ქვეყანაში ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 08/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №175

2005 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

ქვეყანაში ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ განსახორციე ლე ბელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ფალსიფიცირებული ღვინით ვაჭრობა, რაც დიდ პრობლემებს უქმნის როგორც კეთილსინდისიერ მეწარმეებს, ისე მომხმარებლებს.

ქვეყანაში ფალსიფიცირებული ღვინით ვაჭრობის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ.სვიმონიშვილი) შექმნას ერთობლივი ჯგუფი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის და მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის წარმომადგენელეთა მონაწილეობით და განუსაზღვროს მას სამოქმედო გეგმა.

2. შესაბამისმა უწყებებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ შექმნილ ჯგუფს აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება კომპეტენციის ფარგლებში.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი