ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის, სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№87
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №87

2009 წლის 13 თებ ე რვალი

ქ. თბილისი

ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის, სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ეროვნული ლატარიის ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის №439 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების მიერ საქართველოს მთავრობის სახელით 2006 წლის ივლისში დაფუძნებულ იქნა „ეროვნული ლატარიის ფონდი“. ლატარიის ორგანიზება და ჩატარება ფონდის მიერ დელეგირებულ უნდა ყოფილიყო მის მიერ ამ მიზნით მოწყობილ ტენდერში გამარჯვებულ პირზე. ვინაიდან ფონდის მიერ გამოვლენილი არ იქნა აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული პირი, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონით ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

1. ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და ტენდერთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

კახა ბაინდურაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ირაკლი ღვალაძე

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლევან პატეიშვილი

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ვაჟა პეტრიაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ბაჩანა შენგელია

-

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი ჩალაძე

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

 

2. კომისიამ 10 დღეში უზრუნველყოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

ა) ფონდსა და „Game Plan Consulting Group International“-ს (შემდგომში – კონსულტანტი) შორის გაფორმებული მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით (შემდგომში – ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესწავლა;

ბ) ფონდსა და კონსულტანტს შორის გაფორმებული მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში კონსულტანტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დასკვნის (მათ შორის ტექნიკური, ფინანსური და სამართლებრივი) მომზადება;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონსულტანტის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დებულებების ანალიზი;

დ) კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ფონდის საქმიანობასთან და ტენდერთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესწავლა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ნ. გილაური