ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2253
2011 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №203839427) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:
ა) საჩხერეში, სოფელ ბაჯითში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (საერთო ფართობი 116,80 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 1501 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №35.04.47.010);
ბ) ქალაქ ხონში, იპ. ხვიჩიას ქ. №28-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 – 251,9 კვ.მ (საერთო ფართობი 454,80 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 604 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №37.07.34.022);
გ) ჭიათურაში, სოფელ პერევისაში მდებარე შენობა-ნაგებობები №01 (საერთო ფართობი 271,1 კვ.მ), N02 (საერთო ფართობი 79 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 2000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №38.11. 47.003);
დ) ზესტაფონში, სოფელ კვალითში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (განაშენიანების ფართობი 241,48 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №32.12.31.038);
ე) ქალაქ ქუთაისში, დადიანის ქ. №17-ში მდებარე შენობა-ნაგებობები (მთელი სახლის საერთო ფართობი 232,05 კვ.მ, დამხმარე ნაგებობები ფართობით 30,3 კვ.მ, 12,4 კვ.მ, 2,25 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №03.05.01.951);
ვ) ქალაქ ამბროლაურში, წერეთლის ქ. №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №01/2 (განაშენიანების ფართობი 143,84 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 515 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №86.19.27.026);
ზ) დაბა ჩხოროწყუში, შენგელიას ქ. №24‑ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1 (განაშენიანების ფართობი 230,4 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 890 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №46.02. 44.014);
თ) ქალაქ წალენჯიხაში, ლევან II დადიანის (ყოფილი ყაზბეგის) ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა №01 (საცხოვრებელი სახლი განაშენიანების ფართობი 165,6 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 1757 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №47.11.42.041);
ი) ქალაქ წალენჯიხაში, სოხუმის ქუჩაზე (ქვ. მაზანდარა) მდებარე შენობა-ნაგებობები №01 (საცხოვრებელი სახლი განაშენიანების ფართობი 179,95 კვ.მ), N02 (69,97 კვ.მ) და მათზე დამაგრებული 1805 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკარმიდამო) (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №47.11.36.011).
2. უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:
ა) ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში არსებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ხარისხიანი მართვის მიზნით იღებს ფინანსურ ვალდებულებას, ყოველწლიურად დაამატოს სახელმწიფო სუბსიდიას მაქსიმუმ 174400 (ას სამოცდათოთხმეტი ათას ოთხასი) ლარი ან სახელმწიფო სუბსიდიის მინიმუმ 30%, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის დანერგილ იქნეს ხარისხის მართვის მიდგომები და, გარდა ამისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვებისათვის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება;
ბ) სახელმწიფოს მიერ დღეში ერთ ბავშვზე გამოყოფილ თანხას ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი თანხიდან დღეში დაემატება 4,5 (ოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი, რომელიც მოხმარდება:
ბ.ა) მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვების კვებას;
ბ.ბ) აღმზრდელების მუდმივი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას;
ბ.გ) მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვების ფსიქოლოგიურ დახმარებას;
ბ.დ) ტრანსპორტირებას;
ბ.ე) ბავშვებისათვის კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზებას;
ბ.ვ) დარჩენილი თანხა მოხმარდება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მიმდინარე და კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური