ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №131

2017 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი  ღონისძიებების შესახებ

მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 და 2015 წლის 23 ოქტომბრის №2283 განკარგულებების საფუძველზე დარჩენილი ეკონომიები, 13 100 (ცამეტი ათას ასი) ლარი და 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, ჯამში, 48 100 (ორმოცდარვა ათას ასი) ლარი, მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების შესყიდვის განსახორციელებლად:

1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში დოლიძის, ბურჭულაძისა და რამიშვილის ქუჩებზე ა/ბეტონის საფარის მოწყობა.

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში გურიის ქუჩის ა/ბეტონის საფარის მოწყობა.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში ნინოშვილისა და გურამიშვილის ქუჩების შესახვევებში წყალგამტარი მილებისა და ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.

4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურის კეთილმოწყობა, კერძოდ, დაბაში მდებარე №1 ბაგა-ბაღის ეზოსა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, გოგიბერიძის ქუჩის მიმდებარედ მინისტადიონისა და რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა.

5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების − საჭამიასერისა და ზემოხეთის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ა/ბეტონის საფარის მოწყობა.

6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბუკნარის, ქვენობანისა და ხიდისთავის დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანში მდებარე ძველი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია ბიბლიოთეკისა და ახალგაზრდული ცენტრის განთავსების მიზნით და სოფელ გორაბერეჟოულში ხანძრის შედეგად დაზიანებული ყოფილი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის დასრულება.

8. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

9. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

10. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის, გორაბერეჟოულის, გუთურის, დაბლაციხის, ერკეთის, ზოტის, კოხნარის, ნაბეღლავის, ფარცხმის, შუა ამაღლების, ჯვარცხმის, ხევისა და ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი