1. საგრანტო კომისიის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს საგრანტო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საგრანტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საგრანტო კომისიის სხდომაზე საკითხები განიხილება დღის წესრიგის შესაბამისად.
2. სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს საგრანტო კომისიის ყველა წევრი. საგრანტო კომისიის წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას უშუალოდ, ან საგრანტო კომისიის გადაწყვეტილებით მონაწილეობას იღებდეს მის მუშაობაში კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებით.
3. საგრანტო კომისია მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს დახურულ სხდომაზე.
4. საგრანტო კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საგრანტო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
5. საგრანტო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, საგრანტო კომისიის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. საგრანტო კომისიის წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საგრანტო კომისიის წევრს უფლება აქვს, საკითხზე კენჭისყრისას თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საგრანტო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. საგრანტო პროექტების შეფასებას საგრანტო კომისია ახორციელებს ამ მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
8. საგრანტო კომისიის გადაწყვეტილება აისახება საგრანტო კომისიის სხდომის ოქმშ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 7. საგრანტო კომისია— საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 16. საუკეთესო საგრანტო განაცხადის გამოვლენა— სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 17. საგრანტო განაცხადის შერჩევა— საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 11. საგრანტო განაცხადის წარდგენა და განხილვა— სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კრიტერიუმები
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25
კომენტარი
პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს
პროექტის აქტუალობა და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს
ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად
პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*
სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას
წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია
ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს
საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას
პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას და შეესაბამება პროექტის სამოქმედო გეგმას.
კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა
75“, მუხლი 8, №72/ნ, 14.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017531 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4189779/muxli-8/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია