„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№60
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე

სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება
№60

2013 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის (2011 წლის ივლისის თვის მე-11 რედაქცია), იკაოს  ოფიციალური გამოცემის DOC-9379 მოთხოვნების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1

,,ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ბრძანების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.“.

ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-10 მუხლის 41 პუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებისთანავე.“.

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 60 წლის ასაკს გადასული პილოტი:

ა) კომერციულ ფრენებზე დაიშვება პილოტის რანგში, იმ პირობით, თუ ეკიპაჟში ის არის ერთადერთი პილოტი, რომელმაც 60 წლის ასაკს მიაღწია;

ბ) ერთპილოტიან საჰერო ხომალდზე  კომერციულ ფრენებზე არ დაიშვება მეთაურის რანგში.“.

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად (ოსტატობის დასადასტურებლად), თეორიული ცოდნის შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება.“.

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწმობის გამოცვლის კანდიდატი ვალდებულია:

ა) გაიაროს სამედიცინო შემოწმება (საჭიროებისას);

ბ) ჩააბაროს თეორიული გამოცდები;

გ) გაიაროს საფრენოსნო (პრაქტიკული მუშაობის) შემოწმება (საჭიროებისას);

დ) წარმოადგინოს სააგენტოს მიერ  გაცემული აღიარების ჩანართი (არანაკლებ ორი);

ე) პილოტს, ნაოსანს, ბორტრადისტს და ბორტინჟინერს ჰქონდეს ნაფრენი საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდზე სულ მცირე 200 საათი (დადასტურება ხდება საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) წარმოდგენით).“.

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 30-ე მუხლის მე-6, მე-8, მე-9, მე-10 პუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ჩანართის მოქმედების ვადა მოწმობის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ავ­ი­ას­აწ­არ­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლის შუამდგომლო­ბით შესაძლე­ბე­ლია ჩანართის ხელ­მე­ორ­ედ გა­ცე­მა.“;

„8. საქართველოს ის ავიასაწარმო, სადაც ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა ავიასპეციალისტმა უნდა იმუშაოს, სააგენტოს მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ამ ავიასპეციალისტის:

ა) ავიასპეციალისტის მოწმობას;

ბ) ბოლო საფრენოსნო (პრაქტიკული მუშაობის) შემოწმების დამადასტურებელ საბუთს (Line Check);

ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს მოქმედი საფრენოსნო (პრაქტიკული შემოწმება), საფრენოსნო (პრაქტიკული შემოწმება) შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ჩანართის გაცემის დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

გ) საწაფზე ბოლო შემოწმების დამადასტურებელ საბუთს (Proficiency Check);

დ) პილოტის, ნაოსნისა და ბორტრადისტისათვის – ინგლისური ენის ცოდნის, არანაკლებ მე-4 დონის (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით) დამადასტურებელ ჩანაწერს მოწმობაში;

ე) სამედიცინო სერტიფიკატის (სხ-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის გარდა);

ვ) პილოტის, ნაოსანისა, და ბორტრადისტისათვის – სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელ საბუთს;

ზ) საფრენოსნო წიგნაკს (Logbook).

9. ამ მუხლის მე-8 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების და მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო გასცემს ავიასპეციალისტის მოწმობის ჩანართს აღიარების შესახებ, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინგლისური ტექსტით. ჩანართში აღინიშნება მოქმედების ვადა. ჩანართს ხელს აწერს სააგენტოს უფლებამოსილი პირი. ჩანართს დაესმის თარიღი და ბეჭედი.

(ჩანართის ინგლისური ტექსტი: This certificate, particulars of which below, is hereby validate under Article 1.2.2.1. of Annex 1 of ICAO until “-----------------“.

Signature, Head of the CAA. Date.

10. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს სკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ ავიასპეციალისტებს:

ა) რომლებიც ფლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ მოწმობას და აქვთ ინგლისური ენის ცოდნის მე-5 ან მე-6 დონე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით);

ბ) რომელთათვისაც ინგლისური ენა არის მშობლიური ენა;

გ) რომლებიც შეიძლება გამოიყენონ ერთჯერადი ფრენების განსახორციელებლად. მათ აგრეთვე არ მოეთხოვებათ ამ „წესების“ 30-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალიწინებული მოთხოვნების შესრულება და  მოწმობის მონაცემების დადასტურება, მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლების მიერ, ამ „წესების“ №15 დანართის შესაბამისი ფორმით;

დ) რომლებიც მხოლოდ საქართველოს არაკონტროლირებად ზონაში შეასრულებენ ფრენებს.“.

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81,  მე-11 და მე-12 პუნქტები:

„81. ჩანართის გაცემამდე, სააგენტო ადასტურებს მოწმობის, ოსტატობების, უფლებების და სამედიცინო სერტიფიკატის ნამდვილობას (ავთენტიკურობას), მოწმობის გამცემი საავიაციო ხელისუფლებისგან ამ „წესების“ №15 დანართით გათვალისწინებული ფორმით ან №15 დანართის შესაბამისი დოკუმენტით“.

„11. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული პილოტის მოწმობის მფლობელები აღიარებისთვის აბარებენ თეორიულ გამოცდებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებებში, შემდეგ საგნებში:

თ.ა) საჰაერო სამართალი;

თ.ბ) მეტეოროლოგია;

თ.გ) საექსპლუატაციო წესები.

12. მოწმობის ჩანართი შეიძლება შეჩერდეს, შეიზღუდოს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ ავიასპეციალისტი ვერ აკმაყოფილებს ამ „წესების“ 30-ე მუხლის მე-8, მე-10 და მე-11 პუნქტების  მოთხოვნებს;

ბ) ავიასაწარმოს მომართვის საფუძველზე;

გ) ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევისას;

დ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, რომელსაც სააგენტო მიიჩნევს მიზანშეწონილად.“.

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ავიაციის უწყების ავიასპეციალისტისათვის მოწმობის გაცემა და ოსტატობის განსაზღვრა ხორციელდება ამ წესების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.“.

მუხლი 2🔗

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია