"ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№376
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 162, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №376

2010 წლის 8 დეკემბ ე რი

ქ. თბილისი

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №94, მუხლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. 11 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტყეები, სადაც აღინიშნება ბიომრავალფეროვნების ელემენტების მაღალი კონცენტრაცია გლობალურ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე (ქვეყნის კანონმდებლობით დაცული სახეობები, IUCN-ის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები და ერთზე მეტი ენდემური სახეობა). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმალური ჩარევა. არ დაიშვება ხე-ტყის დამზადება და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტყეები, რომლებიც ასრულებს უმნიშვნელოვანეს ეკოლოგიურ ფუნქციებს (35 გრადუსზე მეტი დაქანების მქონე ფერდობებზე განლაგებული ტყეები; ტყეები, რომლებიც მოიცავს სასმელად გამოსაყენებელ, სულ ცოტა – ერთ წყაროს; მდინარეების გასწვრივ 200 მეტრის სიგანის ზოლში მდებარე ტყეები, მწვანე ზონის ან საკურორტო ტყეები და სხვ.). მართვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მინიმალური ჩარევა. არ დაიშვება ხე-ტყის დამზადება და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელება, გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა;“.

2. 22 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. ხე-ტყის დამზადება სანიტარიული ჭრებით

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიმართავს სამინისტროს ტყეების მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების სანიტარიული ჭრებით გარემოდან ამოღების მიზნით ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გასაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

2. ტყითმოსარგებლე, რომელიც ტყეების მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით ახორციელებს სანიტარიულ ჭრებს, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დამზადებული ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას საშეშე მერქნის გადაზიდვა განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის დაკოტვრის გარეშე – მორის სახით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდისას იხდის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით სამასალე მერქნისათვის დადგენილი მოსაკრებლის 60%-ს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ეს გადაწყვეტილება რჩება ტყითმოსარგებლის ვალდებულებად ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვამდე.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:

„22. 22 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება 2010 წლის პირველ დეკემბრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური