პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№353
2005 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ
პატარა ლიახვის ხეობაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და შექმნილი სპეციფიკური ვითარების გამო მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით:
1. მიმდინარე წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში განხორციელდეს პატარა ლიახვის ხეობის მოსახლეობის მიერ ყოველ აბონენტზე თვეში სულ ბევრი 120 კვტ/სთ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე ყოველთვიურად უზრუნველყოს კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების დანიშნულებისამებრ გადარიცხვა.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.09.2005.
- როდის იქნა მიღებული „პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ“?
- „პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ“ მიღებულია 01.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №353. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.09.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „პატარა ლიახვის ხეობის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად ასიგნებათა გამოყოფის შესახებ“, №353, 01.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2072609/