1. საგრანტო კონკურსის ორგანიზებული მართვის, საგრანტო განაცხადების მიღების, განხილვის, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისა და ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საგრანტო კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. ამ პუნქტში მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საგრანტო კომისიის უფლებამოსილების ვადა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო კომისიის წევრებზე შრომის ანაზღაურება არ გაიცემა.
3. საგრანტო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს საგრანტო კომისიის და საგრანტო კომისიის სამდივნოს მუშაობას; ორგანიზებას უწევს საგრანტო კომისიის სხდომების მომზადებას; განსაზღვრავს საგრანტო კომისიის სხდომის დღის წესრიგს და უზრუნველყოფს საგრანტო კომისიის წევრებისათვის მის ხელმისაწვდომობას; უზრუნველყოფს სხდომაზე აზრის თავისუფლად გამოხატვას და წესრიგის დაცვას;
ბ) წარმოადგენს საგრანტო კომისიას საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ხელს აწერს საგრანტო კომისიის და საგრანტო კომისიის სამდივნოს კორესპონდენციას;
დ) ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. საგრანტო კომისია:
ა) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო განაცხადის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით;
ბ) განიხილავს საგრანტო პროექტებს და იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ;
გ) იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კომისიის წევრის აცილების შესახებ;
დ) ცენტრის დირექტორს წარუდგენს წინადადებას სათათბირო ხმის უფლებით საგრანტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების მიზნით შესაბამისი პირების მოწვევის შესახებ;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებ