„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6154-Iს
სარეგისტრაციო კოდი
380000000.05.001.016733
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/05/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ.12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას;“.

2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წიაღით სარგებლობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წიაღით სარგებლობის მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა, რომლის მიზანია:

ა) წიაღით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) ყველა იურიდიული და ფიზიკური პირისათვის წიაღით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

გ) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება, წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება ;

დ) წიაღით მოსარგებლეთა, მათ შორის, უცხოელების, აუცილებელი გარანტიები თ უზრუნველყოფა და წიაღით სარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა.“.

3. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 33. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის პოლიტიკის მოთხოვნები

1. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნებისმიერი ქმედება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას წიაღით სარგებლობის სფეროში.

2. აკრძალულია წიაღით მოსარგებლეთა ინფრასტრუქტურით სარგებლობის შეზღუდვა.

3 . წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით. “.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 8 მაისი.

№6154- Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

წიაღის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.05.2012.
როდის იქნა მიღებული „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.05.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6154-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 380000000.05.001.016733.
რამდენი მუხლისგან შედგება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.05.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6154-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.016733 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659884/