ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №338
2007 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზი განსაკუთრებული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის ობიექტია, რომლის აშენების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მოსახლეობის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უმოკლეს ვადაში დასრულების მიზნით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტის შესაბამისად უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მათი კომპეტენციის ფარგლებში უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის პროცედურების განხორციელება.
3. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტს მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის უმოკლეს ვადაში მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ მიღების ღონსძიებათა განხორციელება.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 27.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №338. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ტყვიავი-კეხვის 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №338, 27.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2057422/