მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №135 /ნ
2011 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 565 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული დაწესებულების მიერ განხორციელებული საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ იმ დაწესებულებისათვის, რომელიც ახორციელებს მხოლოდ საღვთისმეტყველო საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს.
3. ის დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს, გათავისუფლდეს ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.სეფერთელაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №135/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.016172.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.12.2016-დან.
- სად არის „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №135/ნ, 16.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016172 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1460692/