საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№05/03
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.054.016233
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/03

2017 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის  მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის   №05/67  ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები:

„მუხლი 4. შესყიდვების სამმართველოს სპეციალისტი

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კანონის "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული  პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint) ცოდნა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;

ვ) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).“

„მუხლი 5. ნაერთი ბიუჯეტის ფორმირებისა და პროგრამების ფინანსური ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი განათლება;


ბ) მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2-წლიანი ფინანსურ სფეროში;


გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა;


დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის  (etreasury.ge), ბიუჯეტის ელექტრონული სისტემის (ebudget.ge) ცოდნა;


ე)  არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).“

.

„მუხლი 6.  ნაერთი ბიუჯეტის ფორმირებისა და პროგრამების ფინანსური ანალიზის სამმართველოს სპეციალისტი

ა)  უმაღლესი განათლება; 


ბ)  მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 1-წლიანი ფინანსურ სფეროში;


გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცოდნა; 


დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის (etreasury.ge), ბიუჯეტის ელექტრონული სისტემის (ebudget.ge) ცოდნა;


ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).“
.

„მუხლი 7. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში საბუღალტრო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) სავალდებულოა იცოდეს: საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“,  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №429 „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“,  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის ბრძანება №424 „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №672 „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“,  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №231 „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“,  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის ბრძანება №605 „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №439 „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა;

ე) ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ვ) არანაკლებ ერთი  (სასურველია ინგლისური ენის ) უცხო ენის ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.01.2017.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/03. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.054.016233.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №05/67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №05/03, 30.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016233 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3557722/