდუმლო“. გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ვერცხლისფერი DVD-R დისკი, რომელზეც მოთავსებულია ორი ცალი ვიდეო ფაილი წარწერით Recl-0001 და Recl_0002. აღნიშნული ფაილებზე ასახულია 2019 წლის 18 აპრილს ქ.თბილისი, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში დ----- ა-----–---–ის და გ------ ს---–-------ის შეხვედრა, ფულადი თანხის გადაცემის და საუბრის დეტალები. ასევე ასახულია 2019 წლის 18 აპრილს ქ. რუსთავი, ქ--------- მოედანზე დ----- ა-----–---–ისა და გ------ ს---–-------ის შეხვედრის დეტალები და ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმი №------- დადგენილია, რომ 2019 წლის 17 აპრილს, რ--------- საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 16 აპრილის N11დ-57-19 განჩინების საფუძველზე, რ--------- გზატკეცილი N19/2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი, რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც განხორციელდა დ----- დ--–---ის ძე ა-----–---–ის და გ------ შ--–--ს ძე ს---–-------ის და მისი თანმხლები პირების შეხვედრის და საუბრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. იმავე განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 18 აპრილს რ--------- გზატკეცილი N19/2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდეგ ქ.რუსთავი, ქ--------- მოედანზე განხორციელდა დ----- დ--–---ის ძე ა-----–---–ის, გ------ შ--–--ს ძე ს---–-------ის და მისი თანმხლები პირის შეხვედრის და საუბრის მიმართ განხორციელდა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 17 მაისს 12:05 საათიდან 12:40 საათამდე პერიოდში გაიხსნა და დათვალიერდა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის N11დ-57-19 განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა. დისკზე ასახულია, რომ 2019 წლის 18 აპრილს, მოწმე დ----- ა-----–---–ი ავტომანქანით მიემართება ქ.რუსთავი, ქ--------- მოედნის მიმართულებით. ადგილზე მისვლისას, იგი გადმოდის ავტომანქანიდან და მიემართება ქ.რუსთავი, ქ--------- მოედანზე გაჩერებულ ვერცხლისფერი ფერის „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანისკენ, უახლოვდება მას მარჯვენა მხრიდან და ხსნის უკანა მარჯვენა კარს, რა დროსაც კადრში ჩნდება გ------ ს---–-------ე, რომელიც ზის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის გვერდით სავარძელში, ხოლო მის გვერდით, საჭესთან ზის ახალგაზრდა ქალბატონი. მოწმე დ----- ა-----–---–ის განცხადებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ქალბატონის ვინაობა. გ------ ს---–-------ის უკან, უკანა მარცხენა მხარეს ზის შუახნის მამაკაცი, რომელიც, მოწმე დ----- ა-----–---–ის განცხადებით, არის რ-–---- პ------–ი, რომელსაც იცნობს კარგად, იგი ცხოვრობს ქ. თბილისში და არის დაახლოებით 4--–-–ის. აღნიშნული მამაკაცის გვერდით, მძღოლის უკანა სავარძელში ზის მცირეწლოვანი ბიჭი. მოწმე დ----- ა-----–---–ის მიერ ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის გამოხსნისთანავე გ------ ს---–-------ე მას აწვდის პატარა ზომის შეფუთვას. შეფუთვის გამორთმევის შემდეგ მოწმე დ----- ა-----–---–ი და გ------ ს---–-------ე იწყებენ საუბარს. გ------ ს---–-------ე დ----- ა-----–---–ს ეუბნება: „რომ იცოდე კარგად, დაიყარა რა, დაიფანტა. მარა რადგან მე შენ გამოგართვი მაგ თანხა და პასუხისმგებლობა ავიღე, მაგიტომ ვასწორებ სიმონ რა“. მოწმე დ----- ა-----–---–ი გ------ ს---–-------ეს ეკითხება: „აქ ეს ერთ სამ კაცზე გაქაჩავს?“ გ------ ს---–-------ე კი პასუხობს „ჩვეულებრივად 100 ლარის ფაქტია, დაკლებული კი არ არის“, ამ მომენტში დიალოგში ერთვება შუახნის მამაკაცი, რომელიც მოწმე დ----- ა-----–---–ის განცხადებით არის რ-–---- პ------–ი, რომელიც დ----- ა-----–---–ს მიმართავს ,,ნახე თუ გინდა აქვე ნახე, თუ არა და თუ არ მოგეწონება რამე, წავიღებ და ბაბუმ მე დავდებო ფულს“. ამ საუბრის დროს მოწმე დ----- ა-----–---–ი ხსნის მის ხელში არსებულ გ------ ს---–-------ის მიერ გადაცემულ პატარა ზომის შეფუთვას, კერძოდ, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტს, რომელშიც მოთავსებულია თეთრი ფერის ქაღალდი, ხოლო ქაღალდის გახსნისას მასში ყრია მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რა დროსაც შუახნის მამაკაცი, რომელიც დ----- ა-----–---–ის განცხადებით არის რ-–---- პ------–ი მიმართავს მას: „ერთი ოთხიც გაიკეთებს, ნარმალნაა, დაჟე 150-ის არის, დაყრილია და ძაან ბევრი დაგვეკარგა, აი ქარი, გააღო კარი გაყოფილი იყო, წაიღო და კაროჩე რაც დაგვრჩა, დაგვრჩა რა და რაც არა, რა ვუყოთ“. მოწმე დ----- ა-----–---–ი საუბრის დროს კეცავს თეთრი ფერის ქაღალდის შეფუთვას და ამბობს „არაუშავს, კაია რა“, რაზეც შუახნის მამაკაცი, რომელიც, დ----- ა-----–---–ის განცხადებით არის რ-–---- პ------–ი, პასუხობს: „კარგადაა ძმა, დაჟე 150-საც არის“. აღნიშნული დიალოგის შემდეგ ისინი ემშვიდობებიან ერთმანეთს, მოწმე დ----- ა-----–---–ი კეტავს ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარს და მიემართება ქ.რ-------–ი, ქ--------- მოედანზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით.
2019 წლის 27 მაისის გამოკვლევის N------ დასკვნით დადგენილია, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგად გ------ ს---–-------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მეტადონის, ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა თ-------–---–---–მა.
მოწმე ი-----–- გ---–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. მისთვის ცნობილი იყო, რომ 2019 წლის აპრილში, მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება გ------ ს---–-------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. 2019 წლის 27 მაისს, ზემო ფონიჭალაში, მარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მიერ შეჩერებულ იქნა გ------ ს---–-------ე, რომელსაც განემარტა უფლებები და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ამის შემდეგ იგი დააკავეს და გადაიყვანეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. მოწმის განმარტებით, გ------ ს---–-------ე ასევე გადაიყვანეს ნარკოლოგიურ კაბინეტში, სადაც ჩატარებული გამოკვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული თრობა, კერძოდ მეტადონის, ოპიუმის ჯგუფის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. მას სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და არც დ----- ა-----–---–ს იცნობს.
მოწმე ზ------ ვ-------–---–ის ჩვენებით, მუშაობს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში. 2019 წლის 27 მაისს, ქ. თბილისი, შავნაბადის ასახვევიდან დაახლოებით 100 მეტრში, მარკეტ ,,ზ-------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს რ-–---- პ------–ი, რომელსაც განუმარტეს ბრალდების არსი და დააკავეს. დაკავების ოქმს, რომელიც შედგა ადგილზე, რ-–---- პ------–მა ხელი არ მოაწერა. ამის შემდეგ რ-–---- პ------–ი გადაყვანილი იქნა ქ.რუსთავი, ფ----------------------ში, რის შემდეგაც მოთავსებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. რ-–---- პ------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მხოლოდ პირადი ნივთები, მისგან ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ.
ბინის ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 27 მაისს, 14:37 საათიდან 15:10 საათზე, ჩატარდა ქ----------------------------------------------ში მდებარე გ------ ს---–-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელი ოთახის ფანჯრის რაფიდან ამოღებული იქნა პლასტმასის გამჭვირვალე ქილაში მოთავსებული მომწვანო ფერის ერთი ძირი მცენარე. ასევე, სამზარეულო ოთახში არსებული ნაგვით სავსე თეთრი ფერის პოლიეთილენის პაკეტიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ე.წ. ინსულინის საინექციო შპრიცი თავისივე თავსახურით, ერთი ცალი 2მლ გრამიანი საინექციო შპრიცი თავისივე თავსახურით და მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის სითხე, 2 ცალი მცირე ზომის მინის ფლაკონი შიგთავსში შავი ფერის ლაქებით. საგამოძიებო მოქმედების სისწორე ასევე დაადასტურეს მოწმეებმა კ------- პ-----–---–მა და ე-----–- ა-------–---–მა.
მოწმე ნ----- ბ---–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ გ------ ს---–-------ე არის მისი მეუღლე, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. მათ საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული იქნა ორი ცალი ნახმარი შპრიცი, ხოლო აივნიდან ამოღებული იქნა მარიხუანა. ის და მისი მეუღლე იყვნენ სულ ერთად, რადგან ჰყავთ ცერებრალური დამბლით დაავადებული შვილი, რომელიც ყოველდღე დაჰყავდათ ყინწვისის მონასტერში და გ------ ს---–-------ის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს არასდროს ჰქონია ადგილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 28 მაისის ექსპერტიზის N----------------- დასკვნით, გ------ ს---–-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:
▪ 2 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების საინექციო შპრიცში მოთავსებული 0,3 მლ მოყავისფრო ფერის მღვრიე სითხე შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინს 0.00634 გრამის ოდენობით.
▪ 1 მლ-იანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ,,ინსულინის“ ცარიელი შპრიცის შიდა კედელზე არსებული მოყავისფრო ფერის სითხის წვეთები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ 0,000529 გრამის ოდენობით.
▪ 2 ცალი უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ფლაკონის (ქაღალდის ეტიკეტებით: ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКТРАКТ“) შიდა კედელზე არსებული ყავისფერი ნივთიერების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,01927 გრამის ოდენობით.
▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო რაოდენობა შეადგენს - 0.026139 გრამს.
დასკვნების სისწორე დაადასტურა ექსპერტმა პ------ წ--–---–--ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთმტკიცებები იყო დალუქული, ლუქზე აღინიშნებოდა ბეჭედი, ხელმოწერები და თარიღები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 28 მაისის ექსპერტიზის N------------------ დადგენილია, რომ გ------ ს---–-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული უფერო გამჭვირვალე პოლიმერული მასალის მიწით სავსე თავგადაჭრილ ჭურჭელში ჩარგული მწვანე ფერის მცენარის ერთი ძირი ნედლ მდგომარეობაში, წონით ფესვის გარეშე - 13,73 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება მცენარე - კანაფს.
ექსპერტიზის N-----------------, N----------------- და N------- დასკვნების სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----–------ემ.
ბრალდებულმა გ------ ს---–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და ჩართულია მეტადონის პროგრამაში. ნარკოტიკს მოიხმარდა მეტადონის პროგრამიდან გამოსვლის და ნარკოტიკის მოხმარებისთვის თავის დანებების გამო. ნარკოტიკი ფონიჭალაში ღირდა ძვირი, რის გამოც ერთი ადამიანი მის ყიდვას ვერ შეძლებდა, ამიტომ რამდენიმე ადამიანი აგროვებდა ფულს, ყიდულობდნენ, კერძოდ, რეკავდნენ გამსაღებელთან, რომელიც ეუბნებოდა სად იქნებოდა ნარკოტიკი, მიდიოდნენ მითითებულ ადგილზე ტოვებდნენ ფულს და იღებდნენ ნარკოტიკს. ნარკოტიკს იღებდა სხვადასხვა პირი. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული დ----- ა-----–---–იც, რომელიც დაახლოებით 4-5 თვის წინ გაიცნო საერთო მეგობრისგან, დაუმეგობრდა და თითქმის ყოველ მეორე დღეს ჰქონდა მასთან კომუნიკაცია. შეძენის შემდეგ ნარკოტიკს იკეთებდნენ ადგილზე, დ----- ა-----–---–ს კი თავისი წილი მიჰქონდა. ბალდებულის განმარტებით, დ----- ა-----–---–ი დაკავებული ჰყავთ ნარკოტიკული საშუალების გასაღებაზე და მან პირადი ინტერესის გამო ,,აიკიდა“ კამერა. კადრში ჩანს, რომ დ----- ა-----–---–ი მიდის მასთან და ეუბნება ,,რას შვებით არ ვყიდულობთ?“. იმ ადგილზე, სადაც ნარკოტიკი გაიყო, გ------ ს---–-------ე იყო დ----- ა-----–---–თან ერთად. 