2. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში აღწერილობები დგება საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი მუშაკების მიერ საუწყებო არქივის უშუალო მეთოდიკური ხელმძღვანელობით.
3. აღწერილობები დგება ცალკე:
ა) მუდმივად შესანახ საქმეებზე;
ბ) ხანგრძლივად შესანახ საქმეებზე;
გ) პირადი შემადგენლობის საქმეებსა და სხვა ერთი ტიპის საქმეებზე (სამეცნიერო ანგარიშები თემების მიხედვით, სასამართლო და საგამოძიებო საქმეები, ავადმყოფობის ისტორიები, რაციონალიზატორული წინადადებები და ა.შ.