„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1274
2012 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული №2 დანართის – „ვაუჩერის დარიგების და ანაზღაურების წესის“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. თუ ვაუჩერების დარიგების შემდეგ გამოვლინდა ბეჭდვისას, შევსებისას ან სხვაგვარი დაზიანებით გამოწვეული ხარვეზები/უზუსტობები, ასევე საჭიროა იმ ოჯახების იდენტიფიცირება, რომელთაც გააჩნიათ ელექტროენერგიის საერთო მოხმარების მრიცხველი ან დაბეჭდილ ვაუჩერზე ასახული რომელიმე მონაცემი არ შეესაბამება იმ პირის მონაცემებს, რომელზეც უფლებამოსილი პირის მიერ გაიცა ვაუჩერი , რაც აფერხებს ვაუჩერის დადგენილი წესით განაღდების პროცესს, უფლებამოსილი პირი ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაცემული ვაუჩერის დამოწმების თაობაზე.“.
პრემიერ‑მინისტრი ივანე მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1274. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1274, 05.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2300036/