ოჯახის წევრი

15 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

წარმოშობის ქვეყანაში უკვე არსებული ოჯახის წევრი, კერძოდ: ფ.ა) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მეუღლე ანდა თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი; ფ.ბ) თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დასაოჯახებელი არასრულწლოვანი შვილი რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ანდა თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ წარმოშობის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ნაშვილები, დასაოჯახებელი არასრულწლოვანი; ფ.გ) დასაოჯახებელი არასრულწლოვანი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დედა, მამა, კანონიერი წარმომადგენელი

ON INTERNATIONAL PROTECTION · მუხლი 3

ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ · მუხლი 4

რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე რეკეტირთან, თანამდებობის პირთან, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ადამიანით მოვაჭრესთან, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობთან ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 3311 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი · მუხლი 3561

უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი; არასრულწლოვანი უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანის მშობელი; საქართველოს მოქალაქის უცხოელი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ · მუხლი 2

უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეუღლე, შვილი, მშობელი, აგრეთვე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი

საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობ

საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე · მუხლი 2

მეუღლე, შვილი, გერი ან მინდობით აღსაზრდელი, მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მეუღლე, შვილი, გერი ან მინდობით აღსაზრდელი, მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე და მუდმივად მცხოვრები სხვა პირი

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრი

საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ · მუხლი 3

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრი

შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის წევრის მეუღლე, მშობლები, შვილები, ნაშვილები და მის კმაყოფაზე მყოფი პირი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ · მუხლი 1

მოხელის მეუღლე, შვილი და გერი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი

მაუწყებლობის შესახებ · მუხლი 2

დაწესებულებაში დასაქმებული პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი

საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →