1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესი და საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომში – დებულება) აწესრიგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსის გამართვისა და გრანტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. თემატური მიმართულებები, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდება გრანტის გაცემა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საგრანტო კონკურსის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების სისტემის რეფორმირებისა და დეცენტრალიზაციის ფარგლებში განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მრავალფეროვანი და ინოვაციური მიდგომების წახალისება.
4. გრანტი გაიცემა კანონიერების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიალურობის, კორექტულობის, თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის, რაციონალურობის, ანგარიშვალდებულების, კანონის წინაშე თანასწორობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვი
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კრიტერიუმები
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25
კომენტარი
პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს
პროექტის აქტუალობა და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს
ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად
პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*
სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას
წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია
ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს
საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას
პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას და შეესაბამება პროექტის სამოქმედო გეგმას.
კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა
75“, მუხლი 1, №72/ნ, 14.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017531 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4189779/muxli-1-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია