ქ. თბილისი „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის №121, „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის №190 და „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის №261 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №498
2005 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
„რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის № 121, „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის № 190 და „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის № 261 განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულებები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით. ამასთან, ფინანსური დახმარება მიმართულ იქნა საქართველოს შესაბამის რაიონებში 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დასახმარებლად.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ო. სირაძის ინფორმაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ამბროლაურის რაიონში 8 და ონის რაიონში 18 ოჯახისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება მიმართულ იქნეს ამბროლაურისა და ონის რაიონებში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი 26 ოჯახისათვის (ამბროლაურის რაიონში 8 და ონის რაიონში -18 ოჯახი). შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში, კერძოდ:
1. „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის № 121 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის რაიონები) 1991 წლიდან სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილია 142 ოჯახი: ამბროლაურის რაიონში – 65, ონში – 46, ლენტეხში – 11, ცაგერში – 20 ოჯახი. გარდა ამისა, მიმდინარე წელს წყალდიდობებისა და მეწყრული მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილია ამბროლაურის რაიონის სოფელ გენდუშში – 5, ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაშში – 4, ლენტეხის რაიონის სოფლებში – 11 და ონის რაიონის სოფლებში – 8 ოჯახი. მათი ფინანსური დახმარებისთვის საჭიროა 630 000 (ექვსას ოცდაათი ათასი) ლარი.“.
2. „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის № 190 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში ბოლო დროს სტიქიური მოვლენებისაგან დაინგრა 225 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: ლენტეხის რაიონში – 75, ცაგერის რაიონში – 37, მესტიის რაიონში – 94, ონის რაიონში – 2, წყალტუბოს რაიონში – 3 და ვანის რაიონში – 14 სახლი.“.
3. „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის № 261 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პრეამბულის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში მიმდინარე წლის მაის-ივნისში განმეორებით მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაინგრა 99 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: აჭარაში – 3, სამტრედიაში – 19, ვანში – 5, საჩხერეში – 8, ტყიბულში – 4, ჭიათურაში – 10, ზესტაფონში – 2, დუშეთში – 29, გორში – 3, კასპში – 1, ლენტეხში – 15 სახლი.“.
4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის № 190 და „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის № 261 განკარგულებებით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი აუთვისებელი სახსრებიდან 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი მიმართოს ონის რაიონში 1991 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახის საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი