1. შრომით იმიგრანტს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარი ეთქვას, თუ:
ა) განცხადებით წარდგენილია არასრულყოფილი ინფორმაცია ან/და სავალდებულო დოკუმენტაცია და ეს ხარვეზი მისი დადგენიდან 10 კალენდარულ დღეში არ აღმოიფხვრა;
ბ) შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება ამ კანონის 135 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ვადების დარღვევით არის წარდგენილი;
გ) უცხოელის პროფესია/კვალიფიკაცია და პოზიცია არ შეესაბამება საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს ან არის იმ პროფესიებისა და სპეციალობების ჩამონათვალში, რომელიც შეზღუდულია ამ კანონის მე-5 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ ნუსხაში;
დ) დაწყებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა ან მიღებულია უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025