განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2020
საქმის ნომერი
330100119003294122
ინსტანცია
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003294122

1ბ/301-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 მარტი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ი-----–- ს-----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---------–--------–----–----------------–---–-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------------------–--–------–ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 521–ე მუხლის საფუძველზე ორი წლის ვადის შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელის სახით ორი წლის ვადის შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებლმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის ი-----–- ს-----–--ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ინკრიმინირებულ ქმედებებს, თუმცა გამოყენებული სასჯელის ზომა არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო, რის გამოც იგი უნდა შეიცვალოს სასჯელის დამძიმების კუთხით. ყურადღება უნდა გამახვილდეს ი-----–- ს-----–--ის პიროვნებაზე, ჩადენილი დანაშულის ხასიათზე. მის მიერ ჩადენილი ქმედება ცხადყოფს, რომ ი-----–- ს-----–--ემ მეუღლის მიმართ არაერთხელ განახორციელა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, აგრეთვე სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველია, როგორ დაზარალებულის ისე მისი ოჯახის წევრებისათვის ცხადია რომ ი-----–- ს-----–--ისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის შიში არ არის შემაკავებელი და შესაძლოა განაგრძოს დანაშაულებრივი ქმედება და კვლავ დაემუქროს მეუღლეს, ამასვე მოწმობს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი სისტემატურობა და ინტენსივობა და მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის მიზნით ი-----–- ს-----–--ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აგრეთვე მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ------ მ------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულის ი-----–- ს-----–--ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდებულის მიერ ჩადენილ ქმედება და აღნიშნა, რომ ი-----–- ს-----–--ეს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა იქვე მიუთითა, რომ მას არ გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოებები, რაც არასწორია, რადგან ი-----–- ს-----–--ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავოდ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მისი ოჯახი, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია ი-----–- ს-----–--ე. აპელანტის მოსაზრებით უფრო მსუბუქი სასჯელი თუნდაც ერთი წელი პირობითი მსჯავრი სავსებით საკმარისი იქნებოდა ი-----–- ს-----–--ის რესოციალიზაციისათვის და ითხოვს ი-----–- ს-----–--ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნას.

 

სასამართლომ დაადგინა:

ი-----–- ს-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 13 თებერვლის და 2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდები); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 28 ნოემბრის და 2019 წლის 18 მაისის ეპიზოდები); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ი-----–- ს-----–--ის მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 13 თებერვალს თბილისში, ქვლივიძის შესახვევი, ბინა №26-ში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი-----–- ს-----–--ემ, არასრულწლოვანი გერის – დ--- მ----–----–--ის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ---- ჭ----------ეს. კერძოდ, ფეხი ჩაარტყა ორჯერ მუცლის არეში, რის გამოც ნ---- ჭ----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 28 ნოემბერს, ღამის საათებში თბილისში, რუსთაველის გზატკეცილი, ბინა №12ა–ში ნ---- ჭ----------ეს, უსაფუძვლო მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა – ი-----–- ს-----–--ემ. კერძოდ, მუშტი რამდენჯერმე დაარტყა დაზარალებულს თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 27 თებერვალს ნ---- ჭ----------ეს, მობილური ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ი-----–- ს-----–--ე და უსაფუძვლო მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 18 მაისს, თბილისში, რუსთავის გზატკეცილი, ბინა №12აში, ნ---- ჭ----------ეს ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ი-----–- ს-----–--ემ. კერძოდ, სამჯერ მუშტი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, რუსთავის გზატკეცილი, ბინა №109–ში ი-----–- ს-----–--ე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მივიდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ნ---- ჭ----------ესთან და ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ: მეუღლეს მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით, ხოლო შემდეგ ი-----–- ს-----–--ემ არასრულწლოვანი შვილის – მ------ ჭ----------ის და გერის – ნ--- მ----–----–--ის თანდასწრებით, ჯერ თავის არეში, შემდეგ კი მარცხენა ბეჭის არეში დაარტყა მუშტი. აღნიშნულის გამო, ნ---- ჭ----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, ი-----–- ს-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 13 თებერვლის და 2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდები), საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ნოემბრის და 2019 წლის 18 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 521–ე მუხლის საფუძველზე ორი წლის ვადის შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- ს-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუდგინდა 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადა. საქართველოს სსკ–ის 521–ე მუხლის საფუძველზე ორი წლის ვადის შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 ოქტომბრიდან, 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----–- ს-----–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- ჭ----------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: დ--- მ----–----–--ის, რ--------- ლ----ის, მ------- ფ--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, 2017 წლის 13 თებერვლის, 2018 წლის 30 ნოემბრის, 2019 წლის 28 თებერვლის, 2019 წლის 19 მაისის და 2019 წლის 14 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერებით, სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმით და თავად ი-----–- ს-----–--ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–- ს-----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 13 თებერვლის და 2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდები) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სსკ–ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 28 ნოემბრის და 2019 წლის 18 მაისის ეპიზოდები), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-----–- ს-----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებაა მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულის ი-----–- ს-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კახა მამუკაშვილს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახის ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება საქართველოს სსკ–ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვს თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

სააპელაციო პალატა, ვერ დაეთანხმება აპელანტის - ბრალდების მხარის მოსაზრებას, ი-----–- ს-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე და განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მოთხოვნები, მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულების სიმრავლე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის დაენიშნა სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - მინიმალურ ზღვარზე ერთი წლით მეტი, ხოლო საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - ასევე მინიმალურ ზღვარზე ექვს თვით მეტი. ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ი-----–- ს-----–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, არ არის ნასამართლევი, არის ოჯახის მარჩენალი, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით. პალატას მიაჩნია, რომ ი-----–- ს-----–--ის იზოლირება საზოგადობისგან ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არაა აუცილებელი და დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელი, სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლაშა ამირანაშვილის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.

 

სააპელაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის - დაცვის მხარის მოთხოვნას სასჯელის შემცირების თაობაზე და განმარტავს, რომ მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, თუმცა განაჩენის 5.3 პუნქტში სრულად იმსჯელა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, რომ ი-----–- ს-----–--ე არ არის ნასამართლევი, უდავოდ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაზარალებულთან კონფლიქტი ამოწურულია და დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია და მსჯავრდებული არის ოჯახის მარჩენალი. აღნიშნული გარემოებები, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ძალადობის განხორციელების სახე და ხერხ, ძალადობის განხორციელების მრავალჯერადი ფაქტები, სრულად გაითვალისწინა სასამართლომ და ი-----–- ს-----–--ეს ისე დაუნიშნა სასჯელი. რაც შეეხება აღიარებას და მონანიებას, აღნიშნული გარემოება აუცილებელ პირობას წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გამოყენების და მისი გათვალისწინების გარეშე სასამართლო მსჯავრდებულს ვერ ჩაუთვლიდა დანიშნულ სასჯელს პირობითად, რაც ადასტურებს რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯელობის საგნი გახდა აღნიშნული გარემოებაც. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ი-----–- ს-----–--ის მიმართ დანიშნულია სასჯელის ის სახე და ზომა, რომლის პირობებშიცაა შესაძლებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის, აგრეთვე მსჯავრდებულის ი-----–- ს-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბ------ მ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ი-----–- ს-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–- ს-----–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 13 თებერვლის და 2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდები), საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ნოემბრის და 2019 წლის 18 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

მასვე, საქართველოს სსკ–ის 521-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით - ორი წლის ვადის შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება და გამოყენება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი-----–- ს-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი - 2 (ორი) წლის ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების აკრძალვა.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 ოქტომბრიდან, 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით.

 

ი-----–- ს-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ი-----–- ს-----–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე