საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1535
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შეიმუშავოს „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების განახლების“ პროგრამა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული პროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხები.
3. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობებისა და მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონების უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით გარემოსათვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციო და შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“?
- „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 05.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1535. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017662.
- სად არის „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების კომპენსირების მიზნით ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“, №1535, 05.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017662 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2508665/