ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1383
2016 წლის 8 ივლისი
ქ. თბილისი
ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
„იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების დანართის მე-4 შენიშვნის შესაბამისად, ქალაქ თბილისში 2016 წლის 23 ივლისიდან – პირველი აგვისტოს ჩათვლით ჩასატარებელი ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით:
1. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 2016 წლის 10 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით უვიზოდ ყოფნის უფლება მიეცეს ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ წარდგენილი სიების შესაბამისად ღონისძიებაში მონაწილე და მათ თანმხლებ პირებს.
2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლის მიზნით.
3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეატყობინოს ქიმიის 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს და ყველა წევრ-სახელმწიფოს, რომ საქართველოს მხრიდან არაღიარებული სახელმწიფოების მოქალაქეთა საქართველოში, როგორც მასპინძელ ქვეყანაში, შემოშვება არ გულისხმობს ნებისმიერი ფორმით მათ აღიარებას.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი