სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარ გ ულება №261
2006 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ
1. მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მომატებული ღირებულების კომპენსაცია მიეცეთ იმ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესაბამისად ფორმირებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 200 001-ზე.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სიების შედგენა-მომზადება რეგიონების მიხედვით და მათი გადაცემა შესაბამისი სადისტრიბუციო კომპანიებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური):
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად შედგენილი სიების საფუძველზე უზრუნველყოს თითოეული ოჯახისათვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ნაწილობრივი კომპენსაციის დამადასტურებელი სახელობითი დოკუმენტის (ვაუჩერის) დაბეჭდვა და მისი კუთვნილისამებრ გადაცემა ამ შეღავათებით მოსარგებლე აბონენტთათვის;
ბ) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით ენერგეტიკის სამინისტროსათვის ამ დანიშნულებით გამოყოფილი ასიგნებებიდან განახორციელოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებზე განკარგულებით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის კომპენსაციის ღირებულების ყოველთვიური ანაზღაურება კომპენსაციის დამადასტურებელი სახელობითი დოკუმენტის (ვაუჩერის) საფუძველზე აღნიშნული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვ. ჭიპაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ზ . ნოღაიდელი