1. ა) საქმის გარეკანზე აუცილებლად აღინიშნება საქმის თარიღი _ საქმისწარმოებაში საქმის შემოღებისა და დამთავრების წელი (წლები).
ბ) თუ საქმე შეიცავს დოკუმენტებს (მაგალითად, დანართებს და ა.შ.), რომელთა თარიღი არ ემთხვევა საქმის თარიღს, თარიღის ქვეშ ახალ სტრიქონზე იწერება: „საქმეში არის. . . წლის (წლების) დოკუმენტები“;
გ) საქმის თარიღი შეიძლება არ აღინიშნოს მხოლოდ იმ საქმეთა გარეკანზე, რომლებიც შეიცავს გეგმებსა და ანგარიშებს, რადგანაც მათი თარიღები ასახულია საქმეთა სათაურებში.
2. იმ საქმეთა თარიღებად, რომლებიც შეიცავს განკარგულებით, შემოქმედებით და სხვა დოკუმენტაციას (მოხსენებები, წერილები, სტენოგრამები და ა.შ.) და რომელთათვის ზუსტ დათარიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ითვლება საქმის დოკუმენტების კიდური თარიღები, ე.ი. საქმეში შეტანილი ყველაზე ადრეული და ყველაზე გვიანი დოკუმენტების რეგისტრაციის (შედგენის) თარიღები.
3. თუ საქმე წარმოადგენს ბრძანებების, განკარგულებების და ა.შ. ჟურნალს, საქმის თარიღებად ჩაითვლება ჟურნალში პირველი და ბოლო ჩანაწერების ზუსტი კალენდარული თარიღები.
4. სხდომათა ოქმების შემცველი საქმის თარიღებია საქმეში შეტანილი პირველი და ბოლო ოქმის შედგენის თარიღები.
5. პიროვნებაზე შემოღებული პირადი საქმის თარიღებია პირის მიღებისა და დათხოვნის ბრძანებების ხელმოწერის თარიღები.
6. რამდენიმე ტომისაგან (ნაწილისაგან) შემდგარ საქმეთა გარეკანზე დაისმება თითოეული ტომის (ნაწილის) დოკუმენტების კიდური თარიღები.
7. ზუსტი კალენდარული თარიღის აღნიშვნის დროს იწერება რიცხვი, თვე და წელი ან წელი, თვე და რიცხვი. რიცხვი და წელი აღინიშნება არაბული ციფრებით, თვის დასახელება იწერება სიტყვებით. მაგალითად: 30 მაისი, 2000 წელი ან 2000 წლის 30 მაისი. კალენდარული თარიღის აღნიშვნის დროს დასაშვებია შემოკლებული ციფრობრივი აღნიშვნა იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოიწვევს თარიღის არაერთმნიშვნელოვან განმარტებას. მაგალითად: 30.05.2000 ან 2000.05.30.
8. თუ დოკუმენტის თარიღი ან მისი ცალკეული ელემენტები განისაზღვრება დაახლოებით დოკუმენტის შინაარსის ანალიზის საფუძველზე, ამ შემთხვევაში თარიღი ან მისი ცალკეული ელემენტები ჩაისმება კვადრატულ ფრჩხილებში. თარიღს ან მის ცალკეულ ელემენტებს, რომლებიც აბსოლუტურად უტყუარი არ არის, ახლავს კითხვის ნიშანი. მაგალითად: [არა უადრეს 1961 წლისა]; [არა უადრეს 1940 წლის აპრილისა-არა უგვიანეს ამავე წლის მაისისა]; 1964 წლის 15 [იანვარი]; [1980 წლის] 16 აგვისტო; [1952 წლის 22 სექტემბერი?