საგრანტო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა)  საგრანტო კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ;

ბ) ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით;

გ) თუ იგი სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად იქნა აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად იქნა ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) თუ იგი სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;

ე) გარდაიცვალა;

ვ)  პირადი განცხადებით უარი თქვა საგრანტო კომისიის წევრობაზე;

ზ) მის მიმართ კანონიერ ძალში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ ორჯერ არ მონაწილეობდა საგრანტო კომისიის მუშაობაში;

ი)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლი