„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №209 |
|
2023 წლის 17 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ავიადისპეტჩერის – 4 წელი;“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ მოყვარული პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტის მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 24 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 40 წელი, ხოლო მოყვარული პილოტის (თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დირიჟაბლი და ამწე ძალის სამატით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი), თავისუფალი აეროსტატის პილოტის, პლანერის პილოტის მოწმობის მოქმედების ვადა შემცირდება 12 თვემდე, თუ მათ შეუსრულდათ 50 წელი.“; გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. 3. მე-10 მუხლის მე-16 პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ერთპილოტიან და ერთძრავიან თვითმფრინავზე, თავისუფალ აეროსტატზე და პლანერზე – ორი წლის განმავლობაში;“. 4. მე-13 და მე-14 მუხლები ამოღებული იქნეს. 5. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის და მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის/ოსტატობის/დაშვების გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, განახლების, შეჩერების და გაუქმების, მეთვალყურის სწავლების საფუძვლებს და მოწმობის მფლობელის უფლება-მოვალეობებს ადგენს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ოქტომბრის №234 ბრძანება „საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ.“. 6. 30-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჩანართი გაიცემა: ა) ავიასპეციალისტის მოწმობის (გარდა მოყვარული პილოტის და პლანერის პილოტის მოწმობისა), მოწმობით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადებიდან უმოკლესი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის ვადით; ბ) მოყვარული პილოტის ან პლანერის პილოტის მოწმობის, მოწმობით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ის და სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადებიდან უმოკლესი ვადით.“; ბ) მე-5 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოწმობის აღიარებით დაინტერესებული პირი (გარდა პლანერის პილოტის მოწმობისა) ან ავიასაწარმო სააგენტოს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სხ-ის ტიპ(ებ)ი (შესაბამისი უფლებამოსილებ(ებ)ით), რომელზეც სურს ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარების მიღება და წარუდგენს სააგენტოს:“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის (გარდა პლანერის პილოტის და ბორტინჟინრისა) მოწმობის აღიარებისთვის, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, სააგენტოს უნდა წარედგინოს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით (იკაოს შკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით) ჩაბარების დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი;“; დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ და „62“ ქვეპუნქტები: „61. პლანერის პილოტის მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა პირმა ან ავიასაწარმომ სააგენტოს უნდა მიმართოს განცხადებით და წარუდგინოს: ა) თუ განმცხადებელი ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემულ პლანერის პილოტის მოწმობას: ა.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ა.ბ) პლანერის პილოტის მოწმობის ასლი; ა.გ) პილოტის საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) პირველი გვერდის და ბოლო 3 გვერდის ასლი; ა.დ) შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი; შენიშვნა: I და II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს 2011 წლის 3 ნოემბრის ევროკომისიის რეგულაციის No1178/2011 (Commission Regulation (EU) No1178/2011) IV დანართის (PART-MED)-ის პირობების ან „სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად. ა.ე) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ICAO-ს შეფასების შკალის მიხედვით, მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირის მშობლიური ენა არის ინგლისური ან ქართული, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ბ) თუ განმცხადებელი ფლობს პლანერის მოწმობას, რომელიც გაცემულია ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (Annex 1 – Personnel Licensing) მოთხოვნების შესაბამისად: ბ.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ.ბ) პლანერის პილოტის მოწმობის ასლი; ბ.გ) პილოტის საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) პირველი გვერდის და ბოლო 3 გვერდის ასლი; ბ.დ) I ან II კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი; შენიშვნა: I და II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის, ან 2011 წლის 3 ნოემბრის ევროკომისიის რეგულაციის No1178/2011 (Commission Regulation (EU) No1178/2011) IV დანართის (PART-MED) პირობების ან „სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად. ბ.ე) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ICAO-ს შეფასების შკალის მიხედვით, მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირის მშობლიური ენა არის ინგლისური ან ქართული, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ბ.ვ) მოწმობის პირველად აღიარების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სდ-ში, შესაბამისი თეორიული გამოცდების არაუმეტეს ორი მცდელობის შედეგად წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ი შემდეგ საგნებში: ბ.ვ.ა) საჰაერო სამართალი; ბ.ვ.ბ) მეტეოროლოგია. შენიშვნა: პლანერის მოწმობის განმეორებითი აღიარების შემთხვევაში, აღნიშნულ საგნებში გამოცდების ჩაბარება არ მოითხოვება, თუ უკანასკნელი აღიარების ჩანართის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან გასული არ არის 24 თვეზე მეტი. „62. სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირისთვის, ამ წესების შესაბამისად პლანერის პილოტის მოწმობა გაიცემა, თუ პირს პლანერის პილოტის რანგში ნაფრენი აქვს სულ მცირე 50 საათი და სააგენტოში წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; გ) პლანერის პილოტის მოწმობის ასლი; დ) პილოტის საფრენოსნო წიგნაკის (Logbook) პირველი გვერდის და ბოლო 3 გვერდის ასლი; ე) შესაბამისი კლასის მოქმედი სამედიცინო სერტიფიკატი; შენიშვნა: I და II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს 2011 წლის 3 ნოემბრის ევროკომისიის რეგულაციის No1178/2011 (Commission Regulation (EU) No1178/2011) IV დანართის (PART-MED)-ის პირობების ან „სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად. ვ) სააგენტოს ან სხვა ქვეყნის უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებულ/ავტორიზებულ გამომცდელთან პლანერზე ჩაბარებული უნარების/ საკვალიფიკაციო შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი. შენიშვნა: სააგენტო ამოწმებს გამომცდელის უფლებამოსილებას შესაბამის უფლებამოსილ საავიაციო ხელისუფლებასთან, მისგან დადასტურების მიღების მიზნით. აღნიშნული დადასტურების მიუღებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ბ.ზ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ICAO-ს შეფასების შკალის მიხედვით მინიმუმ მე-4 დონის მაჩვენებლით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირის მშობლიური ენა არის ინგლისური ან ქართული, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; ბ.თ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში ან სხვა სახელმწიფოს მიერ შესაბამისად უფლებამოსილ სდ-ში, ქვემოთ განსაზღვრული თეორიული გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ი შემდეგ საგნებში: ბ.თ.ა) საჰაერო სამართალი; ბ.თ.ბ) ადამიანის შესაძლებლობები. შენიშვნა 1: სააგენტო ამოწმებს სხვა სახელმწიფოს სდ-ის უფლებამოსილების ნამდვილობას და მოქმედების ვადას. შენიშვნა 2: იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს გასული 24 თვის პერიოდში ჩაბარებული აქვს გამოცდები აღნიშნულ საგნებში, შესაძლებელია განხორციელდეს მათი ჩათვლა ამ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.“. 7. „431 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იკაოს შეფასებათა შკალის მიხედვით არანაკლებ მე-5 დონის სერტიფიკატი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის ან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის ასლი ან ინგლისური ენის შემფასებლის პირველადი სწავლების სერტიფიკატის ასლი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|