2019 წლის 17 აპრილის ეპიზოდში 100 ლარის ნარკოტიკი იყო მისი. 2019 წლის 18 აპრილს დილით დ----- ა-----–---–ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ იყო ცუდად, ოჯახი ენგრეოდა, არ ჰყავდა მანქანა, რის გამოც ვერ ადიოდა გორაზე და თხოვა ჩამოეტანა ნარკოტიკი. ამის გამო მან შეაგინა დ----- ა-----–---–ს და უთხრა, რომ იგი თავის ფაქტსაც არ ატარება და რატომ უნდა ეტარებინა მისი წილი. მიუხედავად ამისა, მან აიღო ქაღალდში შეხვეული ნარკოტიკი - დ----- ა-----–---–ის წილი, შეხვდა ამ უკანასკნელს და მისცა. დ----- ა-----–---–მა გახსნა და დაიწყო წუწუნი, რომ იყო ცოტა, რაზეც უპასუხა, რომ ნაწილი გაიფანტა გაყოფის დროს და თუ უნდოდა მის მიერ მიცემული 150 ლარიდან უკან დაუბრუნებდა 50 ლარს. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ არც ერთი გამსაღებელი არ ახვევს ქაღალდში ნარკოტიკს და გასაყიდი ნარკოტიკი ყოველთვის დევს ცელოფნის პაკეტში. იგი არის პროვოცირების მსხვერპლი, ქალაქში ყველა იცნობს და ვერავინ იტყვის, რომ გამსაღებელია, არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ ბავშვი მიჰყავდა მონასტერში და მთელ დღეს ატარებდა ოჯახთან ერთად. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მან თავად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება დ----- ა-----–---–ისგან, კერძოდ, შეგროვებული თანხა გადასცეს დ----- ა-----–---–ს, რომელიც წავიდა და გამოიტანა ნარკოტიკული საშუალება. ვინაიდან ნარკოტიკი ღირდა ძვირი, მას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ მარტოს ეყიდა ნარკოტიკი. მისი სახლიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და კანაფი იყო მისი. 2019 წლის 17 და 18 აპრილს მას ნარკოტიკული საშუალება არ მიუტანია. 2019 წლის 18 აპრილს იგი პირად საქმეზე მიდიოდა ქ.თბილისში, რა დროსაც ქალაქის გასასვლელში შეხვდა მისთვის კარგად ნაცნობი რ-–---- პ------–ი, რომელმაც გააჩერა ავტომანქანა წაყვანის მიზნით. იმ დროს, როდესაც მოხდა ნარკოტიკის გადაცემა, რ-–---- პ------–ი საუბრობდა ტელეფონზე და მისთვის არ იყო ცნობილი რაზე მიდიოდა საუბარი.
ბრალდებულმა რ-–---- პ------–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 18 აპრილს, მის შვილს ჰქონდა დაბადების დღე. ქ.რ-------–ი ჩამოსული იყო ბიძაშვილებთან, საიდან გამოსვლის შემდეგაც შეხვდა გ------ ს---–-------ე, რომელიც იყო ოჯახთან ერთად. იგი ჩამოვიდა სამარშუტო ტაქსიდან და ჩაჯდა გ------ ს---–-------ის ავტომანქანაში. მან არ იცოდა ვის ელოდებოდა გ------ ს---–-------ე. იმ დროს, როდესაც დ----- ა-----–---–მა გამოაღო ავტომანქანის კარი, თავად საუბრობდა ტელეფონზე. დ----- ა-----–---–ი ყვიროდა ,,ცოტაა, ცოტაა“, რაც გაიგო მან და დ----- ა-----–---–ს უთხრა, თუ არ უნდოდა მიეცა მისთვის და ის იყიდდა, რაზეც დ----- ა-----–---–მა უთხრა უარი, ქაღალდში შეახვია გ------ ს---–-------ისგან გადაცემული ნარკოტიკული საშუალება და წავიდა. იგი დ----- ა-----–---–ს შეხვდა შემთხვევით, მანამდე მას არ იცნობდა. იცოდა, რომ დ----- ა-----–---–ი ნარკოტიკულ საშუალებაზე საუბრობდა, რადგან მას წარსულშიც აქვს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, რ-–---- პ------–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო გ------ ს---–-------ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებებში გამართლების მოთხოვნით. შესაბამისად, რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------ ს---–-------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებზე.
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პ------–ი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც გ------ ს---–-------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებებში, ჩადენილი არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (2019 წლის 17 აპრილის და 18 აპრილის ეპიზოდი).
აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე დ----- ა-----–---–ის განცხადება, რომლის თანახმად, 2019 წლის 13 აპრილს მას გ------ ს---–-------ემ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენა. კერძოდ, უთხრა, რომ ე.წ. ,,ბაშს“ მიყიდდა 150 ლარად. გამოძიების პროცესში მოხდა დ----- ა-----–---–ის გამოკითხვა, სადაც მოწმემ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.
პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს ამ ნაწილში საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო დ----- ა-----–---–მა.
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმი №-----ს თანახმად, 2019 წლის 17 აპრილს, რ--------- გზატკეცილი N19/2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი, რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც განხორციელდა დ----- დ--–---ის ძე ა-----–---–ის და გ------ შ--–--ს ძე ს---–-------ის და მისი თანმხლები პირების შეხვედრის და საუბრის ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. 2019 წლის 18 აპრილს კი, რ--------- გზატკეცილი N19/2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდეგ ქ.რუსთავი, ქ--------- მოედანზე განხორციელდა დ----- დ--–---ის ძე ა-----–---–ის, გ------ შ--–--ს ძე ს---–-------ის და მისი თანმხლები პირის შეხვედრის და საუბრის მიმართ განხორციელდა ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ის ფაქტი, რომ ჩანაწერის მიხედვითაც კი არ დგინდება გ------ ს---–-------ის მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს.
თავდაპ------–ად, პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შემადგენლობაზე, რომელიც დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამავე მუხლით, ასევე დასჯადია ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.
მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ----- ა-----–---–მა ორივე შემთხვევაში, თანხა 150-150 ლარის ოდენობით, გადასცა გ------ ს---–-------ეს. აღსანიშნავია, რომ თავად გ------ ს---–-------ემ არ უარყო თანხის გამორთმევის ფაქტი და აღნიშნული დაუკავშირა იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გროვდებოდა რამდენიმე ადამიანი, ხოლო შემდეგ, გადახდილი თანხის პროპორციულად ხდებოდა მათ შორის ნარკოტიკის გაყოფა. მსჯავრდებულმა ასევე დაადასტურა 2019 წლის 17 აპრილს იალღუჯის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი, ისევე, როგორც 2019 წლის 18 აპრილს ავტომანქანაში დ----- ა-----–---–ისთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა.
მოწმე დ----- ა-----–---–მა დაადასტურა მისი ჩვენება, რაც ეხება ნარკოტიკული საშუალების გ------ ს---–-------ისგან შეძენას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თანამშრომლობის შედეგად მიიღო თუ არა რაიმე სახის შეღავათი ან ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დაინტერესება დ----- ა-----–---–ს. მოწმემ არ დაადასტურა რაიმე სახის ზეწოლის ან დაინტერესების ფაქტი, შესაბამისად, პალატა დაცვის მხარის არგუმენტს მოწმის ინტერესის თაობაზე, ვერ გაიზიარებს. დ----- ა-----–---–მა საკუთარი სურვილით მიმართა განცხადებით საგამოძიებო ორგანოს, ამასთან, გამოკითხვის ოქმში გამოთქმული აქვს თანამშრომლობის სურვილი. სასამართლოში დაკითხვის დროს კი აღნიშნა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, თუმცა აღნიშნულ დროს აღარ მოიხმარდა ნარკოტიკს. გარდა ამისა, დაკითხვისას მოწმეს არ დაუდასტურებია რომ იგი დაკავებული იყო ან რომელიმე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან მასზე განხორციელდა უკანონო ქმედებები, რის გამოც მან დანაშაულის ჩადენაში ამხილა გ------ ს---–-------ე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ------ ს---–-------ეს და დ----- ა-----–---–ს რამდენიმე თვის მანძილზე ჰქონდათ სისტემატური კომუნიკაცია და ურთიერთობა. მოცემული საქმის ფარგლებში ასევე არ არის გაცემული განჩინება სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ, შესაბამისად, გ------ ს---–-------ის მოთხოვნა დ----- ა-----–---–თან განხორციელებული საუბრების შინაარსის გამოთხოვასთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო.
პალატას გ------ ს---–-------ის მიერ დ----- ა-----–---–ზე 2019 წლის 17 და 18 აპრილს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი დადასტურებულად მიაჩნია როგორც მოწმე დ----- ა-----–---–ის ჩვენებით, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. გ------ ს---–-------ის პოზიცია, რომ მას დ----- ა-----–---–ზე არ გაუსაღებია ნარკოტიკული საშუალება, მხოლოდ ეხმარებოდა მას და ამ მიზნით წამოუღო მისი წილი ნარკოტიკი 2019 წლის 18 აპრილსაც, დაუსაბუთებელია და არ გამორიცხავს გასაღების შემადგენლობას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში თავად დ----- ა-----–---–მაც განმარტა, რომ პ------– ეპიზოდში მას სხვა პირმა გადასცა ნარკოტიკული საშუალება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მან ორივე შემთხვევაში გ------ ს---–-------ეს გადასცა ნარკოტიკის შესაძენად გამოძიების მიერ საკონტროლო შესყიდვისთვის გამოყოფილი - 150 ლარი. დ----- ა-----–---–ს გ------ ს---–-------ემ აცნობა იმ ადგილის შესახებ, სადაც უნდა მისულიყო ნარკოტიკული საშუალების წასაღებად, ადგილზე მისულმა კი სხვა პირებთან ერთად გაიყო ნარკოტიკული საშუალება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდებარე ტერიტორიაზევე იმყოფებოდა თავად გ------ ს---–-------ეც. 2019 წლის 19 აპრილს კი პირადად გადასცა ნარკოტიკული საშუალება.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. თითოეულ შემთხვევაში ამოღებული ნივთიერებები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნებში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პალატას არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ----- ა-----–---–ის ჩვენებაში, რომელმაც დეტალურად აღწერა რა ურთიერთობა ჰქონდა გ------ ს---–-------ესთან და მიუთითა საკონტროლო შესყიდვისას თუ როგორ და რა ფასად შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები. პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ მიუთითებენ დანაშაულის პროვოცირებაზე, რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას და დ----- ა-----–---–ის დაინტერესებას, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
პ------–ი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დადგენილია, რომ გ------ ს---–-------ეს დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. შესაბამისად სახეზეა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა, ისევე, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მსჯავრდება გახდა კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშნის საფუძველი - დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ნარკოტიკული საშუალების თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
რაც შეეხება რ-–---- პ------–ის მიმართ წარდგენილ ბრალს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით კრიმინალიზებულია მოქალაქეობრივი ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. აღნიშნული ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც შეუტყობინებლობით შესაძლოა ხელი შეეშალოს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, ამასთან, მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ სამართლებრივი შეგნება მომხდარი მძიმე ანდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტი შეატყობინონ შესაბამის ორგანოებს.
რ-–---- პ------–ს, როგორც მოწმეს და თვითმხილველს, რომელმაც იცოდა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, უნდა შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ამასთან, შეტყობინების საშუალების მოძებნა სირთულე არ უნდა ყოფილიყო, შეტყობინების ნების შემთხვევაში.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით და თავად დ----- ა-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 აპრილს, იმ დროს, როდესაც გ------ ს---–-------ემ დ----- ა-----–---–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რ-–---- პ------–ი იჯდა გ------ ს---–-------ის ავტომანქანაში. მისთვის ცნობილი იყო, რომ გ------ ს---–-------ემ დ----- ა-----–---–ს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. გარდა დ----- ა-----–---–ის ჩვენებისა, აღნიშნული დასტურდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით, სადაც ნათლად იკვეთება, რომ რ-–---- პ------–ი თავადაც ჩართულია გ------ ს---–-------ის და დ----- ა-----–---–ის საუბარში. აღნიშნული არ უარყო თავად რ-–---- პ------–მაც და აღნიშნა, რომ იცოდა საუბარი რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა, რადგან მას წარსულშიც აქვს შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. მიუხედავად ამ განმარტებისა, რ-–---- პ------–ს აღნიშნული ფაქტის სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობა არ მიაჩნია დანაშაულად, რაც, პალატის შეფასებით, მიუთითებს სწორედ მის დამოკიდებულებაზე შეუტყობინებლობის ფაქტთან დაკავშირებით. არც ის გარემოება ათავისუფლებდა რ-–---- პ------–ს შეტყობინების ვალდებულებისგან, რომ გ------ ს---–-------ის მიმართ უკვე მიმდინარეობდა გამოძიება.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პ------–ი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50).
პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ გ------ ს---–-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო რ-–---- პ------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პ------–ი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცემები, არამედ დამნაშავის ქმედებებიც. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
მართალია, რ-–---- პ------–მა სააპელაციო სასამართლოში ითხოვა წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, თუმცა, მიუთითა სასჯელის სიმკაცრეზე და მის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მიუხედავად რ-–---- პ------–ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პალატა მოკლებულია სასჯელის შემცირების სამართლებრივ შესაძლებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი რ-–---- პ------–ს, სანქციის სახით ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პ------–ი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
პალატა აღნიშნავს, რომ რ-–---- პ------–ის ნასამართლობასთან დაკავშირებით განაჩენში არასწორად არის მითითებული, რომ ის ნასამართლობის არმქონეა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის N1/5561-10 განაჩენით, რ-–---- პ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. მასვე, ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. რ-–---- პ------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის N459-429 განჩინებით რ-–---- პ------–ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვა 4 (ოთხი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით რ-–---- პ------–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 10 (ათი) თვით და 13 (ცამეტი) დღით ადრე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ _ სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან. შესაბამისად, რ-–---- პ------–ის შემთხვევაში, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა დაიწყებოდა გათავისუფლებიდან - 2014 წლის 19 აპრილს. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის იმჟამად მოქმედი რედაქცია წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. თუმცა, მძიმე დანაშაულისთვის გათვალისწინებული ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გაანგარიშების შემთხვევაშიც კი, რ-–---- პ------–ი 2019 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, იყო ნასამართლობის მქონე და მისთვის სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა წარმოადგენს სასჯელის მინიმუმს. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელის შემცირების სხვა შემთხვევებს, ვერ იქნება გამოყენებული, აღნიშნულის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.
პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, როდესაც გ------ ს---–-------ისთვის საბოლოო სასჯელი დაადგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
წარმოდგენილი განაჩენებით დადგენილია, რომ გ------ ს---–-------ე რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის N1/19-17 განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი. მასვე, ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის N1-262-17 განაჩენით გ------ ს---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად უფრო მკაცრმა, რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის №1-19-17 განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------ ს---–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
რ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის N1-653-18 განაჩენით გ------ ს---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პ------–ი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის N1-262-17 განაჩენით დანიშნული და მოუხდელი პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, ანუ რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის N1-262-17 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------ ს---–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის N1-314-19 განაჩენით გ------ ს---–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა გ------ ს---–-------ის მიმართ რ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის №1/653-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის №1/653-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------ ს---–-------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
შესაბამისად, რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით, აღარ არსებობდა პირობითი მსჯავრი, შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვერ გააუქმებდა სასჯელს. მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ გ------ ს---–-------ის დაკავება მოცემული საქმის ფარგლებში მოხდა 2019 წლის 27 მაისს, ხოლო მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პ------–ი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განაჩენის გამოტანა მოხდა რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის განაჩენით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პ------– საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული წესი გულისხმობს უფრო მკაცრი სასჯელის მიერ ნაკლებად მკაცრი სასჯელის, ან თანაბარი სასჯელებიდან ერთ-ერთი სასჯელის მიერ მეორე სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გ------ ს---–-------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არამედ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით. პალატა განმარტავს, რომ განაჩენში აღნიშნული ცვლილების შეტანა გავლენას არ ახდენს საბოლოო შედეგზე, არც სასჯელის გაუარესების და არც კვალიფიკაციის კუთხით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პ------–ი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ-–---- პ------–ის და მსჯავრდებულ გ------ ს---–-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში.
გ------ ს---–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 27 მაისის ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 17 აპრილის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - სასჯელის დაუნიშნავად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ------ ს---–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, გ------ ს---–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად გ------ ს---–-------ეს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს და შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის დღიდან.
სასჯელის ვადის ათვლა გ------ ს---–-------ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
რ-–---- პ------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ-–---- პ------–ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 27 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
§ ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ორი დისკი დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს და ხელწერილი ნივთების დაბრუნების შესახებ - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
§ საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერება, საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ხსნარი, ბრალდებულ გ------ ს---–-------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ორი შპრიცი, ორი გამჭვირვალე ფლაკონი, მასში მოთავსებული ჰეროინით, მცენარე კანაფი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე