ა(ა)იპ - საერთაშორისო ფონდი „ფენიქს-ლზ“-ისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№728
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018896
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №728

2015 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ - საერთაშორისო ფონდი „ფენიქს-ლზ“-ისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ - საერთაშორისო ფონდ „ფენიქს-ლზ“-ს (ს/კ №404463754) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, სანდრო ეულის ქ. №5-ში (ნაკვეთი 06/037) მდებარე 3636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2 საერთო ფართობით - 218.94 კვ.მ, №3 - საერთო ფართობით - 362.77 კვ.მ, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12, №13, №14, №15 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.05.006.092).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განკუთვნილი საინტეგრაციო ცენტრის (რომელიც ადაპტირებული უნდა იყოს ერთდროულად არანაკლებ 100 (ასი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიღებისთვის) მოწყობის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეკონსტრუქციო ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ასევე ავეჯით/ტექნიკით აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინტეგრაციო ცენტრის ფუნქციონირების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობის ხარჯის გაწევა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 30 (ოცდაათი) თვის ვადაში;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საინტეგრაციო ცენტრში ეტაპობრივად 90 (ოთხმოცდაათი) ადამიანის დასაქმება უზუფრუქტის არსებობის ვადით, კერძოდ, საინტეგრაციო ცენტრის ფუნქციონირების დაწყებიდან პირველი წლის ბოლომდე - არანაკლებ 10 (ათი), მეორე წლის ბოლომდე დამატებით არანაკლებ - 30 (ოცდაათი), მესამე წლის ბოლომდე კი დამატებით არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ადამიანის დასაქმება.

3. ამ განკარგულების აღსრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი