1. ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ მასთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის, შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (თითოეული შრომითი იმიგრანტისთვის ინდივიდუალურად) −
გამოიწვევს ადგილობრივი დამსაქმებლის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
3. ამ პუნქტით ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით სახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025