1. საგრანტო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საგრანტო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ან მის ფუნქციებს ავალებს ცენტრის რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფს/თანამშრომელს. სამდივნოში საქმიანობისათვის შრომის ანაზღაურება არ გაიცემა.

2. სამდივნო:

ა) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განმცხადებლებისაგან შემოსულ დოკუმენტებს, ამოწმებს დოკუმენტების შესაბამისობას საგრანტო კონკურსის მოთხოვნებთან და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საგრანტო კომისიას;

ბ) ამზადებს საგრანტო კომისიის სხდომებს, უზრუნველყოფს საგრანტო კომისიის წევრთა და მოწვეულ პირთა ინფორმირებას;

გ) უზრუნველყოფს საგრანტო კომისიის სხდომების ოქმების წარმოებას;

დ) უზრუნველყოფს  ან ორგანიზებას უკეთებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნებას;

ე) ასრულებს საგრანტო კომისიის წევრებისა და საგრანტო კომისიის თავმჯდომარის მითითებებს;

ვ) ასრულებს საგრანტო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ფუნქციას.

3. სამდივნოს ხელმძღვანელობს საგრანტო კომისიის თავმჯდომარ