სს „ფირუზასათვის“ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №582
2005 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „ფირუზასათვის“ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილების შესაბამისად გადაეცეს სს „ფირუზას“ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა (სულთნის სასახლე) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) და ტერიტორიული აღრიცხვისა და სარეგისტრაციო სამსახურებმა უზრუნველყონ ზემოაღნიშნული ქონების გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის №553 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ფირუზასათვის“ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ფირუზასათვის“ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „სს „ფირუზასათვის“ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“?
- „სს „ფირუზასათვის“ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“ მიღებულია 22.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №582. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „სს „ფირუზასათვის“ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ფირუზასათვის“ ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქ. №48-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ“, №582, 22.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2078157/