წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №607
2009 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის შესახებ
„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვის მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 13 069 900.0 (ცამეტი მილიონ სამოცდაცხრა ათას ცხრაასი) ლარის, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2 997 000.0 (ორი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელონ № 1 და № 2 დანართებით განსაზღვრული ორგანიზაციების საგადასახადო დავალიანებების დაფარვა „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული კლასიფიკაციის კოდიდან _ „23 10 _ ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვა“.
2. იმ შემთხვევაში, თუ განკარგულების № 1 და № 2 დანართებით განსაზღვრული ორგანიზაციების მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტს ერიცხება კრედიტორული დავალიანებები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიონ აღნიშნული დავალიანებების შემცირებას შესაბამისი თანხით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში მოიძიოს შესაბამისი რესურსი „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით
განსაზღვრული ორგანიზაციული კლასიფიკაციის კოდით _ „23 10 _ ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვა” _ გათვალისწინებული ასიგნების გაზრდის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი № 1
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
ათას ლარებით


