ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ
ქ. თბილისში შექმნილია უმძიმესი, კრიზისული მდგომარეობა ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. „თბილგაზს“ მრავალმილიონიანი დავალიანება (100 მლნ ლარზე მეტი) აქვს. სისტემა ფუნქციონირებს 60-70%-იანი კომერციული დანაკარგებით. ეს და სხვა, გარე ფაქტორები არ იძლევა თბილისის ბუნებრივი აირით უწყვეტად მომარეგების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტს 2002 წლის 1 დეკემბრამდე წარუდგინოს ქ. თბილისის და საქართველოს სხვა რეგიონების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის გრძელვადიანი პროგრამა (ღონისძიებების გეგმა მათი განხორციელების სავარაუდო თარიღების მითითებით, პირველი რიგის გადაუდებელი სამუშაოების გათვალისწინებით).
2. „თბილგაზში“ არსებული მენეჯმენტის სისუსტის გათვალისწინებით, კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი გადავიდეს საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
3. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 ნოემბერი.
№1714–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2002.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ“?
- „ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ“ მიღებულია 06.11.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1714. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ქ. თბილისის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის შესახებ“, №1714, 06.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/41584/