1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3119
–
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018