სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2018 წლის 24 დეკემბერი ქ. სიღნაღი |
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 7177.4 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6469.4 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 145.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 483.0 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები თანდართული ცხრილის შესაბამისად:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსალოდნელი შედეგი და ინდიკატორები
ა) მიზანი: საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება, არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია;
დ) შედეგების შეფასების ინდიკატორები: საქართველოს სამხედრო ძალებში ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით შევსების მაღალი მაჩვენებელი, ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული თვითშეგნების დონის ამაღლება.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამავდროულად აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტების ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კომუნალურ მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრის ღონისძიებები, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მისი იერსახის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ღონისძიებები. განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული უკვე რეაბილიტირებული გზების მოვლა შენახვა, კვლავ გაგრძელდება სოფლის შიდა გზების მოხრეშვა, მოასფალტება, დაზიანებული ქვაფენილების და ტროტუარების აღდგენა-რეაბილიტაცია;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება, ეკონომიკური და ტურისტული ინტენსივობის ზრდა;
ა.დ) შეფასების ინდიკატორი: რეაბილიტირებული და ახალი გზების ზრდა, გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება და ტურისტების რაოდენობა.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მგზავრთა გადაყვანისას მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვა;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ქალაქ წნორიდან სოფელ ილიაწმინდას და ერისიმედის მიმართულებით მარშრუტის მომსახურების თანადაფინანსება. აღნიშნული მომსახურებით უშუალოდ ისარგებლებენ სოფლების: ბოდბის, ილიაწმინდას, ბოდბისხევის, ერისიმედისა და ქალაქ წნორის მოსახლეობა;
ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ადგილობრივი მარშრუტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა;
ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალური ტრანსპორტით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა, გადაადგილების დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირება.
პროგრამის ფარგლებში განხორცილედება სანიაღვრე არხების, გარე-განათების, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების არსებულის მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისა და ორგანიზაციების ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული, ზედაპირული გრუნტის წყლების მოხვედრისგან დაცული სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება;
ა.ბ) განსახორციელებელი
ღონისძიებები: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და ქალაქებში არსებული ჭაბურღილების მომსახურების და მოვლა-შენახვის სამუშაოები;
ა.გ) მოსალოდნელი
საბოლოო
შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესება და მოწესრიგებული საკანალიზაციო სისტემები;
ა.დ) შეფასების ინდიკატორი: სასმელი წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების არსებული ქსელების ექსპლოატაცია;
ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: განათების ინტენსივობა, განათებულ ქუჩებში უსაფრთხო გადაადგილება და კრიმინოგენული ფაქტორების შემცირება;
ბ.დ) შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების განათებული ქუჩების რაოდენობა.
გ.ა) საკანალიზაციო და წყალსადინარების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 00) :
გ.ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება;
გ.ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება, ნარჩენების გატანა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-მოწესრიგება;
გ.ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
გაუმჯობესებული სანიტარული და ეკოლოგიური პირობები;
გ.ა.დ) შეფასების ინდიკატორი:
საცხოვრებელი კორპუსებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების ჩამდინარე წყლების მართვა.
გ.ბ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 00) :
გ.ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის სამუშაოები, ქალაქებისა და სოფლების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და ადმინისტრაციული შენობის დაცვა-დასუფთავების ღონისძიებები;
გ.ბ.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარიული და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
გ.ბ.დ) შეფასების ინდიკატორი:
ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის ზრდა.
ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი გარემოს შექმნა, შადრევნების, დასასვენებელი პარკების, სკვერებისა და გამწვანებული ზონების მოვლა-პატრონობა;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, კეთილმოწყობილი გარემო, მოვლილი, გამწვანებული სკვერები და გაზონები, მოსახლეობის დასასვენებელი პირობების გაუმჯობესება;
დ) საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები: მოწესრიგებული შადრევნები, მოვლილი გამწვანება სკვერებსა თუ სხვადასხვა რეკრეაციულ ზონებში, რეაბილიტირებული და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობა.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ადგილობრივი ფოლკლორის დაცვას, აღორძინებასა და ღირსეულ გაგრძელებას.
(პროგრამული კოდი 05 02 02 00):
ა) მიზანი: პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის: სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, პედაგოგთა ხელშეწყობაზე;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში შემავალი სამუსიკო სკოლების 296 მოსწავლის შესაბამისი განათლების მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებასა და ხელშეწყობას, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენა და მათი აქტიური ჩართვა შესაბამისი განათლების მისაღებად; მოზარდებში კულტურის დონის ამაღლება, მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში, ხელოვნებისა და ტრადიციების აღორძინება, კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ფორუმებში მიღწეული წარმატებები;
დ) შეფასების ინდიკატორი: ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა, კულტურულ ღონისძიებებში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა, სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარებული კონკურსებში წარმატებულ მოსწავლეთა რაოდენობა.
(პროგრამული კოდი 05 02 01 00):
ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების განვითარება და საერთაშორისო
სტანდარტებთან მიახლოება, ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების
განვითარება-პოპულარიზაცია;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების
ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით და
დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. ბიბლიოთეკების
მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება,
საბიბლიოთეკო კვირეულის ჩატარება, ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმის ხელშეწყობა, არსებული ექსპონატების დაცვა და
მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმა მუზეუმების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მკითხველის დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და მუზეუმების პოპულარიზაცია;
დ) შეფასების ინდიკატორი: ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა, მუზეუმებში ვიზიტორთა, მოწყობილი გამოფენებისა და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა.
