თურქმენეთის მიმართ არსებულ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებათა მომსახურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 07/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №182

2007 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

თურქმენეთის მიმართ არსებულ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებათა მომსახურების შესახებ

1. თურქმენეთის მიმართ არსებულ სახელმწიფო საგარეო ვალდებულებათა მომსახურების უზრუნველყოფისა და ეროვ­ნუ­ლი წარმოების სტიმულირების მიზნით „სახელმწიფო ბიუ­ჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთ­ვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახუ­რების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შე­საბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ“საქარ­თველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის №293 ბრძანებულების მე-8 მუხლის საფუძველზე მიეცეს უფლება საქართ­ველოს ფინანსთა სამინისტროს (ა. ალექსიშვილი) სა­ქარ­თველოს მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შე­არჩიოს პროგრამები კონკურსის გამოუცხადებლად და გაა­ფორ­მოს ხელშეკრულებები თურქმენეთის ვალის პროდუქციით და მომსახურებით დაფარვის მონაწილე საქართველოს ეკო­ნომიკურ აგენტებთან სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინასწარ ნაწილობრივ ანაზღაურების შესახებ შემდეგი პირობების აუცი­ლებელი დაცვით:

ა) ეკონომიკურ აგენტებს უნდა ჰქონდეთ გაფორმებული სათანადო კონტრაქტები თურქმენეთის მხარესთან;

ბ) უნდა განისაზღვროს ეკონომიკური აგენტების მიერ თურქმენეთისადმი საქართველოს ვალის დაფარვის გრაფიკი;

გ) უნდა განისაზღვროს ეკონომიკური აგენტების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხის დაბრუნების უზ­რუნ­ველყოფის საშუალებები;

დ) ეკონომიკური აგენტებისათვის გამოყოფილი წინას­წა­რი დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეკონომი­კური აგენტების მიერ თურქმენეთის მხარესთან გაფორმებული კონტრაქტებით განსაზღვრული შესასრულებელი ვალდებუ­ლების საერთო ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასა­ნაზ­ღაურებელი დისკონტირებული თანხის 25 პროცენტს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პროგრამის და­სრულებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულების საფუძველზე შე­რჩეული პროგრამის განხორციელების შედეგების თაობაზე.

3. განკარგულება ძალაშია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის №293 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი