„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2627
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024900
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2627

  2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 157 434 959 (ას ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ ოთხას ოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ორმოცდაცხრამეტი) ლარი, მათ შორის:“; 

 ბ) პირველი პუნქტის 1.3, 1.5,  1.17, 1.24, 1.41, 1.42, 1.44, 1.45 და 1.64 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1.3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 552 808 (ორი მილიონ ხუთას ორმოცდათორმეტი ათას რვაას რვა) ლარისა №3 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.  

„1.5. თერჯოლის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 540 459 (სამი მილიონ ხუთას ორმოცი ათას ოთხას ორმოცდაცხრამეტი) ლარისა №5  დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.17. ყაზბეგის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 949 350 (ცხრაას ორმოცდაცხრა ათას სამას ორმოცდაათი) ლარისა №17 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.24. წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 341 190 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაერთი ათას ას ოთხმოცდაათი) ლარისა №24 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.41. თიანეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 962 222 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაორი ათას ორას ოცდაორი) ლარისა №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.42. მცხეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 956 405 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხას ხუთი) ლარისა №42 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.44. ონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 620 117 (ერთი მილიონ ექვსას ოცი ათას ას ჩვიდმეტი) ლარისა №44 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.45. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 5 841 599 (ხუთი მილიონ რვაას ორმოცდაერთი ათას ხუთას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა  №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.64. მუნიციპალიტეტებს საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედახედველობის მომსახურების შესყიდვისათვის არა უმეტეს 3 907 013 (სამი მილიონ ცხრაას შვიდი ათას ცამეტი) ლარისა  №64 დანართის შესაბამისად.“;

 გ) დანართები: №3,  №5,  №17,  №24,  №41,  №42,  №44,  №45,  №53 და  №64  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი.


📎 დანართები (1)
2627.pdf.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