ა) მიზანი: განსაკუთრებული წარმატებების მქონე მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: კომპლექსური სასპორტო სკოლის 400 მოსწავლის შესაბამისი განათლების მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული პედაგოგების დაფინანსებას, სხვადასხვა სპორტული სექციების და კლუბების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტსმენებისთვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების უზრუნველყოფას, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება;
დ) შეფასების ინდიკატორი: წარმატებულ სპორტსმენთა რაოდენობა.
(პროგრამული კოდი 05 02 01 00) :
ა) მიზანი: თეატრისა და კულტურის პოპულარიზაცია;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის „მრავალჟამიერის“, ბავშვთა ხალხური სიმღერებისა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლების, ასევე კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული თეატრისთვის სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო პირობებით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით სხვადასხვა გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებები და ქართული ფოლკლორის საღამოები;
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“, ბავშვთა ხალხური სიმღერებისა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლების სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ქვეყნის გარეთ;
დ) შეფასების ინდიკატორი: ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი და მუნიციპალიტეტის ხელოვანთა მიღწევები.
ა) მიზანი: ახალგაზრდა თაობაში შრომის, მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა;
ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრენინგ-სემინარები, ფორუმები, სესიები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა), შემოქმედი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, ფესტივალები, სპექტაკლები და სხვა), ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობების კვირეული, სეზონურად სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში შეღავათების დაწესება და სხვა);
გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალ დონეზე განხორციელებული პროექტები, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობების ზრდა, ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში;
დ) შეფასების ინდიკატორი: ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობა, წარმატებული და ინიციატივიანი ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა, საზოგადოებრივად აქტიური, ინფორმირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდობა.
ა.ა) მიზანი: სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გაუმჯობესება;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები;
ა.გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: მოსახლეობის დაცვა სხვადასხვა ინფექციურ დაავადებათა გავრცელებისგან;
ა.დ) საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორები: ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების რაოდენობა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდეობა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ავადმყოფი მოქალაქეებისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ა.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ავადმყოფი მოქალაქეებისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე თითოეულ ავადმყოფზე ოპერაციების ხარჯების დაფინანსება 700 ლარამდე.
ბ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
ბ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მარტოხელა დედების სოციალური დაცვა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარება, ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლ მეომართა ერთჯერადი დახმარება, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები.
გ.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობების შემსუბუქება;,
გ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა.
დ.ა) მიზანი: გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეებისა და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახებისათვის დახმარება, თანაგრძნობის გამოხატვა და პატივის მიგება;
დ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: გარდაცვლილი სამამულო ომის მონაწილეებისა და სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა დაკრძალვის ხარჯების გაღება თითოეული გარდაცვლილის ოჯახზე 250 ლარის ოდენობით.
ე.ა) მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებები;
ე.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად ახალდაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე დასახმარებლად თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
ვ.ა) მიზანი: აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებისთვის განათლების მიღება;
ვ.ბ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის გადასახდის 50% არაუმეტეს 1125 ლარისა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი
დანართი
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული ცხრილის შესაბამისად:
დასახელება
2019 წლის გეგმა
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები 7177.4 ათასი ლარით თანდართული ცხრილის შესაბამისად:
დასახელება
2017 წლის ფაქტი
2018 წლის გეგმა
2019 წლის გეგმა
სულ მათ შორის 2017 წლის ფაქტი 2018 წლის გეგმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები შემოსავლები 8,624.0 11,223.3 7,097.4 7,097.4 გადასახადები 3,318.7 3,200.0 6,469.4 6,469.4 გრანტები 4,707.0 7,505.4 145.0 145.0 სხვა შემოსავლები 598.4 517.9 483.0 483.0 ხარჯები 5,420.3 6,971.1 7,404.5 7,404.5 შრომის ანაზღაურება 1,141.1 1,495.7 1,647.4 1,647.4 საქონელი და მომსახურება 1,721.8 1,133.7 1,062.9 1,062.9 პროცენტები 148.3 187.8 187.9 187.9 სუბსიდიები 1,848.1 3,328.2 3,798.8 3,798.8 გრანტები0.0 სოციალური უზრუნველყოფა 379.2 448.5 452.0 452.0 სხვა ხარჯები 181.7 377.2 255.5 255.5 საოპერაციო სალდო 3,203.7 4,252.2 -307.1 -307.1 არაფინანსური აქტივების ცვლილება 3,736.6 6,260.4 1,074.7 1,074.7 ზრდა 3,851.4 6,477.7 1,154.7 1,154.7 კლება 114.8 217.3 80.0 80.0 მთლიანი სალდო -532.9 -2,008.2 -1,381.8 -1,381.8 ფინანსური აქტივების ცვლილება -660.5 -2,129.9 -1,553.5 -1,553.5 ზრდა 39.5 ვალუტა და დეპოზიტები 39.5 კლება 700.0 2,129.9 1,553.5 1,553.5 ვალუტა და დეპოზიტები 700.0 2,129.9 1,553.5 1,553.5 ვალდებულებების ცვლილება -127.6 -121.7 -171.7 -171.7 კლება 127.6 121.7 171.7 171.7 საშინაო 127.6 121.7 171.7 171.7 ბალანსი 0.0000.0 მუხლი 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობებისულ სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები საკუთარი შემოსავლები შემოსულობები 8 738.8 11 440.6 7 177.4 7,177.4 შემოსავლები 8,624.0 11,223.3 7,097.4 7,097.4 არაფინანსური აქტივების კლება 114.8 217.3 80.0 80.0 მუხლი 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები
|