სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (4)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2017 წლის 26 დეკემბერი ქ. სიღნაღი |
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 6 515,9 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3200.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2660.5 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 475.6 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ცხრილის შესაბამისად:
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამავდროულად აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტების ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალურ მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მისი იერსახის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ღონისძიებები. განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული უკვე რეაბილიტირებული გზების მოვლა შენახვა, კვლავ გაგრძელდება სოფლის შიდა გზების მოხრეშვა, მოასფალტება, დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა;
ა.დ) შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული და ახალი გზების ზრდა, გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და ტურისტების რაოდენობა.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მგზავრთა გადაყვანისას მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ქალაქ წნორიდან სოფელ ილიაწმინდას და ერისიმედის მიმართულებით მარშრუტის მომსახურების თანადაფინანსება. აღნიშნული მომსახურებით უშუალოდ ისარგებლებენ სოფლების: ბოდბის, ილიაწმინდას, ბოდბისხევის, ერისიმედისა და ქალაქ წნორის მოსახლეობა;
ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ადგილობრივი მარშრუტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა;
ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალური ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა, გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება.
პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების, გარე-განათების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისა და ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და ქალაქებში არსებული ჭაბურღილების მომსახურების და მოვლა-შენახვის სამუშაოები;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესება და მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები;
ა.დ) შეფასების ინდიკატორი: სასმელი წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების არსებული ქსელების ექსპლოატაცია;
ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: განათების ინტენსივობა, განათებულ ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილება და კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება;
ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების განათებული ქუჩების რაოდენობა.
გ.ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება;
გ.ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, ნარჩენების გატანა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-მოწესრიგება;
გ.ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: გაუმჯობესებული სანიტარული და ეკოლოგიური პირობები;
გ.ა.დ) შეფასების ინდიკატორი: საცხოვრებელი კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების ჩამდინარე წყლების მართვა.
გ.ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის სამუშაოები, ქალაქებისა და სოფლების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ადმინისტრაციული შენობის დაცვა-დასუფთავების ღონისძიებები;
გ.ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის ზრდა.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი ფოლკლორის დაცვას, აღორძინებასა და ღირსეულ გაგრძელებას.
05 03) :
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისგან;
ა.დ) საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები: ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდეობა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების, ონკოლოგიური ავადმყოფებისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების, ონკოლოგიური ავადმყოფებისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე თითოეულ ავადმყოფზე ოპერაციების ხარჯების დაფინანსება 700 ლარამდე.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ბ.ბ)განსახორციელებელი ღონისძიებები: იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი სოციალური დახმარება, ხანძრებითა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები.
გ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობების შემსუბუქება;
გ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა.
დ.ა) მიზანი: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებისათვის დახმარება, თანაგრძნობის გამოხატვა და პატივის მიგება;
დ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების გაღება თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 250 ლარის ოდენობით.
ე.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებები;
ე.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ახალდაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე დახმარება თითოეულზე 100 ლარის ოდენობით, მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება, მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება ;
ე.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
ე.დ) შეფასების ინდიკატორი: ბენეფიციართა რაოდენობა.