1. მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეებს განიხილავს მოსამართლე ან სასამართლოს შესაბამისი მოხელე ამ კოდექსის 311-ე მუხლით დადგენილი წესებით.

2. სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

თავი XXXVIII

(ამოღებულია)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015