განაცხადი

12 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობი­თი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქცი­ონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვე­ვაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონა­წილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის ჩატარების წესსა და აუქციონის პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საწყისი საპრივატიზებო საფასური და სხვა ინფორმაცია

ერედვის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვა, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ · მუხლი 2

პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) ზეპირად ან წერილობით წარმოდგენილი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობაზე

თანამშრომლობის პროგრამის პირზე გავრცელებისა და პირის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევისთვის ჯარიმის დაკისრებისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად გაფორმებული, ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა

ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ · მუხლი 2

მონაწილის მიერ პლატფორმაზე განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, კონკრეტულ საათში/საათებში

ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

„სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად

სასაქონლო ნიშნების შესახებ · მუხლი 2

ამ კანონის შესაბამისად დიზაინის რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა

დიზაინის შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →