გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№786
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 12, 17/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №786

2007 წლის 17 დეკემბერი

ქ. თბილისი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2007 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულია სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების სამუშაოები, რომლებიც მოიცავს:

ა) სოფელ ატენის სასმელი წყლით მომარაგების რეაბილიტაციას;

ბ) სოფელ ქიწნისის სასმელი წყლით მომარაგების რეაბილიტაციას;

გ) სოფელ ბროწლეთის ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

დ) სოფელ შერთულში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

ე) სოფელ ნიქოზში ჭაბურღილის რეაბილიტაციას;

ვ) სოფელ ქიწნისში ახალი ჭაბურღილის მოწყობას.

2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისადбამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის  მუნიციპალიტეტები) ვ. გეგელაშვილს.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                    ვ. გურგენიძე