„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №466 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1126
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1126

2013 წლის 27 აგვისტო

 ქ. თბილისი

„იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №247 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №247 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან და საწრთვნელი ბაზის სასროლეთთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ“;

ბ) განკარგულების „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2013 წელს უზრუნველყოს იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან და საწრთვნელი ბაზის სასროლეთთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა;“;

გ) განკარგულების ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იაღლუჯის საწვრთნელ ბაზასთან და საწრთვნელი ბაზის სასროლეთთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის საუწყებო დანიშნულებიდან გამომდინარე, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთებისა და მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადასაცემად;“;

დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული, იაღლუჯის საწრთვნელი ბაზის სასროლეთთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო ამ განკარგულებით გათვალისწინებული, იაღლუჯის საწრთვნელი ბაზის სასროლეთთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი