შრომითი იმიგრანტის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება  დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში:

ა) შრომით იმიგრანტსა (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა) და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია ამ კანონის 132 მუხლით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება;

ბ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს ამ კანონის 134 მუხლით გათვალისწინებულ შრომითი საქმიანობის უფლებას;

გ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.

საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025