1. შრომითი იმიგრანტის მიერ ადგილობრივი დამსაქმებლის ან თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის ცვლილება, რომელზედაც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება, ამ უფლების განახლების გარეშე, −
გამოიწვევს შრომითი იმიგრანტის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
თავი Vგარდამავალი და დასკვნითი დებულებე