ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი მგზავრების დასახმარებლად ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიერ დახარჯული თანხის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსირების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 18/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №15

2006 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

ჯვრის უღელტეხილზე  დიდთოვლობის შედეგად  ჩაკეტილი მგზავრების დასახმარებლად ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიერ დახარჯული თანხის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კომპენსირების შესახებ

2005 წლის 22-28 დეკემბერს დიდთოვლობის გამო ჩაიკეტა ჯვრის უღელტეხილი და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე შემოსული 450 ავტოსატრანსპორტო ერთეული 750 მგზავრით. ყაზბეგის რაიონის გამგეობამ მგზავრებს აღმოუჩინა საჭირო სასურ­სათო და სამედიცინო დახმარება, ბავშვები და ქალები განათავსა სასტუმროში, რაზეც დაიხარჯა 1 550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარი.

ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის დახარჯული თანხის საკომპენსაციოდ:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექ­სიშვილი)  უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის 1 550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის გამოყოფა.

2.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ზ. ნოღაიდელი